სობოტკა: საქართველო კარიბჭეა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში
ავსტრიაში ვიზიტი
ფოტო: ირაკლი კობახიძე
ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის პირველი პალატა) პირველი პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილს გამოთქვამს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება ხელს შეუწყობს სტაბილურობას სამეზობლოში, რაც ორივე მხარისთვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს“. განაცხადა სობოტკამ ორშაბათს, ვენაში თავის კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდგომ. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
სობოტკამ განსაკუთრებული ყურადღება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მდებარეობაზე გაამახვილა „შესასვლელი კარიბჭე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“ და დაახასიათა საქართველო, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის „მოწინავე“ ქვეყანა. ასევე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეინარჩუნოს რეფორმების პროგრესი.
ავსტრიის ეროვნული საბჭოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას ტრადიციულად მჭიდრო საპარლამენტო ურთიერთობები და ფართო ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებთ, რის დასტურიც 2016 წელს თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა გახლავთ.
სავაჭრო ურთიერთობები, წინა წელთან შედარებით 60%-ით გაიზარდა, ასევე არსებობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი, განსაკუთრებით ტურიზმისა და განათლების სფეროში.
დღეს საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), რომელიც 2011 წლიდან საქართველოში საქმიანობს და რომლის ერთ-ერთ სამიზნე ქვეყანა სწორედ საქართველოა, ოთხი ეკონომიკური მისია აქვს.
ირაკლი კობახიძის და ქართული დელეგაციის ვიზიტი ავსტრიაში 26 თებერვალს დასრულდება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ლელა ქებურია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 10:06
საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 09:56
რეგიონი
ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა
ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული და სამხატვრო გამოფენები, წიგნის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური რეალობის საშუალებით ტყიბულის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.
31 აგვისტო 2026, 09:50
მსოფლიო
მარინ ლე პენი: ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს
ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.
31 აგვისტო 2026, 09:44
მსოფლიო
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს.
31 აგვისტო 2026, 09:38
მსოფლიო
ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს
ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 09:32
სპორტი
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.
31 აგვისტო 2026, 09:28
რეგიონი
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის მსვლელობისას 7 მრავალშვილიანი დედა დაჯილდოვდა აფხაზეთის 7 ქალაქიდან. ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალშვილიანი დედების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას.
31 აგვისტო 2026, 09:23
რეგიონი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. დღის განმავლობაში სადღესასწაულო სივრცეში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
31 აგვისტო 2026, 09:19
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია, მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა
ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
31 აგვისტო 2026, 09:10
რეგიონი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.
31 აგვისტო 2026, 08:59
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება. ხოლო საშემოდგომო სესია ხვალ 1 სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება.
31 აგვისტო 2026, 01:32
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით
რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 00:17
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
30 აგვისტო 2026, 22:41
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 21:54
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.
30 აგვისტო 2026, 21:49
საზოგადოება
ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
30 აგვისტო 2026, 21:18
სპორტი
გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 21:12
სპორტი
ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 18:20
მსოფლიო
ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.
30 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება
ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.


