imedi /  24 ივნისი 2026, 19:17 / სანდო წყარო

რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება

რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარტია SOS რუმინეთის პარლამენტარებმა წარადგინეს, ოთხშაბათს დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება, რომელიც ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.

საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში 14 აპრილს შევიდა და მიიღო უარყოფითი დასკვნა მთავრობისგან, ასევე უარყოფითი მოსაზრებები დეპუტატთა პალატის იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტებისგან.

ოთხშაბათს, საკანონმდებლო წინადადება დეპუტატთა პალატამ ავტომატურად მიიღო 45-დღიანი ვადის გადაცილების გამო, კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების შესაბამისად. ის სენატს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, წარედგინება ინიციატივის სახით, იმის გათვალისწინებით, რომ პლენარულ სხდომაზე დებატები არ გამართულა.

ინიციატივის თანახმად, რუმინეთის პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანების შესახებ.

News.ro-ს ცნობით, პროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ რუმინეთის პარლამენტი ადასტურებს თავის ერთგულებას ჰელსინკის ეუთოს დასკვნითი აქტის დებულებებისადმი, რომელიც აღიარებს საზღვრების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით შეცვლის შესაძლებლობას.

ამასთან, ის ავალდებულებს ქვეყნის მთავრობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გადაუდებელი მოლაპარაკებები მოლდოვის ხელისუფლებასთან გაერთიანების დასასრულებლად.

ამ კანონის მიღებისა და „ოფიციალურ გაზეთში“ გამოქვეყნების შემდეგ, შესაბამისი საერთაშორისო ორგანოები, მოლდოვას მთავრობა, აშშ, ნატო, გაერო და ევროკავშირი ინფორმირებულნი იქნებიან კანონის დებულებების განხორციელების თაობაზე, ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2026, 20:18

სამართალი

გამამტყუნებელი განაჩენი, ფინანსური სანქცია და საპროცესო შეთანხმება - მორიგი სასამართლო პროცესი 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. საპროცესო შეთანხმება კიდევ 12 ბრალდებულთან გაფორმდა.

24 ივნისი 2026, 20:12

საზოგადოება

„საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობა” – გიორგი გვარაკიძის ანგარიში პარლამენტში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პირველად პარლამენტში - გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კანონმდებლებთან მოხსენებით მივიდა. გვარაკიძემ გასული წელი შეაჯამა. სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე მეტჯერ ნარკოტიკულ დანაშაულზე დაიწყო.

24 ივნისი 2026, 20:10

საზოგადოება

13 ძირითადი მოხმარების პროდუქტი და 12 ქსელური მარკეტი - დღეიდან მომხმარებელი სპეციალურ ფასებს ელექტრონულად, ერთ სივრცეში გაეცნობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

13 ძირითადი მოხმარების პროდუქტი და 12 ქსელური მარკეტი. დღეიდან მომხმარებელი ელექტრონულად, ერთ სივრცეში გაეცნობა სპეციალური ფასებს. საოჯახო კალათი ყოველ კვირას განახლდება.

პეტერ მადიარი

24 ივნისი 2026, 19:50

მსოფლიო

Euronews: უნგრეთის მხრიდან განახლებული წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა შეეცვალა გეგმები და ახლა ზაფხულის არდადეგებამდე უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ხუთი კლასტერის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლასტერის გახსნას გეგმავს

უნგრეთის მხრიდან განახლებული წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა შეეცვალა გეგმები და ახლა ზაფხულის არდადეგებამდე უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ხუთი კლასტერის ნაცვლად, მხოლოდ ორი კლასტერის გახსნას გეგმავს, - წერს Euronews-ი.

24 ივნისი 2026, 19:40

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზერ ხვარეშია წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა ახლად დანიშნულ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა, ხოლო, იმერეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, რამაზ თათარაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

24 ივნისი 2026, 19:14

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

24 ივნისი 2026, 18:52

მსოფლიო

EUobserver: ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს

ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს, - წერს გამოცემა EUobserver-ი.

24 ივნისი 2026, 18:46

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოებისა და მეურნეობების საქმიანობას გაეცნო.

24 ივნისი 2026, 18:36

პოლიტიკა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 83 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.

24 ივნისი 2026, 18:34

ეკონომიკა

IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:33

რეგიონი

დავით სონღულაშვილი ბაღდათში ღვინის მარნის „ლაბარა“ საქმიანობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარე ღვინის მარან „ლაბარაში“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

24 ივნისი 2026, 18:29

ეკონომიკა

IMF: ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია - ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე, რაც ნაწილობრივ უფრო ძლიერი სავალუტო რეზერვების არსებობით არის განპირობებული

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:28

პოლიტიკა

ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია: კრიტიკის ქარცეცხლში მორიგ ჯერზე გატარება არახალია ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის

კრიტიკის ქარცეცხლში მორიგ ჯერზე გატარება არახალია ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ.

24 ივნისი 2026, 18:27

მსოფლიო

ჯანმოს დირექტორის განცხადებით, ევროპაში დაფიქსირებული ანომალიური სიცხეები ჯანმრთელობისთვის საშიშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ევროპაში მიმდინარე ძლიერი სიცხეების ფონზე, რეგიონის ლიდერებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

24 ივნისი 2026, 18:27

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:24

ეკონომიკა

IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:21

საზოგადოება

ქეთი მელაძე: კულტურულ გიდებზე კვოტა ნულოვანია, მოთხოვნას აბსოლუტურად ვართმევთ თავს

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული.

24 ივნისი 2026, 18:18

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: ევრობიუროკრატები მიხვდნენ, რომ იმდენად ძლიერად მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ კონკრეტული პარტიის, ან პოლიტიკოსის მხარდაჭერა შედეგს ვერ გამოიღებდა და გადავიდნენ პოლიტიკურ ზეწოლაზე ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებით, რასაც დღეს ვუყურებთ

რასაკვირველია თინა ბოკუჩავას ჩამოლაბორანტება დიდი დანაკლისი იქნება მისი პარტიისთვის; მას საგარეო მიმართულებით თავისი ლობისტები ჰყავდა, რომლებიც ეხმარებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას და ძალიან სწორი იყო ხელისუფლება, როდესაც ამბობდა, რომ მათი ჩართულობით იყო მცდელობები საქართველოს იმიჯი საერთაშორისო დონეზე დაზიანებულიყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ.

24 ივნისი 2026, 18:16

მსოფლიო

უკრაინული მედია: პარასკევს, ევროკავშირი შეეცდება დაარწმუნოს უნგრეთი, არ დაბლოკოს უკრაინისთვის კლასტერების გახსნის შესახებ წერილი

პარასკევს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფი (COELA) ხელახლა განიხილავს უკრაინისთვის 2-6 კლასტერების სკრინინგის შედეგების შეფასების საკითხს, რომელიც 23 ივნისს უნგრეთმა შეაფერხა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჯგუფი ევროკავშირს შესთავაზებს უკრაინას გაუგზავნოს წერილი თითოეულ კლასტერთან დაკავშირებით მოლაპარაკების პოზიციის წარდგენის მოწვევით, რათა დაიწყოს მათი გახსნის შესახებ განხილვა. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ ევროკავშირის ორმა ჩინოვნიკმა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ორმა დიპლომატმა განუცხადა.