ირაკლი ჩიქოვანი: დადიანების სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს
ირაკლი ჩიქოვანი
ფოტო: კანდიდატის პრესსამსახური
ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება დადიანების სასახლეთა კომპლექსს მიენიჭოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა მისი წარდგენის დროს დადიანების სასახლეთა ეზოში განაცხადა.
კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, ჩიქოვანი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ,,ქართუს“ ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციისთვის.
„როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, არამხოლოდ განვითარებაზე ვფიქრობთ, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ჩვენს კულტურულ სიძლიერეზე.
ზუსტად აქ, ამ ქალაქში და ამ ადგილას არის ერთ-ერთი ის ევროპული ფესვი, საიდანაც აღმოცენდება ევროპული მომავალი, ზუსტად აქ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ტიპის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენი სტუმრები, ევროპელები შეძლებენ დაინახონ ჩვენთან კავშირი და ურთიერთობა.
ჩვენ გვაქვს უდიდესი სიმდიდრე და ეს სიმდიდრე არის ის სასახლეთა კომპლექსი, რომელიც არის აქ, ეს კომპლექსი ახლაც უნიკალურია ამიერკავკასიაში. ამ სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარა ფონდმა ,,ქართუმ,“ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ფონდ ,,ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ჩვენ გამოწვევად გვრჩება ბატონო პრემიერო, ბატონო კახი, ბატონო არჩილ, რეაბილიტაცია, რომელიც უნდა ჩაუტაროთ ეკატერინესეულ სასახლეს თქვენი თანხმობით, თქვენი თანამონაწილეობით. ჩვენ ამასაც გავაკეთებთ და შევძლეთ ჩვენი ნანატრი ოცნების ასრულებას და ამ სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. ეს განაცხადი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ეს სავსებით შესაძლებელია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლის დროს.
„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა.
ყველა სიახლე
25 ივნისი 2026, 11:18
პოლიტიკა
შეერთებული შტატების საელჩო: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, - ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 11:16
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ფიქციური ქორწინება გახდა დასჯადი, თუკი მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელის ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას
ფიქციური ქორწინება გახდა დასჯადი, თუკი მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელის ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
25 ივნისი 2026, 11:12
სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების შემცირების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმადაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევა.
25 ივნისი 2026, 11:09
პოლიტიკა
მალტე კაუფმანი PACE-ს რეზოლუციაზე: ეს იყო დაუბალანსებელი რეზოლუცია. ის სავსე იყო კრიტიკით, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც ასეთ რეზოლუციებს ვიღებთ, უნდა მივიღოთ ისიც, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია
„ეს იყო დაუბალანსებელი რეზოლუცია. ის სავსე იყო კრიტიკით, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც ასეთ რეზოლუციებს ვიღებთ, უნდა მივიღოთ ისიც, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდა. ახლა ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ქვეყნების შიდა საქმეებში. ასევე ბევრი საუბარი იყო იმ საკითხებზე, რაც საქართველოში გაკეთდა, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს ქვეყნების სუვერენული უფლებაა - თავად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები. ეს არის ერთ-ერთ მიზეზი, რის გამოც რეზოლუციის წინააღმდეგ მივეცი ხმა“, - განაცხადა კაუფმანმა.
25 ივნისი 2026, 11:09
მსოფლიო
მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს და ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით ამერიკა მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელაში დახმარებას აგზავნის.
25 ივნისი 2026, 11:07
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 267.0439 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (ფუძე), რომელიც რეალიზაციის მიზნით 622 შეკვრად დააფასოეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ქალაქ ზუგდიდში ბრალდებულების პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს და ამოიღეს.
25 ივნისი 2026, 11:03
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სექტორის განვითარების საკითხები, დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამები და ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილა.
25 ივნისი 2026, 10:50
მსოფლიო
აშშ-მა რუსეთის შვიდ მოქალაქეს და ორ გემს სანქციები მოუხსნა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის შვიდი მოქალაქე და ორი გემი სასანქციო სიიდან ამოიღო. შესაბამისი განკარგულება ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
25 ივნისი 2026, 10:21
სამართალი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს თბილისში, გურიაში, აჭარასა და კახეთში 20 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 10:19
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა დედამიწის უძველესი კრატერის ასაკი დაადგინეს
მანამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კრატერი დაახლოებით 3,47 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. სხვა გეოლოგები კი ამტკიცებდნენ, რომ ობიექტი პროტეროზოურ ერას მიეკუთვნება და მისი ასაკი 2,3-2,4 მილიარდი წელია. დავის გადასაჭრელად, პროფესორ კრისტოფერ კირკლენდის გუნდმა ცირკონების იზოტოპური შემადგენლობა შეისწავლა. ეს ცეცხლგამძლე კრისტალები წარმოქმნის მომენტიდან ინარჩუნებენ თავის თვისებებს, რაც მათი გარემომცველი ქანების გაჩენის დროის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
25 ივნისი 2026, 10:18
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს.
25 ივნისი 2026, 10:06
რეგიონი
ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
25 ივნისი 2026, 10:05
რეგიონი
მარნეულის მუნიციპალიტეტში 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მდებარე სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა. რეაბილიტირებული სატუმბი სადგური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.
25 ივნისი 2026, 10:01
მსოფლიო
POLITICO: ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს ნატოს სამიტში მონაწილეობის უფლება მისცა
ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი განჩინება გამოსცა, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტი პეტრ პაველი ივლისში ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 09:55
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განახლებულ პუბლიკაციას „უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე” აქვეყნებს.
25 ივნისი 2026, 09:50
კულტურა
გრიბოედოვის თეატრში ანსამბლ „ალილოს“ საიუბილეო საღამო გაიმართა
ანსამბლის შემოქმედების 25 წლის აღსანიშნავი კონცერტი, რომელსაც გასულ წელს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა, მსმენელთა თხოვნით, განმეორებით ჩატარდა. „ალილო“ ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი რეპერტუარითა და საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი სიმღერებით წარდგა. კონცერტში საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი, ბენდი და მაესტრო დავით მაზანაშვილი მონაწილეობდნენ.
25 ივნისი 2026, 09:47
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ახალციხის ციხეზე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა
ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე დებატები გამართეს. მონაწილე გუნდებმა საკმაოდ არგუმენტირებულად და დამაჯერებლად იმსჯელეს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. დებატები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
25 ივნისი 2026, 09:46
მსოფლიო
მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 09:43
რეგიონი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება
ჯიღაურაში, ზაქაროსა და ნავაზში. იგება ასფალტის საფარი, გარკვეულ ადგილებში ეწყობა სანიაღვრე არხები და წესრიგდება მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთები. შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წეროვნის დევნილთა დასახლებაშიც, სადაც პარალელურად, ივანე მაჩაბლის სახელობის სკვერის კეთილმოწყობაც გრძელდება.
25 ივნისი 2026, 09:39
კულტურა
ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს
ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" თამარ ქორიძის ხელმძღვანელობით ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს, რომლის სახელწოდებაცაა „მზისკენ’’და აგებულია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე.


