მაია ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია, რიკოთის მაგისტრალი მოვაქციოთ იმ საერთაშორისო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით
ფოტო: საქართველოს მთავრობა
რიკოთის მონაკვეთი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის გავლასაც საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება და შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რიკოთის მაგისტრალი მოვაქციოთ იმ საერთაშორისო მაგისტრალისთვის საჭირო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, რიკოთის უღელტეხილზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ გორგი გახარიასთან ერთად. რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, პირველი, 180 მეტრიანი გვირაბის გაჭრის სამუშაოები დაათვალიერა.
მისი თქმით, ორ მონაკვეთზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის, რომელიც დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო მაგისტრალებს ევროპულ საერთაშორისო მაგისტრალს, რომელიც ჩინეთიდან ევროპამდე გრძელდება. რიკოთის მონაკვეთი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის გავლასაც საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რიკოთის მაგისტრალი მოვაქციოთ იმ საერთაშორისო მაგისტრალისთვის საჭირო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით. 51 კილომეტრიანი მონაკვეთია მთლიანად. ორ მონაკვეთზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. დარჩენილ მონაკვეთებზე სამობილიზაციო სამუშაოებია. მთლიანობაში ვგეგმავთ, რომ 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულია ბევრი ქართველი მუშა, მათ შორის, ადამიანები, რომლების ცხოვრობენ მიმდებარე სოფლებში. 5000 კაცი იყო დასაქმებული 2019 წელს. მას შემდეგ, რაც აქტიურ ფაზაში შევიდა დამატებითი ორი მონაკვეთი, ეს რაოდენობა 10 000 კაცამდე გაიზრდება და აქედან 70-80% ქართველი პერსონალია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მათ აძლევთ შემოსავლის წყაროს და ასევე დამატებით უნარ-ჩვევებს, რაც გამოადგებათ სამომავლოდ სამშენებლო სექტორში წარმატებით დასაქმებისათვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამჟამად პირველი გვირაბის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს, შემდგომი ორი კვირის განმავლობაში კი იგეგმება ასევე ორი გვირაბის გაჭრა.
„ჩვენ დღეს გვქონდა საშუალება, გვენახა პირველი გვირაბის გაჭრის სამუშაოები რიკოთის მონაკვეთზე. შემდგომი ორი კვირის განმავლობაში იგეგმება ასევე ორი გვირაბის გაჭრა. ძალიან ბევრი გვირაბი და ხიდი გვაქვს ამ მონაკვეთზე. ეს მონაკვეთი არის საინჟინრო ნაგებობებით ყველაზე ძლიერად დატვირთული. ძალიან საინტერესოა საინჟინრო გამოწვევებითაც. ჩვენ გვქონდა საშუალება, კოვიდის ინფექციამდე სტუდენტებისთვის გვეჩვენებინა მშენებლობის პროცესი, პრაქტიკაში გვეჩვენებინა მათთვის ის თეორიული ცოდნა, რომელსაც ისინი იღებენ უნივერსიტეტებში და შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ფონი მოგვცემს ამის საშუალებას, ამ პრაქტიკასაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ყველა სიახლე
25 მაისი 2026, 18:10
საზოგადოება
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა
მარიამ ლაშხის თქმით, პროექტი „გმირის დღე“ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას, ქვეყნის ისტორიის გაცნობასა და ეროვნული გმირების დაფასებას ემსახურება.
25 მაისი 2026, 18:10
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ზოგადად, მთავრობა მშვიდობიანი აქციის ჩატარების წინააღმდეგი არასდროს იქნება
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ „დღის ქრონიკაში" ისაუბრა.
25 მაისი 2026, 18:06
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: რასაც ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალყურს არის ის, რომ ოპოზიცია არის იმპულსური და არა თანმიმდევრული, თავის განცხადებებშიც და საქციელებშიც. ხშირ შემთხვევაში მათი განცხადებები განსხვავდება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისგან, ან პირიქით
ჩვენ ვუყურებთ, რომ ოპოზიციის ალიანსში არის რამდენიმე ლიდერი, რომელთა განცხადებებიც აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ საბოლოოდ ყველა მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციაზე საუბრისას.
25 მაისი 2026, 18:06
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციას სხვა პოზიცია აქვს და პოზიცია არის შემდეგი - ის საქართველოს უდგება, როგორც პარტნიორს და არა რომელიმე პატარა ქვეყანას, რომლის დაჩაგვრის სურვილიც ჰქონდა ამ შემთხვევაში წინა ადმინისტრაციას
წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციას სხვა პოზიცია აქვს და პოზიცია არის შემდეგი - ის საქართველოს უდგება, როგორც პარტნიორს და არა რომელიმე პატარა ქვეყანას, რომლის დაჩაგვრის სურვილიც ჰქონდა ამ შემთხვევაში წინა ადმინისტრაციას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.
25 მაისი 2026, 18:04
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისა და დაინტერესებული პირების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის ვადები, წესრიგდება ხარვეზის დადგენისა და ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინების შეჩერების პროცედურები, ზუსტდება მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმების განხილვისა და შეთანხმების ეტაპები.
25 მაისი 2026, 18:01
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ოპოზიციას თითქოს ეშინია, რომ „ქართული ოცნება“ დალაგდება ამერიკულ მხარესთან. რაც პოზიტიურია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ის არ არის პოზიტიური ოპოზიციისთვის
რაც პოზიტიურია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის, ის არ არის პოზიტიური ოპოზიციისთვის. მათ დროა გაუსწორონ თვალი იმას, რომ ისინი, რასაც აკეთებენ, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის მთლიანად ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის წინსვლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციის სპეკულაციებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტს უკავშირდება.
25 მაისი 2026, 17:34
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პროკრედიტ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, KIU-ს ტერიტორიაზე ელექტრომობილების დამტენი სადგურები დამონტაჟდა. სადგურები KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, პროკრედიტ ბანკის გენერალურ დირექტორთან, ალექსი მატუასთან ერთად გახსნა. ღონისძიებას უნივერსიტეტისა და ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.
25 მაისი 2026, 17:28
მსოფლიო
რომის პაპმა ხელოვნური ინტელექტის განვითარება ბაბილონის გოდოლის მშენებლობას შეადარა
რომის პაპმა ლეო XIV-მ გამოაქვეყნა პირველი დიდი ენციკლიკა Magnifica humanitas, სათაურით „ადამიანის დაცვის შესახებ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. თავის გზავნილში მან მსოფლიო მთავრობებს მოუწოდა, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება და მკაცრად დაარეგულირონ ეს სფერო.
25 მაისი 2026, 17:26
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კანდელაკის „კვლევაზე“: კანდელაკის და ვუდსონის როლი არის ერთადერთი - რაც შეიძლება მაქსიმალურად დააზიანონ საქართველო და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა
კანდელაკის და ვუდსონის როლი არის ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მაქსიმალურად დააზიანონ საქართველო და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
25 მაისი 2026, 17:23
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გიორგი კანდელაკის კვლევა, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
25 მაისი 2026, 17:21
სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
25 მაისი 2026, 17:19
მსოფლიო
კრაკოვის მერი რეფერენდუმის გზით გადააყენეს
Politico წერს, რომ ამ რეფერენდუმით პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს სერიოზული დარტყმა მიადგა, რადგან კრაკოვის მოსახლეობამ მიშალსკის წინააღმდეგ მემარჯვენე პარტიების კამპანიას დაუჭირა მხარი.
25 მაისი 2026, 17:15
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც კოდექსის 1439 მუხლის (ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინება) მე-7 ნაწილის ამოღებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა.
25 მაისი 2026, 17:14
მსოფლიო
იტალიის მოთხოვნის შემდეგ, ევროკავშირი ისრაელის უსაფრთხოების მინისტრის დასანქცირების საკითხს განიხილავს
იტალიამ ასევე ოფიციალურად სთხოვა ევროკავშირს ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხის განხილვა სთხოვა. ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა, ირლანდიამ, ესპანეთმა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.
25 მაისი 2026, 17:05
საზოგადოება
სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისიდან აღდგება
საქართველოს ინფრასტრუქტუირის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2026 წლის 26 მაისს, 14:00 საათიდან აღდგება, ხოლო სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - 28 მაისიდან.
25 მაისი 2026, 17:04
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მინურ პაქსაძის უფლებამოსილების ცნობას 12 ხმით მხარი დაუჭირა
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის - მინურ პაქსაძის უფლებამოსილება კანონმდებლებმა 12 ხმით ცნეს.
25 მაისი 2026, 17:00
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადი განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და თანამშრომელთა ზღვრული ოდენობის შესახებ განიხილა, რომელიც სხდომაზე საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა წარადგინა.
25 მაისი 2026, 17:00
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: კატეგორიულად ვითხოვ, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი „აბრაამის შეთანხმებებს“ და თუ ირანი გააფორმებს ხელშეკრულებას ჩემთან, დიდი პატივი იქნება, რომ ისინიც გახდნენ ამ უპრეცედენტო მსოფლიო კოალიციის ნაწილი
„ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც ეს დიდი, მაგრამ მუდმივად კონფლიქტში მყოფი ქვეყნები ოდესმე მოაწერენ ხელს. მას წარსულში ან მომავალში ვერაფერი გადააჭარბებს. ამიტომ, მე კატეგორიულად ვითხოვ, რომ ყველა ქვეყანამ დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი „აბრაამის შეთანხმებებს“ და თუ ირანი გააფორმებს ხელშეკრულებას ჩემთან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დიდი პატივი იქნება, რომ ისინიც გახდნენ ამ უპრეცედენტო მსოფლიო კოალიციის ნაწილი. ახლო აღმოსავლეთი იქნებოდა გაერთიანებული, ძლიერი და ეკონომიკურად მტკიცე, ისე, როგორც შესაძლოა არცერთი სხვა რეგიონი მსოფლიოში! ვთხოვ ჩემს წარმომადგენლებს, დაიწყონ და წარმატებით დაასრულონ ამ ქვეყნების უკვე ისტორიულ „აბრაამის შეთანხმებებში“ გაწევრიანების პროცესი“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.
25 მაისი 2026, 16:54
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პარლამენტსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასოციაციაში მიმდინარე სიახლეებს, დაგეგმილ პროექტებს და სამომავლო გეგმებს. საუბარი ასევე შეეხო კანონშემოქმედებით პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობის მნიშვნელობას.
25 მაისი 2026, 16:39
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა.


