გიორგი გახარია: არავის არაფერს ვუმტკიცებთ, ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ჩვენი მიზანია ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი, ევროპული სახელმწიფო
გიორგი გახარია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ზესტაფონის ინდუსტრიალიზაციის გაძლიერებაზე საუბრისას, რაც პირდაპირ ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, არ უნდა დაგვავიწყდეს ეკოლოგია და აქ უნდა ვიპოვოთ ის ბალანსი, როდესაც სამუშაო ადგილებიც გვჭირდება, საექსპორტო პროდუქციაც და მეტალურგიაც, მაგრამ არა იმის ფასად, რომ ჩვენი მომავალი თაობა და მოხუცები დაავადდნენ ეკოლოგიურად მძიმე ვითარებით. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს მაღალი ხარისხის კომპეტენცია, რომ დავაკმაყოფილოთ ეკოლოგიური სტანდარტებიც და ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი მანგანუმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენისას, ზესტაფონში განაცხადა.
პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ ზესტაფონი ყოველთვის გამორჩეული იყო საქართველოში, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და აქ საუბარი არ არის მხოლოდ მეტალურგიაზე. მისი თქმით, ზესტაფონი ასევე საკმაოდ კარგად იყო განვითარებული ელექტროენერგეტიკის, კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ბევრი სხვა მიმართულებით.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა პირველ რიგში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შექმნას შეუწყოს ხელი.
„ზესტაფონი ყოველთვის გამორჩეული იყო საქართველოში, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მეტალურგიაზე. ზესტაფონი ასევე საკმაოდ კარგად იყო განვითარებული ელექტროენერგეტიკის, კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ბევრი სხვა მიმართულებით.
ზესტაფონი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, როგორც სატრანსპორტო კვანძიც, თუმცა დღეს სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ჩვენ ზესტაფონში გვაქვს, ეს არის სამუშაო ადგილები.
მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაშიც ეს ქალაქი ყოველთვის ძლიერი იყო, სადღაც რაღაც კომპეტენციები დავკარგეთ, სადღაც კონკურენტულ გარემოს ვერ გავუძელით და დღეს ვართ იქ, სადაც ვართ. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ზესტაფონის ინდუსტრიალიზაციის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, რაც პირდაპირ ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, არ უნდა დაგვავიწყდეს ეკოლოგია და აქ უნდა ვიპოვოთ ის ბალანსი, როდესაც სამუშაო ადგილებიც გვჭირდება, საექსპორტო პროდუქციაც და მეტალურგიაც, მაგრამ არა იმის ფასად, რომ ჩვენი მომავალი თაობა და მოხუცები დაავადდნენ ეკოლოგიურად მძიმე ვითარებით. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს მაღალი ხარისხის კომპეტენცია, რომ დავაკმაყოფილოთ ეკოლოგიური სტანდარტებიც და ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი მანგანუმი.
ფეროშენადნობი დღესაც ძირითადი საექსპორტო პროდუქტია. ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის ბალანსს ფეროშენადნობთა ქარხანა ასწორებს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდეგი ნაწილია ელექტროენერგეტიკა და ზესტაფონის, როგორც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გამაერთიანებლის, გადამცემის სატრანზიტო ფუნქცია უაღრესად მნიშვნელოვანია. ასევეა სოფლის მეურნეობაც. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შექმნას შევუწყოთ ხელი,“- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურასა და რიკოთის უღელტეხილზე. მისი თქმით, რეგიონში მსგავსი სირთულის საინჟინრო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა და 4 წელში თბილისიდან ზესტაფონში ჩასვლას სულ რაღაც 2 საათი დასჭირდება.
„ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს პანდემიაა. ზესტაფონში საკმაოდ კარგად მიდიოდა ტურისტული ნაკადებიც, გზიდან გამომდინარე, მაგრამ აქაც ცოტა გაგვიჭირდა და ყველამ ერთად პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, დავიცვათ ჩვენი ახლობლები, პირველ რიგში - მოხუცები, დავაკმაყოფილოთ, გავითვალისწინოთ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ ამ ეკონომიკურ კრიზისსაც სწრაფად გავუძლოთ და ყველაზე კარგი, სწრაფი აღდგენა გვქონდეს აქ, საქართველოში, რისი შესაძლებლობებიც მერწმუნეთ, გვაქვს.
მინდა, ორიოდე სიტყვა გითხრათ, რას შეცვლის ზესტაფონში რიკოთის უღელტეხილი. ყველამ კარგად იცით, ვინც მოძრაობთ საქართველოში, თბილისიდან დასავლეთში, ყველანი ხედავთ, რა მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. მერწმუნეთ, საერთოდ რეგიონში მსგავსი სირთულის საინჟინრო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა.
94 ხიდი, 56 გვირაბი, ურთულესი საინჟინრო ინფრასტრუქტურა კეთდება და 4 წელში უკვე თბილისიდან ზესტაფონში სულ რაღაც 2 საათი დაგვჭირდება, რაც რა თქმა უნდა, მობილობას გაზრდის. იმედია, უკვე Covid-19 დამარცხებული გვექნება და ეს მობილობა არ იქნება რისკი ინფექციის განვითარების თვალსაზრისით და ეს პირდაპირ იმოქმედებს ეკონომიკურ აქტივობებზე.
ჩვენ ყველანი ამ დროისთვის უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ შევძლოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა ზესტაფონში და ზოგადად, საქართველოში.
ჩვენ ყველანი ერთად ვშრომობთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ფიზიკური სისტემური ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ წესრიგში - გზა, წყალი, კანალიზაცია, გაზი, ელემენტარული, ცხოვრების ნორმალური პირობები რომ შევიქმნათ ჩვენთვის და მომავალ თაობას დავუტოვოთ. ფიზიკური სისტემური ინფრასტრუქტურის გარდა არის სხვა მიმართულებებიც, არა ფიზიკური, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი.
ბავშვებისთვის - განათლება, მოხუცებისთვის - პენსია და სოციალური დახმარება, ჯანდაცვის გამართული სისტემა, ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ღირსეულად ვიშრომოთ და ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. სწორედ ამიტომ დაიწყო სახელმწიფომ მთელი რიგი პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის დაკრედიტება, „დანერგე მომავალი“- ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ინიციატივის მქონე ქართველებს, ვისაც აქვთ შესაძლებლობა, გადადგან პირველი ნაბიჯი, მაქსიმალურად მივეხმაროთ. სწორედ ამიტომ, ზესტაფონში, თქვენს იუსტიციის სახლში ყველა ეს პროგრამა თავმოყრილია და თითოეულ ადგილობრივს შეუძლია მივიდეს, მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია და დაიწყოს საქმე. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი, მესმის, რომ ყოველთვის რთულია და ახალგაზრდა ადამიანსაც აქვს შიში, პირველი ნაბიჯი გადადგას, პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, ოჯახზე, შემდგომ უკვე მეზობელსა და ნათესავზე, მაგრამ მერწმუნეთ, სახელმწიფო იქნება თქვენს გვერდით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჰქონდეთ თანაბარი პირობები. მისივე თქმით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, სამართლიან პირობებში ადამიანს შეუწყოს ხელი, რომ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მისი ინიციატივა იყოს წარმატებული.
„ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნიჭიერ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა გადადგან პირველი ნაბიჯი, ღირსეულად არჩინონ ოჯახი, შექმნან ძლიერი ბიზნესი, იმისთვის, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ შეცვლის ბიზნესის როლს. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, ძლიერი, პირად ინიციატივაზე დაფუძნებული და ამ ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს თანაბარ პირობებში, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ადამიანი ცხოვრობს ზესტაფონში, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თუ სხვაგან. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად დაახლოებული, თანაბარი პირობები და სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, რომ სამართლიან პირობებში ადამიანს შეუწყოს ხელი,თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მისი ინიციატივა იყოს წარმატებული. ასე უნდა აშენდეს ძლიერი ზესტაფონი, ძლიერი რეგიონი და ძლიერი ქვეყანა
საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი და რა თქმა უნდა, ევროპული სახელმწიფო. ამ მიმართულებით, არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ არავის არაფერს ვუმტკიცებთ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და რაც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ.
მერწმუნეთ, რომ გამარჯვების შემდეგ, როდესაც მივაღწევთ საბოლოო მიზანს, ყველა იტყვის, რომ ამ საერთო საქმეში მასაც აქვს პატარა წვლილი შეტანილი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დღეს რა პოზიციაზე ან მხარეს არის. მთავარია, რომ ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ 31-შიც. ამიტომ, გამარჯვებას გისურვებთ სამართლიან ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ, რომ ბეჟან წაქაძეს, ახლა, აქ, ჩემი ქება და წარდგენა არ სჭირდება, აქაური კაცია, ჩემზე უკეთესად შეაფასებთ მას, ჩემზე უკეთესად იცით, რისი გამკეთებელია, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ეს ადამიანი იქნება ღირსეული ხმა ზესტაფონელების, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 23:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 23:04
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.
16 აპრილი 2026, 22:57
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.
16 აპრილი 2026, 22:48
მსოფლიო
ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.
16 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.
16 აპრილი 2026, 21:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:42
მსოფლიო
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.
16 აპრილი 2026, 21:36
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.
16 აპრილი 2026, 21:21
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.
16 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე
არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 21:02
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს.
16 აპრილი 2026, 20:59
პოლიტიკა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი - ამ თემების შესახებ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ისაუბრა. „ქრონიკი“ სიუჟეტი
ომების და არასტაბილურობის ფონზე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მარშრუტების საჭიროება დაადასტურა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმაც.
16 აპრილი 2026, 20:51
პოლიტიკა
საგარეო ჩარევა და მშვიდობა - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა. გზავნილები და ორმხრივი შეხვედრები - „ქრონიკა” სტამბოლიდან
სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. უხილავი გავლენების ეპოქა და ორმაგი სტანდარტები - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა.
16 აპრილი 2026, 20:43
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.
16 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 20:30
პოლიტიკა
რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ერთადერთი განმარტება და თავის მართლება პრობლემის ტექნიკურ ხარვეზად წარმოჩენას გულისხმობს, თუმცა საგულისხმოა, რომ ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სხვა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინფორმაცია განახლებადია.
16 აპრილი 2026, 20:28
საზოგადოება
ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის
გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის, - აცხადებს საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კვარაცხელია „ქრონიკასთან“.
16 აპრილი 2026, 20:21
პოლიტიკა
საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით, საჰაერო მარშრუტები არ უქმდება. საქაერონავიგაცია და ეკონომიკის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ოპოზიციასთან ერთად სკანდალურ ამბად წარმოაჩენენ.
16 აპრილი 2026, 20:19
საზოგადოება
ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორი აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაზე: როდესაც ვაკვირდებით ტელესკოპით, ის თეთრი კვალი, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს ამცირებს გამჭვირვალობას
ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორმა ბიძინა ჩარგეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეცნიერებმა აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მოითხოვეს.


