პროკურატურამ მიწის ნაკვეთების კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
ფოტო: გენერალური პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, ასევე პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
საქმეებზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2008 წელს სიმონ გუნცაძემ, შპს „იმერეთი X1”-გან შეიძინა თბილისში მდებარე 1000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რაზეც შედგა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, შპს „იმერეთი X1”-ის კუთვნილი სხვა მიწის ნაკვეთთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის სფეროში მოექცა და აღნიშნული ქონების სახელმწიფოსათვის დათმობის მიზნით მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება დაიწყო.
„მათი სისტემატური დაბარებით, მიწის ნაკვეთების დათმობის კატეგორიული მოთხოვნითა და უარის შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემებზე მინიშნებით, საბოლოოდ მიზანს მიაღწიეს და განხორციელდა აღნიშნული უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობა. განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, შპს „იმერეთი X1”-ის პარტნიორებმა და სიმონ გუნცაძემ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმეს საერთო ჯამში 1000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი, საიდანაც შპს „იმერეთი X1”-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 474 კვ/მ-ს, ხოლო სიმონ გუნცაძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი 526 კვ/მ-ს“, - აცხადებენ პროკურატურაში.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი მსჯავრდებულის, ნოდარ ამბარდანოვისა და შოთა კაკაურიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტები.
2011 წლის 31 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს ნოდარ ამბარდანოვი. 2011 წლის 22 დეკემბერს გორის რაიონული სასამართლომ ნოდარ ამბარდანოვის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაკავების ადგილზე არ მომხდარა დაკავების, პირადი ჩხრეკისა და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმების შედგენა. დადგენილი და დაკითხულნი იქნენ დაკავების უშუალო შემსწრე პირები, რომელთა ჩვენებებისა და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებობდა ნოდარ ამბარდანოვის დაკავების არალეგიტიმური ინტერესი. შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა მისი მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების ფლობის ფაქტი.
რაც შეეხება შოთა კაკაურიძეს, იგი გასამართლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2007 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სასამართლოში მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, მიესაჯა პირობითი სასჯელი 5 წლის ვადით და ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
შოთა კაკაურიძე გასამართლებული იქნა სს „ტრანსის“ ერთ-ერთი აქციონერის კუთვნილი 53,05%-იანი წილის, დოკუმენტებზე ხელმოწერების გაყალბების გზით, თაღლითურად მისაკუთრებისთვის.
ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის დანიშნული და მიღებული კომისიური ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა დოკუმენტებზე ხელმოწერების გაყალბების ფაქტი.
საქმეებზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ორივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 83 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 70 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 18 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად ცნეს 358 პირი, რომელთაგან 256 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 54,100,000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 08:33
პოლიტიკა
პაატა სალია შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან ეკონომიკურ და სოციალურ, ასევე პოლიტიკის საკითხებში და ორგანიზაციის სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთან.
16 აპრილი 2026, 08:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
16 აპრილი 2026, 08:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა. შალვა პაპუაშვილი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს.
16 აპრილი 2026, 08:00
პოლიტიკა
დღეს შალვა პაპუაშვილი სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს 10-ზე მეტი შეხვედრა ექნებათ, როგორც პირისპირ ფორმატში, ისე პლენარული დისკუსიების ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე კანდიდატი ქვეყნების და აზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს.
16 აპრილი 2026, 03:12
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყება: აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა უკანონო და არაეფექტურია
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ „ირანის ალყაში მოქცევა შეუძლებელია“, რაც პასუხია ტრამპის მიერ ამ კვირაში გამოცხადებულ ბლოკადაზე.
16 აპრილი 2026, 03:00
მსოფლიო
ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება.
16 აპრილი 2026, 02:40
მსოფლიო
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანთან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანთან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა აგრძელებს ოპერაციებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ და პარალელურად იწყებს მოლაპარაკებებს ლიბანთან.
16 აპრილი 2026, 01:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს აქვს ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად
საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი, ეთილსინდისიერად აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციები ეფექტიანად იყოს შესრულებული და ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული მათ გვერდის ასავლელად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
16 აპრილი 2026, 01:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უნგრეთს შორის, კიდევ უფრო განვითარდება და არანაირად არ გვექნება უკუსვლა ახალი ხელისუფლების პირობებში
ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა, ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყო საქართველოსთვის და ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. ზოგადად, საქართველოსა და უნგრეთს შორის ძალიან კარგი, მტკიცე, მეგობრული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, რომელსაც უკვე აქვს თავისი ინსტიტუციური ფორმა მიღებული, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას.
16 აპრილი 2026, 00:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, რათა ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ
ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან, მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში.
16 აპრილი 2026, 00:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ პერსონალური სანქციებიც გამოიყენეს. ეს მხოლოდ და მხოლოდ გვაძლიერებს, აძლიერებს იმ იდეას, რისთვისაც ვიღებთ ამ დარტყმას
ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ და იმდენი გაუგონარი რამ იქნა გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ პერსონალურ სანქციებიც გამოიყენეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა,"ღამის კურიერის" ეთერში.
16 აპრილი 2026, 00:48
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები
„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავის 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში".
16 აპრილი 2026, 00:46
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მშვიდობა და სტაბილურობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა აცნობიერებს, რომ „ქართული ოცნება“ ასჯერ ზომავს თითოეულ ნაბიჯს, იმისთვის, რომ საქართველოში ოდნავადაც არ გაიზარდოს უსაფრთხოების რისკები, ყველაფერს ვაზღვევთ
უნგრელმა ხალხმა გააკეთა არჩევანი. რა თქმა უნდა მივესალმებით უნგრელი ხალხის არჩევანს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 00:38
მსოფლიო
USA TODAY: პენტაგონი კუბაში შესაძლო სამხედრო ოპერაციებისთვის დაგეგმარების პროცესს ააქტიურებს
ამერიკული გამოცემა USA TODAY-სთვის ცნობილი გახდა, რომ კუბაში პენტაგონის შესაძლო ოპერაციისთვის სამხედრო დაგეგმარება აქტიურდება, იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქ ინტერვენციის ბრძანებას გასცემს.
16 აპრილი 2026, 00:33
პოლიტიკა
მაჭავარიანი: უსამშობლო, უღმერთო, ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად“
უსამშობლო, უღმერთო, ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 00:15
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში. 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს
ჩვენ ძალიან ბევრჯერ დაგვისვამს ეს შეკითხვა ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ 2012 წლიდან გვეძახიან რუსულ რეჟიმს, გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 00:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ვერავინ დაგვახევინებს უკან იმასთან დაკავშირებით, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მივიღოთ საქართველოში და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა
ევროკავშირმა იცის, რომ მიუხედავად მათი ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი დელეგაციის ვიზიტი, რომელიც წინა წლის 21 ნოემბერს იყო დაგეგმილი და ეს შეხვერდა ევროკავშირმა ჩაშალა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 00:01
მსოფლიო
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა.
15 აპრილი 2026, 23:53
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია - საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია
არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ადრე, სანამ პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
15 აპრილი 2026, 23:51
პოლიტიკა
პაატა სალია: რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს. გავაცანით ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც 23-25 ივნისს საქართველოში გაიმართება
სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ჩვენ ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს და გავაცანით დეტალური ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც გაიმართება 23-25 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.


