პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთი ყოფილი მსჯავრდებული გამართლდა, ასევე პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
ფოტო: გენერალური პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ყოფილი მსჯავრდებულის, ზურაბ აბზიანიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
ზურაბ აბზიანიძე 2007 წლის 16 მაისს დაკავებული იქნა ეჭვმიტანილის სახით და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. მასვე 2007 წლის 18 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 20 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ზურაბ აბზიანიძესთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წელი პირობითი მსჯავრი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით.
იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, 2005 წლის დეკემბრის თვეში ზ. აბზიანიძემ, იცოდა რა ქ. თბილისში არმაზის ქ. N3/5-ში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,არმაზის ქ. N3/5-ის მიერ წარმოებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ, განიზრახა თაღლითური გზით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად ზ. აბზიანიძე მითითებულ მისამართზე რამდენჯერმე შეხვდა ამხანაგობის თავმჯდომარეს ზ.მ-ს და მას გაეცნო, როგორც არქმშენინსპექციის თანამშრომელი, მაშინ როდესაც ამ დროისთვის არ მუშაობდა აღნიშნულ ორგანიზაციაში. ზ.აბზიანიძემ დაარწმუნა ზ.მ, რომ მისი მხრიდან ობიექტის მშენებლობის ხარისხის შემოწმების შემთხვევაში გამოვლენილი იქნებოდა სხვადასხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევები, რის გამოც ამხანაგობას შეექმნებოდა სერიოზული პრობლემები. ზ. აბზიანიძემ ზ.მ-ს შესთავაზა წინადადება, რომ იგი არ შეამოწმებდა მიმდინარე მშენებლობის ხარისხს, არ მოახდენდა გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას და მშენებლობასთან დაკავშირებით შეადგენდა დადებით დასკვნას, რის სანაცვლოდაც ზ.მ-ს უნდა გადაეხადა გარკვეული ოდენობის თანხა. ზ.მ მშენებლობის შეჩერებისა და მოსალოდნელი დაჯარიმების თავიდან აცილების მოტივით, დასთანხმდა ზ. აბზიანიძის შემოთავაზებას ფულის გადახდის თაობაზე და მას ქ. თბილისში სააკაძის მოედანთან არსებულ პროფკავშირის შენობის ერთ-ერთ ოთახში გადასცა 200 აშშ დოლარი.
ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზურაბ აბზიანიძე საერთოდ არ იცნობდა ზ.მ-ს, მას არასდროს შეხვედრია და არანაირი ფულადი თანხა არ გამოურთმევია. დაზარალებულ ზ.მ-ს ჩვენებით პირი, რომელიც მას აბზიანიძის სახელითა და გვარით გაეცნო იყო სხვა პირი, განსხვავდებოდა როგორც ასაკით, ისე გარეგნული ნიშნებით და ამოცნობის ჩატარების შემთხვევაში ის აღნიშნულ ფაქტს ჩვენებაში იმჟამინდელი გამოძიების დროსაც დაადასტურებდა. შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად ფაქტობრივად გამორიცხა ზურაბ აბზიანიძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2023 წლის 15 მარტს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის და მტკიცებულებების საფუძველზე, ზურაბ აბზიანიძის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, პროკურატურა, გამოძალვისთვის მსჯავრდებულ ნელი ნავერიანის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო.
ნელი ნავერიანი 2010 წლის 7 ივლისს სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა და 2010 წლის 9 ნოემბერს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, ნელი ნავერიანმა, შ. ჯ. - მ, დ. ჯ. -მ და ტ. ჯ.-მ ტურისტული ბაზა „უშბა“-ს მმართველს დ.ქ.-ს განუცხადეს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო ტურისტული ბაზა წარსულში მათ და მათ წინაპრებს ეკუთვნოდა, თუმცა უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნიათ. მსჯავრდების საქმის მიხედვით, ტურისტული ბაზის მართვის განხორციელებისა და ბაზაზე სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად აღნიშნულმა პირებმა დ.ქ. -ს ძალადობის მუქარით მათთვის 220 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. 2010 წლის 7 ივლისს დ.ქ. სასტუმრო „მესტიაში“ შ. ჯ. - ს, დ. ჯ. -ს და ტ. ჯ.-ს შეხვდა და მოთხოვნილი თანხის ნაწილი 70 000 ლარის ოდენობით გადასცა. აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა თანხის გადაცემის დროს, ხოლო ნელი ნავერიანი მის საკუთარ სახლში დააკავეს.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანი დ.ქ.-თან შეხვედრებისას მუდმივად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით წარმოშობილი დავის, სამართლებრივი ფორმით დარეგულირებასთან დაკავშირებით და ითხოვდა საქმეში ადვოკატების ჩართვას. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანი არ ესწრებოდა შეხვედრას, რომელზეც დ.ქ.-ს მიერ სხვა მსჯავრდებული პირებისათვის თანხის გადაცემა განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელახალი გამოძიების შედეგად სრულად გამოირიცხა ნელი ნავერიანის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
შესაბამისად, პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამოიტანა დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართავს.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 466 პირი, რომელთაგან 326 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 65 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 121 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 118 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.
28 აგვისტო 2026, 20:07
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.
28 აგვისტო 2026, 20:05
მსოფლიო
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.
28 აგვისტო 2026, 19:16
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.
28 აგვისტო 2026, 19:15
მსოფლიო
Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი
თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში რუსეთსა და ნატოს შორის დაპირისპირების შიშების გაქრობას ისახავდა მიზნად, როგორც ჩანს, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, - წერს Euronews-ი სტატიაში სათაურით „დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი“.
28 აგვისტო 2026, 19:12
სამართალი
მოქალაქე, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი
აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს მისი დაკავებისთვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
28 აგვისტო 2026, 18:40
მსოფლიო
„სრულიად მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ენას იყენებდეს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს დასცინა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაიტი წელს უკვე მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ფრანკ ვანდენბრუკეს დასცინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 18:37
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 18:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი აქციაზე დაკავებულთა შეწყალებაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიყენეს აქციების დროს
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს აგენტურა ასეთი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენეს ამ აქციების დროს იმისთვის, რომ შემდეგ საინფორმაციო ხმაური იყოს ატეხილი ამ ახალგაზრდების მეშვეობით“ განაცხადა მაჭავარიანმა.
28 აგვისტო 2026, 18:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 18:01
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა
დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად შორს არის საზოგადოების ნაწილი ელემენტარული ქრისტიანული აზროვნებისგან. პატრიარქ შიოს ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმიანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ, - წერს საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში.
28 აგვისტო 2026, 17:52
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება
სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ადგილზე აქტიურად მუშაობენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩართულია როგორც ცენტრალური გზების, ისე სხვა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდაში, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაღდათში განვითარებული სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ.
28 აგვისტო 2026, 17:33
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული
დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისა და გუნდისთვის გაკეთებული, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
28 აგვისტო 2026, 17:27
რეგიონი
ზვიად შალამბერიძე: ბაღდათში ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება
„მთელი ღამე და დღეს დილიდანაც, შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან, რომ ნებისმიერი მიმართულებით იმუშაონ და აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც წუხელ შეიქმნა. მინისტრთან და გუბერნატორთან ერთად ადგილზე სიტუაციას ვეცნობით. ასეულობით ადამიანს როგორც გაზმომარაგება, ასევე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ მომენტისთვის, ელექტროენერგია უმეტესი ნაწილისთვის ჩართულია. საღამოს თითქმის ყველა აბონენტს ჩაერთვება გაზმომარაგება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
28 აგვისტო 2026, 17:25
მსოფლიო
The Wall Street Journal: CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში პირადად დონალდ ტრამპმა გააგზავნა
The Wall Street Journal-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მოსკოვში პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააგზავნა.
28 აგვისტო 2026, 17:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული 10-წლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან მისი წასვლა დანაკლისია
„მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. მან არაერთხელ ახსენა, რომ არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება ამ ყველაფერსო, მაგრამ ისაუბრა ძალიან გულწრფელად. ძალიან გულწრფელი იყო თავის საუბარში. ვინც კი ამ ადამიანს იცნობს, დარწმუნდებოდა მის გულწრფელობაში. თავს მივცემ უფლებას და ვარ ძალიან ბედნიერი,რომ მას ჩემი უფროსი მეგობარი ვუწოდო. ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და მომავალშიც გვექნება“, - აღნიშნა გორდულაძემ.
28 აგვისტო 2026, 17:22
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით
ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის რუსეთში სტუმრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.


