რა აკავშირებს მინდია გოგოჭურს ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმესთან. ვიდეო
თბილისში, ვერაზე 16 იანვარს მომხდარი სისხლიანი გარჩევის მთავარი ბრალდებულს გიორგი ადუაშვილს დამამძიემებელ გარემობებში განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
"4-5 ჭრილობა აქვს ფეხზე, იდაყვის ქვეშ მთავარ არტერიაზე აქვს დარტყმული უნდა მომკვდარიყო თუ უნდა დაცლილიყო სისხლისგან არ ვიცი რაშია საქმე, ვერ გავერკვიე ამ სიტუაციაში. კეთილი ბიჭია, მაგრამ ისეთ კამპანიაში მოხვდა ალბათ რომ ესე რავიცი, ვერ გეტყვით", - ამბობს გიორგი ადუაშვილის ბებია ლია იოსელიანი.
კამპანია, როგორც თავად უწოდებს, მინდია გოგოჭური და მისი სამეგობროა. ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი სიძე, რომლის სახელსა და გვარასაც 16 იანვარს ქალაქის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევა დაუკავშირეს.
მომხდარი იმავე დღესვე ორ დაჯგუფებას შორის წარსულში დაწყებულ კონფლიქტს დაუკავშირეს. "იმედის კვირის" ინფორმაციით, ზურაბ კუჭავა, რომელსაც გამოძიების ცნობით, გიორგი ადუაშვილმა ესროლა, ექსპრეზიდენტის სიძესთან მინდია გოგოჭურსა და მის სამეგობროსთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრია.
დაპირისპირებას ორ დაჯგუფებას შორის გამორიცხავს ადუაშვილის ადვოკატი სალომე მესხი. ის ამბობს, რომ ადუაშვილი უდანაშაულოა. კითხვაზე სად და რატომ მიიღო ადუაშვილმა მრავლობითი დაზიანებები, სალომე მესხს პასუხი არ აქვს.
"ამის შესახებ ჩვენთვის უცნობია, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ მას ჩვენება არ მიუცია , არ ჩემთან არ უსაბრია ამ თემაზე", - ამბობს ადვოკატი.
სისხლიან გარჩევას იმავე დღეს წინ უძღოდა კიდევ ერთი ინციდენტი. ერთ-ერთი ვერსიით, ერთმანეთს ზურაბ კუჭავა და გიორგი ადუაშვილი დაუპირსპირდნენ. ამ დაპირისპირების დროს ადუაშვილი დაშავდა. სასამართლოზე გადაღებულ კადრებშიც ჩანს, რომ გიორგი ადუაშვილს ფიზიკური ანგარიშწორების კვალიც ეტყობა.
ტარიელ კაკაბაძე კონსტანტინე ჯორბენაძის ადვოკატია. ჯორბენაძე ტატიშვილის ქუჩაზე იმ მანქანაში იჯდა, საიდანაც გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ადუაშვილი ზურაბ კუჭავას მიმართულებით ისროდა. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
კუჭავას მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ადუაშვილთან ერთად ჯორბენაძე სასამართლომ პარასკეს პატიმრობაში დატოვა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი დაუნახავს. ტარიელ კაკაბაძის თქმით, ამას ადასტურებს მოწმე, რომელიც დაპირისპირების დროს მანქანას მართავდა.
"იმედის კვირის" ინფორმაციით, კუჭავა და ადუაშვილი ვერა-მთაწმინდის ერთმანეთთან დაპირისპირებული წრეების სხვადასხვა მხარეს არიან. გიორგი ადუაშვილი ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის სიძის მინდია გოგოჭურის სამეგობროს წევრია, ხოლო 31 წლის ზურაბ კუჭავა მინდია გოგოჭურთან დაპირისპირებული დავით კაჭარავასი, რომელიც 19 დეკემბერს იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და სასამართლო განაჩენის მოლოდინშია.
პირველი ღია დაპირისპირება სამეგობრო წრეებს შორის 22 ნოემბერს სოლოლაკში რესტორან "მეიდანთან" მოხდა. ამ ამბიდან 4 დღეში 26 ნოემბერს მინდია გოგოჭურს თავს დაესხნენ და მისი მიმართულებით რამდენჯერმე ისროლეს. ის დაჭრას ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა.
არაერთ კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებს დავით კაჭარავას ძმა, თორნიკე კაჭარავაც, რომელიც, მისი ძმისგან განსხვავებით, გოგოჭურის მეგობარია. ამჟამად ისიც პატიმრობაშია, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნაკოდანაშაულის ბრალდებით. მას ბრალი 2011 წელს 24-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ახალგაზრდა მამაკაცის სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობის ფაქტზე, თუმცა 2015 წელს უზანაესმა სასამართლომ მას 2015 წელს პირველი ინსტანციის სასასმართლოს განაჩენი გააუქმა. სანდრო გოგბერაშვილის ოჯახი მაშინ ამტკიცებდა, რომ მათი შვილს არა კაჭარავამ, არამედ ზურაბ ტარყაშვილმა ესროლა, რის გამოც გოგბერაშვილის მამამ ზურაბ ტარყაშვილი რუსთაველის გამზირზე მოკლა.
თამილა კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მინდია გოგოჭურმა ესროლა მის შვილს პირველი ტყვია 2011 წლის ოქტომბერში. მისი შვილის მკვლელობისთვის სამი ადამიანი დააკავეს. კოჭლამაზაშვილის თქმით გამოძიებამ გოგოჭურის საბრალდებო სკამზე დასასმელად არაფერი გააკეთა. მისი მტკიცებით, სათვალთავლო კამერებით გადაღებულ კადრებში, პიროვნება, რომელიც იარაღს აგდებს მინდია გოგოჭურია.
მინდია გოგოჭური არაერთხელაა დაკავებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის. ის დაჯარიმდა და გათავისუფლდა პირობითი სასჯელით. მისი სახელი და გვარი უკავშირდება არაერთ სისხლის სასმართლის საქმეს, რომელთაგან ერთი დღემდე გაუხსნელია.
მის მეგობარს, ვერაზე 16 იანვარს მომხდარი სისხლიანი გარჩევის მთავარ ბრალდებულს გიორგი ადუაშვილს დამამძიმებელ გარემობებეში განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-დან 14-მდე პატიმრობა ემუქრება.
ადუაშვილის თანხლებ კონსტანტინე ჯორბენაძეს კი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინელობაში ედება ბრალი. ბრალდებულთა წინა სასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 00:06
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე: როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ... სექტაა, აბა რა არის ეს?!
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თეა ადეიშვილმა და სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ ირაკლი კობახიძის უცხო ენების ცოდნა და აქცენტი დაიწუნეს.
25 სექტემბერი 2026, 23:31
სპორტი
სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი მონაწილეობს, აქედან 16 ქართველი პარაძიუდოისტია.
25 სექტემბერი 2026, 22:42
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა
საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
25 სექტემბერი 2026, 22:03
სპორტი
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა. ირლანდიელებმა გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლოს, დამატებულ დროში, მე-9 წუთზე შეძლეს.
25 სექტემბერი 2026, 21:47
კულტურა
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „იმედზე“ ყოველ პარასკევს განახლებული პროექტი - „ქართული ხალხური“ გავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „ქართული ხალხური“ „იმედზე“ - პროექტის მთავარი გმირები ათი სხვადასხვა რეგიონიდან მომღერალი ოჯახები იქნებიან, მათ კი სხვადასხვა ანსამბლი და სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები შეუერთდებიან.
25 სექტემბერი 2026, 21:44
საზოგადოება
პარლამენტის წევრები ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა მარტვილში, ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
25 სექტემბერი 2026, 21:39
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან.
25 სექტემბერი 2026, 21:30
საზოგადოება
„მობილურ იუსტიციის სახლს“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნიდერლანდებში გამართულ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე, პროექტი ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 134 პროექტს შორის გამოარჩიეს. ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.
25 სექტემბერი 2026, 21:05
სამართალი
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული - სუსის სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული. სუსმა სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში ჩაატარა.პროკურატურამ ორივე დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.
25 სექტემბერი 2026, 21:05
რეგიონი
სენაკის სპორტკომპლექსს კალათბურთის ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეს ის არის, რაზეც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრების დროს ისაუბრეს. კალათბურთელებს დღეს ვარლამ ლიპარტელიანი შეხვდა.
25 სექტემბერი 2026, 20:55
საზოგადოება
მარტვილში ჭყონდიდელობა აღნიშნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიურ და სახალხო დღესასწაულზე სამეგრელოში ჩავიდა კათოლიკოს პატრიარქი. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების და ქადაგების შემდეგ, შიო მესამემ სასულიერო პირები მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
25 სექტემბერი 2026, 20:52
საზოგადოება
ნოდარ დუმბაძის მეუღლე შვილის გვერდით, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს
ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა დღეს ვაკის სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მის ხსოვნას პატივი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილებმა მიაგეს.
25 სექტემბერი 2026, 20:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის შეფასება ოპოზიციურ პროტესტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პროტესტს აფასებს და პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ ანალიზს ეხმიანება, რომელშიც შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ყოველდღიურ და ერთსახოვან საპროტესტო აქციებზე საუბრობს, ოპოზიციის ამ მცირერიცხოვან ჯგუფს კი, „ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად“ მოიხსენიებს.
25 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
ვის და რას ეხვეწება ეკა გიგაური - ანტისახელმწიფოებრივ განცხადებად შეფასებული საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარის მოხსენება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანტიქართული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს - ასე აფასებენ თბილისში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიაზე ეკა გიგაურის გამოსვლას.
25 სექტემბერი 2026, 20:37
პოლიტიკა
ოპოზიცია შერიგების პოლიტიკის წინააღმდეგ - ნიკა გვარამიას უცვლელი რიტორიკა, რომელიც მიზანმიმართულ კამპანიად შეფასდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როცა ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივებსა და შერიგების პოლიტიკაზე საუბრობს, ნიკა გვარამია ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ცდილობს - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ოპოზიციონერის განცხადებებს აფხაზეთთან დაკავშირებით.
25 სექტემბერი 2026, 20:35
პოლიტიკა
დეზინფორმაცია, რომელსაც ოფიციალური სტატისტიკა აბათილებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები ისევ მტკიცებულებების გარეშე და მიღებული ახალი დავალება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ნარკორეალიზატორების მფარველობასა და სხვადასხვა დროს მომხდარ მკვლელობებში ადანაშაულებს, თუმცა მტკიცებულებები არ აქვთ.
25 სექტემბერი 2026, 20:29
პოლიტიკა
მკაფიო და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული - გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მკაფიო და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული - ასე ფასდება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე.
25 სექტემბერი 2026, 20:21
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეაზე და შეხვედრები ნიუ-იორკში. „ქრონიკის“ სიჟეტი
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობის გრძელვადიანი მნიშვნელობა და ამ კონტექსტში მიმართვა აფხაზ და ოს თანამოძმეებს, რეგიონული უსაფრთხოება და შუა დერეფანი, ეკონომიკური ზრდა, მულტილატერალიზმი და საერთაშორისო თანამშრომლობა, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დამყარებული პარტნიორობა - ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გზავნილებზე, თითქმის ათ წუთიან გამოსვლაში ისაუბრა.
25 სექტემბერი 2026, 20:20
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეები“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი პერსპექტივების შექმნა.
25 სექტემბერი 2026, 20:10
სპორტი
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 7500 ბავშვი ესწრება
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის პირველ შეხვედრას მართავს. გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს მასპინძლობს.


