საფრანგეთის, გერმანიის, შვეციარიის და შვედეთის ელჩებს გიორგი გახარიასთან შეხვედრა სურთ
პასკალ მენიე
ფოტო: Facebook
საფრანგეთის, გერმანიის, შვეციარიისა და შვედეთის ელჩები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოითხოვენ. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ დღეს მედიასთან გერმანია-საფრანგეთის დღეების ფარგლებში კავკასიის ფრანგულ სკოლაში ვიზიტისას ისაუბრა.
პასკალ მენიეს განმარტებით, ქართველებს, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, რეალურად მოტივაცია არ აქვთ: „მათ მოტივაცია ეკონომიკურია და ამიტომ ლტოლვილის სტატუსს არ იმსახურებენ"
ელჩი ამბობს, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან განიხილება დამატებითი ზომები:
„შენგენის ზონაში რამდენიმე ქვეყანა, საფრანგეთი, შვედეთი, გერმანია, საბერძნეთი და შვეიცარია დგანან მწვავე და გაზრდილი გამოწვევის წინაშე როგორიცაა თავშესაფრის მაძიებლების გაზრდილი რაოდენობა. თუ მაგალითად ავიღებთ საფრანგეთს, ვიზალიბერალიზაციამდე თვეში ჰქონდა ორასამდე ქართველი აპლიკანტის განცხადება, რომლებიც ჩამოდიოდნენ საფრანგეთში და ითხოვდნენ პოლიტიკურ თავშესაფარს. თანხმობის სტატისტიკა იყო 7%. ძირითადად ვაკმაყოფილებთ ისეთ ხალხს, რომლებიც არიან ლგბტ თემის წარმომადგენლები ან ისეთი პირები, რომლებიც განიცდიან პოლიტიკურ დევნას. ვინაიდან საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, მიზეზი არ რჩება იმისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა იყოს. რაც მოხდა ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა და 2017 წელს მიაღწია 600, 2018 წლის დეკემბერში 1000. საფრანგეთი არის გულისხვი ქვეყანა, მაგრამ მივესალმებით ისეთი ადამიანების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნას, რომლებიც მართლა არიან დევნის მსხვერპლი. ასეთები არიან სირიის და ავღანეთის მოქალაქეები."
საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელი ადამიანები არიან საქართველოდანაც: „მაგრამ საქართველო ქეისად არ გამოდგება, რადგან პოლიტიკურ დევნაზე მეტად პრობლემაა ეკონომიკური მიგრაცია, რომელიც არალეგალურია. ასეთ ხალხს ჩვენ უკან ვაბრუნებთ თვითმფრინავით. არ გვინდა რომ ასეთი პრაქტიკა გაგრძელდეს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან განვიხილავთ დამატებით ზომებს რაც უნდა იქნას მიღებული ამ პრობლემასთან საბრძოლველად. ჩვენ გვინდა რომ გვყავდეს ტურისტები, ჩვენ ასევე მივესალმებით ლეგალურ იმიგრაციას, ვცვლით რეგულაციებს სტუდენტებთან მიმართებით და ნებას ვრთავთ დამატებით ერთი წელი დარჩნენ და იმუშაონ. ასევე გავცემთ სამუშაო ვიზებს 50 კატეგორიის პროფესიაზე.“
საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებით, სხვების გადაცდომების გამო. უდანაშაულო ხალხი არ უნდა დაისაჯოს: „შემაშფოთებელია, რომ ეს ხალხი დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან. ვფიქრობ ეს იმ ქსელის გადაცდომაა რომლის იმედადაც ჩამოდიან საფრანგეთში, რომ იპოვნიან სამსახური, მაგრამ მას შემდეგ რაც ვერ პოულობენ ასე მარტივად, იწყებენ ქურდობას და ხდებიან კრიმინალები.“
პასკალ მენიე ამბობს, რომ მისი შვედი კოლეგის თქმით, სტოკჰოლმში ქურდების 50% არიან ქართველები;
„ეს ქართველებს ძალიან ცუდ იმიჯს უქმნის. ვფიქრობ ეს ხალხი არიან ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლი. მოვუწოდებ ქართველებს, არ დაუჯერონ მათ და ნუ იფიქრებთ, ჩამოხვალთ საფრანგეთში და მიიღებთ პოლიტიკურ თავშესაფარს. პოლიტიკურ თავშესაფარს ვერ მიიღებთ, მაგრამ აღმოჩნდებით ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული. ვფიქრობ, როცა ქვეყანაა უსაფრთხო, თავშესაფრის მაძიებლების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენები დაბალია. დღეს საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 3 პროცენტია. გერმანიასა და შვეიცარიაში თითქმის 0. ვფიქრობ საფრანგეთშიც ეს მაჩვენებელი ნოლზე უნდა დავიდეს. ვფიქრობთ, რა ღონისძიებებით შეიძლება საქართველოსთან თანამშრომლობით ამ ტენდენციის შეჩერება. ეს ძალიან დამაზარალებელია ჩვენთვის. ინფორმაციის გაცვლის მიზნით, კონსულტაციებს გავდივართ საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და შვედეთის ელჩები ერთმანეთთან. ვაპირებთ მოვითხოვოთ შეხვედრა შს მინისტრ გიორგი გახარიასთან, რათა ეს სიტუაცია განვიხილოთ.“
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 17:53
რეგიონი
ქუთაისის მერიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ცაგარელმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
15 აპრილი 2026, 17:52
მსოფლიო
მოლდოვა დსთ-ს ოფიციალურად 2027 წლის 8 აპრილს დატოვებს
მოლდოვის ხელისუფლებამ დსთ-ს სამდივნოს, რომელიც ქალაქ მინსკში მდებარეობს, 8 აპრილს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად მიმართა, - განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ პოპშოიმ.
15 აპრილი 2026, 17:49
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.
15 აპრილი 2026, 17:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად და მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე
სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთში.
15 აპრილი 2026, 17:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ეკლესიის მიმართ, წლებია ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით, რა გაშავების კამპანია ჰქონდათ პატრიარქის წინააღმდეგ, მოსაყდრის წინააღმდეგ
„ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, წლებია ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით თუ რა გაშავების კამპანია ჰქონდათ პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ, მოსაყდრის წინააღმდეგ, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით.
15 აპრილი 2026, 17:26
მსოფლიო
მასუდ პეზეშკიანი: აშშ-ის და ისრაელის ნებისმიერი მცდელობა ირანს კაპიტულაცია აიძულოს, წარუმატებლობისთვისაა განწირული
ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ ამერიკისა და ისრაელის ნებისმიერი მცდელობა ირანს კაპიტულაცია აიძულოს, წარუმატებლობისთვისაა განწირული.
15 აპრილი 2026, 17:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, ახლა მორიგ სერიას უყურებს და ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა. წინა სერიაში ვენესუელაში მოხდა გარე ჩარევით პრეზიდენტის გაყვანა ქვეყნის მიღმა
„ოპოზიციას თავი კინოში ჰგონიათ, ყველაფერს უყურებენ, როგორც კინოს და თავს თვლიან ამ კინოს მონაწილეებად. ეს არის გარკვეული სახის აშლილობა, რომელიც მათ სჭირთ. ისინი ხდებიან თანამონაწილენი სხვაგან მიმდინარე პროცესებისა და წყდებიან რეალობას. ამდენი წელია ვერ მიხვდნენ, რომ ეს არის ის გზა, რომლითაც ამომრჩევლის გულს იგებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
15 აპრილი 2026, 17:22
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა გაეროს ელჩებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და სამომავლო რეფორმების, აგრეთვე მასშტაბური სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
15 აპრილი 2026, 17:17
პოლიტიკა
მაიკლ ო’ფლაერტი ოძისსა და წეროვანში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ოძისს ეწვია. მაიკლ ო'ფლაერტიმ ასევე დაათვალიერა სოფელ წეროვნის დევნილთა დასახლება. კომისარი ადგილზე გაეცნო ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას.
15 აპრილი 2026, 16:55
მსოფლიო
Financial Times: BBC რადიკალური რეორგანიზაციის ფარგლებში 2 ათასი ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, BBC რადიკალური რეორგანიზაციის ფარგლებში, ყოველი მეათე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 16:48
რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 16:45
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს
ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ეკლესიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადება.
15 აპრილი 2026, 16:28
კულტურა
ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევრის გამოფენა - „ფიროსმანი“ გაიხსნა
ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევრის გამოფენა - „ფიროსმანი“ გაიხსნა.
15 აპრილი 2026, 16:26
მსოფლიო
ტრამპი: ჩინეთი ძალიან ბედნიერია იმით, რომ მე ჰორმუზის სრუტეს სამუდამოდ ვხსნი. პრეზიდენტი სი ჩამეხუტება, როცა რამდენიმე კვირაში მასთან ჩავალ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩინეთი ძალიან ბედნიერია იმით, რომ ის ჰორმუზის სრუტეს სამუდამოდ ხსნის. ტრამპის განცხადებით, ამის გამო ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მას ჩაეხუტება.
15 აპრილი 2026, 16:26
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა როგორც საქართველოში, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
15 აპრილი 2026, 16:24
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთადერთი, რაც შეუძლიათ შეჯერდნენ, ჩამოყალიბდნენ და თქვან, რომ ეროვნული ღირებულებები არის უპირველესი, რომ სამშობლო არის პირველი და ამის შემდეგ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს მათი
ჩვენი ოპოზიცია რადიკალურად განსხვავებულია პეტერ მადიარისგან. ჩვენი ოპოზიცია აქცენტს აკეთებდა ეკლესიის, ჩვენი ღირებულებების შელახვაზე და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაზე, მერამდენედ წაიტეხეს ცხვირი, მიუხედავად იმისა რომ მილიონობით დაფინანსება ჰქონდათ, არ გამოვა გამორიცხულია, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
15 აპრილი 2026, 16:21
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: თუ ქვეყნის შიგნით ერი არ გიდგას გვერდით, გამორიცხულია, ვინც არ უნდა გაფინანსოს - ახლა ქმნიან ახალ სტრატეგიებს, პლატფორმებს, რაღაც სიგიჟეებს იგონებენ, იგივე მდინარეში შედიან
ასი მაკედონელი გვერდში რომ ამოგიდგეს, თუ შენ, ქვეყნის შიგნით ერი არ გიდგას გვერდით, გამორიცხულია, ვინც არ უნდა გაფინანსოს და მერამდენედ წაიმტვრიეს ცხვირ-პირი, ახლა ქმნიან ახალ სტრატეგიებს, პლატფორმებს, რაღაც სიგიჟეებს იგონებენ, იგივე მდინარეში შედიან, - ასე აფასებს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, ოპოზიციის მორიგ მცდელობებს.
15 აპრილი 2026, 16:18
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
15 აპრილი 2026, 16:14
პოლიტიკა
სეფაშვილი: ხშირად ვისმენთ დიასპორის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ საკონსულოს მომსახურებები ისეთი ოპერატიულობით არ ხორციელდება, როგორიც სასურველი იქნებოდა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ციფრული მომსახურების დანერგვა კარგი იქნება
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებზე და მათ საჭიროებებზე. სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ემიგრანტებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ციფრული სერვისები, რომლებიც დაეხმარება სამშობლოსთან კონტაქტის შენარჩუნებაში:
15 აპრილი 2026, 16:13
მსოფლიო
მედია: თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში სროლა იყო. დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 20 ადამიანი
თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის აისერ ჩალიქის სახელობის საჯარო სკოლაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და უმისამართო სროლა დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.


