imedi /  24 ივნისი 2020, 16:39 / სანდო წყარო

საქალაქო სასამართლოში დღეს ის პოლიციელები დაკითხეს, რომლებმაც საპატიმროში გიორგი რურუასგან დნმ აიღეს

ვასილ სამხარაძე

ვასილ სამხარაძე

საგამოძიებო ორგანომ სასამართლოს მიმართა და აღებული იყო განჩინება, რომ გიორგი რურუასგან დნმ-ის ნიმუში მოეპოვებიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი რურუას საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ განუცხადა.

საქალაქო სასამართლოში დღეს ის პოლიციელები დაიკითხნენ, რომლებმაც საპატიმროში რურუასგან დნმ აიღეს.

პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ რამე არსებით დარღვევას ჩხრეკისა და დნმ-ის აღების დროს ადგილი არ ჰქონია.

,,დღეს დაიკითხა დაცვის მხარის 5 მოწმე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ერთ-ერთ საგამოძიებო მოქმედებაში, რომელიც ჩატარდა მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. მოხდა მისი ნივთების ამოღება. აქ მნიშვნელოვანია, რატომ ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედება, რა უძღვოდა წინ გამოძიების ეტაპზე. თავდაპირველ ეტაპზე მოპოვებული იქნა პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასეოლი იარაღი, რომელზეც აღმოჩნდა დნმ-ის კვალი, თუმცა ვინაობა არ იყო დადგენილი. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანომ მიმართა სასამართლოს და აღებული იქნა განჩინება, რომ დნმ-ის ნიმუში მოპოვებულიყო გიორგი რურუასგან. მან უარი განაცხადა აღნიშნულ მოქმედებაზე და შემდეგში სასამართლოს მივმართეთ, რომ მისი პირადი ნივთები მოპოვებულიყო. ამ საგამოძიებო მოქმედებიდან მალევე გიორგი რურუამ ნებაყოფლობით მოგვცა ნერწყვის ნიმუში და გამოძიებამ არ ჩათვალა საჭიროდ, 3 იანვარს ამოღებული ნივთები მასზე ჩატარებული ექსპერტიზები აღარ წარმოედგინა სასამართლოში. დაცვის მხარის მტკიცებულება, ეს ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთები, მოცემული გარემოება უნდა შეაფასოს მოსამართლემ, რამდენად არსებითი დარღვევა იყო ეს გარემოება. ბრალდების მხარე არ თვლის, რომ რამე არსებითი დარღვევა იყო“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

11 ივნისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი პატიმრობაში დატოვა.

ყველა სიახლე

14 აპრილი 2026, 12:02

პოლიტიკა

აშშ-ს საელჩო: 1978 წლის 14 აპრილს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი. დღეს პატივს მივაგებთ მათ სიმამაცეს და აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზესა და უნიკალურობას

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში დედაენის დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

14 აპრილი 2026, 12:02

საზოგადოება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები ჩატარდა. GCCA-ის წარმომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N მე-3 და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში იმყოფებოდნენ.

14 აპრილი 2026, 11:58

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტო: შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, იყოს კონკურენტუნარიანი და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

14 აპრილი 2026, 11:57

სამართალი

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1953 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 11:44

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი ვერონაში გამართულ OIV- ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას: 8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ; სიამოვნებით გავხდებოდი ყველა იმ ადამიანის მასპინძელი, ვისაც უყვარს და აფასებს ქართულ ღვინოს

იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონფერენციაში „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.

14 აპრილი 2026, 11:37

მსოფლიო

AP: პაკისტანმა აშშ-სა და ირანს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა შესთავაზა

პაკისტანმა აშშ-სა და ირანს ისლამაბადში სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა შესთავაზა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 11:33

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა უგანდაში შიმპანზეების „სამოქალაქო ომი“ დააფიქსირეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით იმავე პერიოდში ნგოგოს შიმპანზეების დიდი პოპულაცია, რომელიც დაახლოებით 200 ინდივიდს ითვლიდა, ორ ჯგუფად დაიშალა. თავიდან ისინი აგრძელებდნენ თანამშრომლობას, მაგრამ 2018 წლისთვის სოციალური კონტაქტები გაწყდა და პრიმატები ერთმანეთის მიმართ აგრესიულები გახდნენ.

დავით ქართველიშვილი

14 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დღესაც 14 აპრილი აღინიშნება როგორც დედაენის დღე და იგი ეროვნული ერთობისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა

„საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღო ჩანაწერი, რომ ქართული ენა იყო სახელმწიფო ენა. რას აკეთებს ამ დროს ქართველი "საბჭოთა" ხალხი? ის ხალხი, რომლის "განსაბჭოებასთვის" დღესაც იბრძვის "მადამ ლეგიტიმაცია": 14 აპრილს ათასობით მოქალაქე - სტუდენტები, პროფესორები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მუშები - გამოვიდა თბილისის ქუჩებში“ - წერს ანალიტიკოსი.

ჯეი დი ვენსი

14 აპრილი 2026, 11:26

მსოფლიო

ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანი, ჰორმუზის სრუტის დაკეტვით, ეკონომიკურ ტერორიზმს ეწევა

ირანის ხელისუფლება ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის დაბლოკვით ეკონომიკური ტერორიზმის აქტს ახორციელებს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

14 აპრილი 2026, 11:25

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ვერონაში იტალიელ კოლეგას შეხვდა

„ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობა ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ვაფასებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერას. ამავდროულად, იტალიას ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც ძლიერ პარტნიორს. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

14 აპრილი 2026, 11:06

ეკონომიკა

ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა

ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც გულისხმობს, რომ შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად, პროექტი გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს.

14 აპრილი 2026, 11:05

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. სოფელ ახალ ხიბულაში, ზუბის უბანში არსებულ ღელეში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით ქაშაყის სახეობის 1 კგ თევზი მოიპოვა.

14 აპრილი 2026, 11:03

რეგიონი

სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის სუბსიდირება ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფისა და სუბსიდიის სქემის გაცნობა იყო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 10:57

სამართალი

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 10:55

პოლიტიკა

თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსმა ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსმა, გიორგი ბოლოთაშვილმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გამართულ ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

BTS

14 აპრილი 2026, 10:55

კულტურა

BTS-ის ახალი ალბომი Billboard 200-ის ლიდერობას ზედიზედ მესამე კვირაა ინარჩუნებს

სამხრეთკორეული ჯგუფი BTS ალბომით ARIRANG ზედიზედ მესამე კვირაა ინარჩუნებს ლიდერობას Billboard 200-ის ჩარტში. ბოლო საანგარიშო პერიოდის შედეგებით, რელიზმა აშშ-ში 124 000 ეკვივალენტური ალბომური ერთეული დააგროვა, მიუხედავად სტარტის შემდეგ მაჩვენებლების მოსალოდნელი კლებისა.

14 აპრილი 2026, 10:52

სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 10:49

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 10:44

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 10:44

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება

დავით სონღულაშვილმა ქ.ვერონაში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinitaly“ წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა. მინისტრს გამოფენაზე იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ და ვერონას საგამოფენო ცენტრის „Veronafiere“ პრეზიდენტმა ფედერიკო ბრიკოლომ უმასპინძლეს. დავით სონღულაშვილი ქ. ვერონაში სამუშაო ვიზიტით იტალიელი კოლეგის მიწვევით იმყოფება.