Bloomberg: ევროპისა და რუსეთის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინაში ომის დასრულების გზებზე ვენაში არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს
ფოტო: iStock
გასულ თვეში ვენაში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნები შეხვდნენ, რათა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების მიზნით შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობები განეხილათ. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ტიმ ბაროუ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მარკუს ედერერი და გამოცდილი ფრანგი დიპლომატი პიერ ვიმონი. წყაროებმა, კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნის ვინაობის გამხელაზე უარი თქვეს.
ტიმ ბაროუს Bloomberg-ის კომენტარის მოთხოვნაზე არ უპასუხია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, ხოლო გერმანიის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ „აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ“ და ის „ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ან მასთან კოორდინაციით არ ჩატარებულა“.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ძალისხმევას უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, თუმცა ყოფილი ოფიციალური პირების საქმიანობაზე მთავრობა კომენტარს არ აკეთებს.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Bloomberg-ის კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა.
არაფორმალური დიპლომატიური ძალისხმევა, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნები და ანალიტიკური ცენტრები მონაწილეობენ, საერთაშორისო პრაქტიკაში იშვიათი არ არის. მსგავსი შეხვედრები, როგორც წესი, კერძო ინიციატივის ფარგლებში იმართება, ოფიციალური მანდატის გარეშე და ექსპერტების დონეზე მიმდინარე დისკუსიების ფორმატს წარმოადგენს.
ე.წ. მეორე არხის დიპლომატიის (Track Two Diplomacy) მიზანია იდეებისა და წინადადებების გაცვლა, რომლებიც მომავალში შესაძლოა ოფიციალური დიპლომატიური არხების მეშვეობით განიხილონ, წერს სააგენტო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ივლისში ბაქოშიც გაიმართა გერმანიისა და რუსეთის ყოფილი ოფიციალური პირების შეხვედრა, სადაც უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობები განიხილეს.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ვენაში შეხვედრა შვეიცარიაში დაფუძნებული ორგანიზაციის Centre for Humanitarian Dialogue (HD) ინიციატივით გაიმართა. ორგანიზაცია საკუთარ თავს „კონფლიქტების ფარული, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედიაციის პიონერად“ მოიხსენიებს. მარკუს ედერერი და პიერ ვიმონი HD-ის დირექტორთა საბჭოს წევრები არიან.
ორგანიზაციის განცხადებით, ის „ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს დიალოგის ისეთ ინიციატივებს, რომლებიც კონფლიქტებისა და ადამიანური ტანჯვის შემცირებას შეუწყობს ხელს“. HD-ის განმარტებით, მსგავსი პროცესები ხშირად კონფიდენციალურად მიმდინარეობს, რადგან ისინი, როგორც წესი, ოფიციალური ხელისუფლებების უშუალო მონაწილეობის გარეშე ხორციელდება.
Bloomberg-მა ივნისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის სამი უმსხვილესი სახელმწიფო - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია (ე.წ. E3) - უკრაინასთან ერთად კრემლთან პირდაპირი კონტაქტის დამყარების გზებს განიხილავდნენ, რათა უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობები შეექმნათ.
წყაროებმა არ დააკონკრეტეს, გაიმართა თუ არა ვენის შეხვედრა სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში. თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ლონდონი ამ ძალისხმევას მიესალმებოდა, ხოლო მეორე წყაროს თქმით, პარიზი შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო.
E3-ის ძალისხმევის პარალელურად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას ერთ-ერთმა მთავარმა მრჩეველმა მიმდინარე წლის დასაწყისში კრემლთან კონტაქტი დაამყარა, რათა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან არაფორმალური საკომუნიკაციო არხი შეექმნა. თუმცა, Bloomberg-ის წყაროების თქმით, ამ მცდელობას ჯერჯერობით კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.
ამასთან, გაურკვეველია, რამდენად მზად არის ვლადიმირ პუტინი ევროპელ ლიდერებთან დიალოგისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა მათ არაერთხელ დასდო ბრალი უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმების ხელშეწყობაში.
ყველა სიახლე
19 სექტემბერი 2026, 18:38
ეკონომიკა
თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა „ფერმერის დღე 2026“-ს უმასპინძლა
„ფერმერის დღე 2026“, რომელსაც თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას ისახავდა.
19 სექტემბერი 2026, 18:11
პოლიტიკა
ნატა ფერაძესა და გიორგი ჩუბინიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება
ოპოზიციის აქტივისტ ნატა ფერაძესა და გერმანიაში მცხოვრებ აქტივისტ გიორგი ჩუბინიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება. კერძოდ, გერმანიაში მყოფმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა გიორგი ჩუბინიძემ, ასევე გერმანიაში მყოფ ნატა ფერაძეს ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივლა. ჩუბინიძე წერს, რომ ფერაძე ისევ განაგრძობს სიძულვილის ენით საჯარო შეურაცხყოფას, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტი შესაძლოა ისევ გამოიყენოს. ეთანხმება კანონს, რომ შეურაცხყოფა ევროპაში ისჯება.
19 სექტემბერი 2026, 17:45
ეკონომიკა
გაეროს ტურიზმის გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის შედეგად ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში 2027 წელს გასამართავი ფორუმი დაიგეგმა
ციფრული ეკოსისტემისა და ტურიზმის განვითარება - გაეროს ტურიზმის გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ, რომელსაც კონკრეტული ხელშესახები შედეგიც მოჰყვა.
19 სექტემბერი 2026, 17:38
საზოგადოება
„ცივილიზებულ სამყაროში ნორმალურ, განვითარებულ ადამიანს არ უნდა ესმოდეს, რომ ბავშვებისთვის ასეთი დამამცირებელი რამ, რაც მან დაწერა, სრული დისკრიმინაციაა?! - შედეგი ნამდვილად გვაქვს და ღირდა მილიონებიც“ - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები „ნაცმოძრაობის“ აქტივისტს პასუხობენ, რომელმაც მათ შვილებს „ჯუჯა ბავშვები“ უწოდა
„აღშფოთებულები ვართ მშობლები. მის ასეთ ქმედებას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას ორგანიზაცია „პატარა ადამიანები საქართველოდან“ დამფუძნებელი ლია შალვაშვილი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტ დარინა მიქელაძის პოსტს.
19 სექტემბერი 2026, 17:30
რეგიონი
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა
მოძრაობა შეიზღუდა აღმაშენებლის ქუჩაზე. დატბორილ ტერიტორიებზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით არსებული სანიაღვრე ქსელი და სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს და გამტარუნარიანია.
19 სექტემბერი 2026, 17:23
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და აქტივისტ გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას მედიასთან ეხმიანება. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტული ფაქტით რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ.
19 სექტემბერი 2026, 16:57
მსოფლიო
The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა, წერს გამოცემა The American Conservative.
19 სექტემბერი 2026, 16:10
მსოფლიო
POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება
გერმანია ბენზინსა და დიზელზე გადასახადს ლიტრზე 17 ევროცენტით შეამცირებს. შესაბამისი ღონისძიებების პაკეტის ღირებულება 2,5 მილიარდი ევრო იქნება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
19 სექტემბერი 2026, 16:04
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც
„როდესაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალი შემოდის, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, შენდება, ვითარდება ეკონომიკა და იზრდება ქვეყნის შესაძლებლობები. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება სწორედ ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის აღმშენებლობაა”, - ამბობს ექსპერტი დავით ჩიხელიძე და ქვეყანაში ინვესტიციების მიმართ საზოგადოებაში წარმოქმნილ შიშზე წერს.
19 სექტემბერი 2026, 15:41
კულტურა
ქართული და ევროპული კინოს სახეები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან
დღეს 18.00 საათიდან სტუმრებს წითელ ხალიჩაზე ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში ელოდებიან. პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს.
19 სექტემბერი 2026, 15:38
კულტურა
კულტურის განვითარების ფონდმა „მესმა“ თბილისის ისტორიულ უბანში ახალი სახელოვნებო სივრცე გახსნა
დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე XIX საუკუნის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ღონისძიება დავით ევგენიძის მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნა.
19 სექტემბერი 2026, 15:37
კულტურა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნით კონცერტებს თბილისი მასპინძლობს
ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე 7 დაუვიწყარი კონცერტით აღინიშნება. „ღამის სერენადები“ კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაგრძელდა. კონცერტში მონაწილეობდნენ ფესტივალის მთავარი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი
19 სექტემბერი 2026, 15:33
ჯანდაცვა
„თეორიიდან კლინიკურ წარმატებამდე“ - თბილისში მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია იმართება
სპეციალისტები ერთმანეთს კლინიკურ გამოცდილებას გაუზიარებენ, თანამედროვე სამედიცინო მიდგომებსა და პრაქტიკაში დანერგილ სიახლეებს განიხილავენ, მათ შორის თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვან მიმართულებებს, დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მიდგომებს. ღონისძიებაში მონაწილეებს, უწყვეტი პროფესიული განვითარების 12 ქულა მიენიჭებათ.
19 სექტემბერი 2026, 15:30
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებზე: თუ დაკავებულები აღიარებენ ბრალს და დანაშაულს გაითავისებენ, აუცილებლად გამოიცემა ჰუმანური აქტი. შესაბამისად, ჰუმანურად მიუდგება სახელმწიფო და გათავისუფლდებიან
თუ დაკავებული ადამიანები აღიარებენ ბრალს და დანაშაულს გაითავისებენ, აუცილებლად გამოიცემა ჰუმანური აქტი. შესაბამისად, ჰუმანურად მიუდგება სახელმწიფო და გათავისუფლდებიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ძალადობრივ აქციებზე, მათ შორის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტების შეფასებისას.
19 სექტემბერი 2026, 15:29
თავდაცვა
სანაპირო დაცვის საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში ნატოს მობილურმა საწვრთნელმა ჯგუფმა სწავლება ჩაატარა
ლექციები მოიცავდა საზღვაო ოპერაციების უსაფრთხოების, ნავსადგურის დაცვისა და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხებს. სწავლება სანაპირო დაცვასა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ემსახურება
19 სექტემბერი 2026, 15:12
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დასრულდა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დასრულდა გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც, ოფიციალური სტუმრის რანგში, წელს, პირველად მონაწილეობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე.
19 სექტემბერი 2026, 15:06
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოინანიებს, ვინც დაინახავს საკუთარ შეცდომას და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს
რა თქმა უნდა, სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოინანიებს, ვინც დაინახავს საკუთარ შეცდომას და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ძალადობრივ აქციებზე, მათ შორის, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შესახებ.
19 სექტემბერი 2026, 14:58
კულტურა
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ინდუსტრიულ ბაზრობაში მონაწილეობდა
ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა, ლევან დვალმა საერთაშორისო პარტნიორებთან ქართული კინოს საერთაშორისო პოპულარიზებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა.
19 სექტემბერი 2026, 14:55
მსოფლიო
პუტინის განცხადებით, ბირთვული ტრიადა რუსეთის სუვერენიტეტის გარანტიას წარმოადგენს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის უმთავრეს გარანტად ბირთვულ ტრიადას ასახელებს და აცხადებს, რომ მისი გაძლიერება შეიარაღების ახალი სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტია.
19 სექტემბერი 2026, 14:47
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის" აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე: მაინტერესებს, ის ჯუჯა ბავშვები დაიზარდნენ ბოლოს? ამდენი მილიონებით ვაფინანსებთ
„ნაცმოძრაობის" აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მათ „ჯუჯა ბავშვებს" უწოდებს.


