თელავში ბებიის მხრიდან ძალადობის გამო მოზარდს სამედიცინო დახმარება დასჭირდა
ფოტო: კახაბერ კუპატაძე
კიდევ ერთი ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა კახეთში. თელავის ერთ-ერთ სოფელში 10 წლის ბიჭს სავარაუდოდ ბებია ფიზიკურად გაუსწორდა.
არასრწულოვანი მიყენებული დაზიანებებით პოლიციის თანხლებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშიც მოხვდა. ექიმის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ბავშვს სახეზე და სხეულის სხვადასხვა ადგილზე დალურჯებები, ცხვირზე შეშუპება აღენიშნებოდა. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ პაციენტი სახლში გაწერეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვს სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს. შეტყობინება მათთან პარასკევს, 3 მაისს შევიდა. ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ბებიას უკვე განაშორეს და მასზე დროებით ზრუნვა მამიდას დაეკისრა.
imedinews-ის ინფორმაციით, არასრულწლოვანის მშობლები საქართველოში არ არიან, რის გამოც ბავშვი ბებიასთან იზრდებოდა.
სოციალურ მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ სავარაუდო მოძალადე ქალს 10 წლის ბიჭზე მეურვეობის კანონიერი უფლება არ ჰქონდა და მასზე მხოლოდ სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მინდობილობა იყო გაცემული.
ბებიის მიერ არასრულწლოვან ბიჭზე ძალადობის შესახებ imedinews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პირველ კომენტარს სკოლის დირექტორი აკეთებს. მაია ოთარაშვილი აცხადებს, რომ სკოლაში მოსულ ბავშვს სახის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
„ადრე იყო შემთხვევა, მაშინ ბავშვმა თქვა, რომ კატამ დაკაწრა. ბოლოს კი სპეცმასწავლებელმა შენიშნა, რომ ნაკაწრები ჰქონდა და ყურზე სისხლი აღენიშნებოდა. როგორცვე ეს შევამჩნიეთ დავრეკეთ პოლიციაში და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მერე ნათესავმა წაიყვანა ბიჭი თავისთან, ერთ-ერთ სოფელში. ახლა თავს კარგად გრძნობენ. დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს და ეს ბავშვები ბებია-პაპასთან იზრდებოდნენ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვია. ის კარგი ყოფაქცევით გამოირჩევა სკოლაში“, - განმარტა სკოლის დირექტორმა მაია ოთარაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.
ყველა სიახლე
23 აპრილი 2026, 14:37
მსოფლიო
შარლ მიშელმა ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა
ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა.
23 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მართალია, ბატონ ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ". ასე იყო უწინ, ასეა დღესაც
მართალია, ბატონ ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა “ჩახუტებით გავეგუდეთ", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
23 აპრილი 2026, 14:27
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ყველა სხვა შემთხვევისთვის, რომ ამ ქვეყანაში უცხო გავლენები არც ფარულად და არც ღიად, არ განხორციელდეს
მამუკა მდინარაძემ კონკრეტულად ისაუბრა, რომ ბლაჟევიჩის, როგორც უცხო ტრენერის მიმართ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და აღნიშნული საქმე მუშავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
23 აპრილი 2026, 14:22
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გადადგა, ყოველთვის წარმატებული იყო
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განსახორციელებელი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მნიშვნელობაზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
23 აპრილი 2026, 14:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის: თქვენ მიერ დასახულმა ნათელმა მომავალმა რაც მოუტანა ევროპას, კარგად ჩანს ბოლო 15-20 წლის მაგალითზე
წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც ადეკვატურად იქცევა და „ქართული ოცნების“ მიერ დანერგილ მოთმინების პოლიტიკას ატარებს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან დაკავშირებით.
23 აპრილი 2026, 14:16
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებით კოორდინაციის ეფექტურად, ყოველდღიურად და მიზანმიმართულად წარსამართავად, საჭირო გახდა სტრუქტურული და საკადრო ცვლილების გატარება
სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებით კოორდინაციის ეფექტურად, ყოველდღიურად და მიზანმიმართულად წარსამართავად, საჭირო გახდა სტრუქტურული და საკადრო ცვლილების გატარება, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
23 აპრილი 2026, 14:07
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა - მისი მოღვაწეობა არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა საკუთარი ცოდნითა და ერთგულებით განამტკიცოს ეროვნული იდენტობა და გაამდიდროს მსოფლიო მეცნიერება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
23 აპრილი 2026, 13:59
ეკონომიკა
აგროსექტორის მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა - „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარადგინა, რომელიც აგროსექტორის მხარდაჭერის განახლებულ და თანამედროვე მიდგომას ეფუძნება.
23 აპრილი 2026, 13:53
მსოფლიო
კიევში მომხდარი ტერაქტის გამო, უკრაინის რადაში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ
კიევში 18 აპრილს მომხდარი ტერაქტის გამო, უკრაინის უმაღლეს რადაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 13:46
საზოგადოება
გიორგი სოსიაშვილი: ივანე ჯავახიშვილმა ილია ჭავჭავაძის სულიერი მემკვიდრეობა გადაიბარა. ილიამ შექმნა საქართველო, ხოლო ამ ახალ საქართველოს ივანე ჯავახიშვილმა მეცნიერული სული, სუნთქვა შთაბერა
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.
23 აპრილი 2026, 13:29
მსოფლიო
Reuters: დანიაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა 17 ადამიანი
დანიაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 13:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
23 აპრილი 2026, 13:03
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა.
23 აპრილი 2026, 13:01
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას
23-24 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“.
23 აპრილი 2026, 12:50
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის საქართველოს ხელისუფლებაზე და რაც მთავარია, მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლა, რათა გამოიწვიონ მოსახლეობაში აგრესია, პოლარიზაცია და დაპირისპირება ხელისუფლების მიმართ
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე „რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“.
23 აპრილი 2026, 12:44
პოლიტიკა
პრემიერი: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ დასკვნებს და გეგმას - რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ
ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
23 აპრილი 2026, 12:39
მსოფლიო
აშშ-ში ისრაელ-ლიბანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება
ვაშინგტონი დღეს ისრაელ-ლიბანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდს უმასპინძლებს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 12:27
სამართალი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის: ქ. ბათუმი, ქიქავას 13) გამოავლინეს. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.
23 აპრილი 2026, 12:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
23 აპრილი 2026, 12:19
ეკონომიკა
პრემიერი: კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას
კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


