მერის მოადგილე: კორპუსში გაზის შეყვანას ექსპლუატაციაში მიღებასთან კავშირი არ აქვს
ილია ელოშვილი
ფოტო: არქივი
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად შენობა ავარიული არ არის. შენობაში მცხოვრები 27 ადამიანი სასტუმროებში გადანაწილდა და ისინი უზრუნველყოფილი არიან საკვებით და საცხოვრებლით. ამის შესახებ მან "იმედის დილა"-ში განაცხადა.
ილია ელოშვილის თქმით, აფეთქების შემდეგ კორპუსი მდგრადობაზე შემოწმდა, შედეგად დადგინდა, რომ კორპუსს არ აქვს ისეთი დაზიანება, რომ მასში ცხოვრება შეუძლებელი და საფრთხისშემცველი იყოს, თუმცა მერია საბოლოო ოფიციალურ დასკვნას ელოდება. მერის მოადგილის თქმით, უწყება დაზიანებულ ბინებს ცხოვრებისთვის შესაბამის კონდიციამდე მიიყვანს.
არსებული ინფორმაციით, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ოჯახი სამი თვის წინ შევიდა საცხოვრებლად. ასევე, ცნობილია, რომ კორპუსი მერიას არ ჩაუბარებია. როგორც ილია ელოშვილმა განმარტა, კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს, რომ მშენებელმა მშენებლობაზე გაცემული ნებართვა შეასრულა, რის შემდეგაც საბოლოოდ კორპუსი მშენებლის მფლობელობაში გადავიდა.
"გაზის, წყლის და დენის შეყვანას თავისი უსაფრთხოების სტანდარტები და ნორმები აქვს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს და ეს შენობის ექსპლუატაციის მიღებასთან კავშირში არ არის. მერია ექსპლუატაციაში მიღების წინ ამოწმებს, რამდენად შესრულდა მშენებლობა გაცემული ნებართვის საფუძველზე, აქვე იგულისხმება კორპუსის მდგრადობა.
ამ კორპუსთან დაკავშირებით ჩვენთან თებერვალში იყო მომართვიანობა, შემგომში ხარვეზები დადგინდა და გამოსწორდა. არ იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც გამოსწორებულ იქნა. ამის შემდეგ, არქიტექტურის სამსახურმა დასკვნა დადო, რომ კორპუსი საბოლოოდ შესრულებული იყო გაცემული ნებართვის მიხედვით. დეველოპერებმა წინა კვირას მოგვმართეს და საბოლოოდ, ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი იმისთვის, რომ კორპუსი მიღებული ყოფილიყო ექსპლუატაციაში", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
შეკითხვაზე, თუ ვის ეხება კორპუსში გაზის შეყვანისა და მონტაჟის მონიტორინგი, ელოშვილი პასუხობს, რომ როდესაც საკითხი გაზის კორპუსში შეყვანას ეხება, დეველოპერი შესაბამის კომპანიას მიმართავს. ამ შემთხვევაში კი გაზი კორპუსში მხოლოდ "ყაზტრანსგაზს" შეუძლია შეიყვანოს.
"ყაზტრანსგაზი" ძირითადად, რა თქმა უნდა, იცავს ამ ნორმებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ რაიმე უყურადღებობა იყო დაშვებული", - თქვა ილია ელოშვილმა და დასძინა, რომ თუკი რაიმე უყურადღებობა ან გულგრილობას ჰქონდა ადგილი, ყველა უმკაცრესად დაისჯება.
ამასთან, ელოშვილი ამბობს, რომ გამოძიება ობიექტური იქნება, მაგრამ ელოშვილი ითხოვს, რომ მოვლენებს არ გავუსწროთ: "რამდენიმე ვერსია განიხილება, მაგალითად გაზქურა დარჩა სახლში და ამის შედეგად დაგროვდა გაზი, ასევე საუბარია გაჟონვაზე: "კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ იმისთვის, რომ ეს დაადგინონ".
დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. გამოძიება უკვე მიმდინარეობს. იკითხებიან კომპანია "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. 8 ადამიანი კი დაშავდა.
ენერგოომბუდსმენმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა დაიწყო. ამასთან, ენერგოომბუდსმენი კოპანია "ყაზტრანსგაზისგან" ახსნა-განმარტებას მოითხოვს.
სახალხო დამცველი კი ხელისუფლებას აკრძალული სამშენებლო მასალების სიის განსაზღვრას სთხოვს.
ყველა სიახლე
24 ივნისი 2026, 21:29
საზოგადოება
კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის - კოხლეარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სიახლე სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის - ოთხ წლამდე მოზარდებისთვის კოხლეარული იმპლანტაცია ხელმისაწვდომი გახდება.
24 ივნისი 2026, 21:28
მსოფლიო
ზელენსკი: მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ბელარუსში არსებულმა რეტრანსლატორებმა, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დრონებით იერიშებისთვის იყენებდა, ფუნქციონირება შეწყვიტეს
მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ბელარუსში არსებულმა რეტრანსლატორებმა, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დრონებით იერიშებისთვის იყენებდა, ფუნქციონირება შეწყვიტეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
24 ივნისი 2026, 21:20
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიდი გრაუსთან.
24 ივნისი 2026, 21:11
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.
24 ივნისი 2026, 21:06
პოლიტიკა
გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის წევრი პოლ რაშვორთი „ქრონიკის“ ჟურნალისტზე: ვფიქრობ, სამარცხვინოა, რომ ამ მაუწყებლების წარმომადგენლები დღეს აქ, ამ შენობის ფოიეში იმყოფებოდნენ, მაშინ როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე დარბაზში ვმსჯელობდით
ვფიქრობ, სამარცხვინოა, რომ ამ მაუწყებლების წარმომადგენლები დღეს აქ, ამ შენობის ფოიეში იმყოფებოდნენ, მაშინ როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე დარბაზში ვმსჯელობდით, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის წევრმა პოლ რაშვორთმა „ქრონიკის“ ჟურნალისტთან დაკავშირებით.
24 ივნისი 2026, 20:59
საზოგადოება
თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა
თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუსტიციის მინისტრი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა. მინისტრმა ლი ჯუნჰუას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის ფორუმის ორგანიზების საკითხებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
24 ივნისი 2026, 20:35
პოლიტიკა
„პარტია, რომელიც თავმოყვარეა, არ უნდა წარმოადგენდეს იმ კოალიციას, სადაც მის ლიდერს დედას აგინებენ“ - სააკაშვილის პარტიაში შიდა დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება
მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი - ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიაში ოფიციალურად გაწევრებამდე, ნაცმოძრაობას ღიად აკრიტიკებს და თავმოყვარეობასაც უწუნებს. ჟორჟოლიანის რიტორიკას პარტიის ძველი სახეები უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ ბევრი არაფერი იცის. სააკაშვილის პარტიაში მორიგი შიდა დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება.
24 ივნისი 2026, 20:29
მსოფლიო
შედგება თუ არა რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანება? - რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატის გადაწყვეტილება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტს რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატის მხარდაჭერა აქვს. ეს შუალედური გადაწყვეტილებაა. ინიციატივა რომ აღსრულდეს, მას სენატის მხარდაჭერა სჭირდება.
24 ივნისი 2026, 20:28
პოლიტიკა
მსჯელობა გაფართოების საკითხზე საქართველოს გარეშე - მმართველი გუნდის შეფასებით, ევროკავშირის მიდგომა და ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოს მიმართ პოლიტიკური შანტაჟია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროსაბჭოს რეზოლუციაც და დისკუსია გაფართოების შესახებ საქართველოს გარეშე მმართველი გუნდისთვის შანტაჟის და წნეხის მორიგი მაგალითია. ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.
24 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
ევროსაბჭოს რეზოლუცია. დეტალები „ქრონიკაში“
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ცოტა ხნის წინ დაიწყო საქართველოს კრიტიკული მორიგი რეზოლუციის განხილვა. მოთხოვნები ნაცნობი და უცვლელია. მათ შორის, კონკრეტული პატიმრების გათავისუფლება, ბრიუსელისთვის მიუღებელ ქართულ კანონებზე უარის თქმა.
24 ივნისი 2026, 20:20
სამართალი
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმე გახსნილია - კვალი ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მიდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფსიქოტროპული წამლებით უკანონოდ ვაჭრობა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის და ამავე უწყების თანამდებობის პირის მონაწილეობით - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 53 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმე გახსნა.
24 ივნისი 2026, 20:18
სამართალი
გამამტყუნებელი განაჩენი, ფინანსური სანქცია და საპროცესო შეთანხმება - მორიგი სასამართლო პროცესი 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. საპროცესო შეთანხმება კიდევ 12 ბრალდებულთან გაფორმდა.
24 ივნისი 2026, 20:12
საზოგადოება
„საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობა” – გიორგი გვარაკიძის ანგარიში პარლამენტში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირველად პარლამენტში - გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კანონმდებლებთან მოხსენებით მივიდა. გვარაკიძემ გასული წელი შეაჯამა. სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე მეტჯერ ნარკოტიკულ დანაშაულზე დაიწყო.
24 ივნისი 2026, 20:10
საზოგადოება
13 ძირითადი მოხმარების პროდუქტი და 12 ქსელური მარკეტი - დღეიდან მომხმარებელი სპეციალურ ფასებს ელექტრონულად, ერთ სივრცეში გაეცნობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
13 ძირითადი მოხმარების პროდუქტი და 12 ქსელური მარკეტი. დღეიდან მომხმარებელი ელექტრონულად, ერთ სივრცეში გაეცნობა სპეციალური ფასებს. საოჯახო კალათი ყოველ კვირას განახლდება.
24 ივნისი 2026, 19:50
მსოფლიო
Euronews: უნგრეთის მხრიდან განახლებული წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა შეეცვალა გეგმები და ახლა ზაფხულის არდადეგებამდე უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ხუთი კლასტერის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლასტერის გახსნას გეგმავს
უნგრეთის მხრიდან განახლებული წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა შეეცვალა გეგმები და ახლა ზაფხულის არდადეგებამდე უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ხუთი კლასტერის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლასტერის გახსნას გეგმავს, - წერს Euronews-ი.
24 ივნისი 2026, 19:40
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზერ ხვარეშია წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა ახლად დანიშნულ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა, ხოლო, იმერეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, რამაზ თათარაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
24 ივნისი 2026, 19:17
მსოფლიო
რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება
რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარტია SOS რუმინეთის პარლამენტარებმა წარადგინეს, ოთხშაბათს დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება, რომელიც ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 19:14
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.
24 ივნისი 2026, 18:52
მსოფლიო
EUobserver: ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს
ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს, - წერს გამოცემა EUobserver-ი.
24 ივნისი 2026, 18:46
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოებისა და მეურნეობების საქმიანობას გაეცნო.


