სასამართლომ გონიოს მიწების საკითხზე მერიას საქმის თავიდან შესწავლა დაავალა
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გონიოში მცხოვრები 50 ოჯახის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მათთვის 2007 წელს საკუთრებაში გადაცემულ და 3 წლის შემდეგ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთებს უკავშირდება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
10 წელია გონიოში მცხოვრები 270-ზე მეტი ოჯახი სამართლებრივ დავას აწარმოებს. ამჯერად, მოქალაქეები ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დასკვნის გაბათილებას ითხოვდნენ. სასამართლომ ბათილად ცნო კომისიის დასკვნა და მერიას დაავალა, თითოეული მოქალაქის საქმე ინდივიდუალურად შეისწავლოს.
ოჯახების ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს. რამდენიმე ოჯახმა გონიოს მიწებთან დაკავშირებით, სარჩელი სტრასბურგის სასამართლოშიც გაგზავნა.
დაკარგული ქონების დასაბრუნებლად სასამართლო დავა 10 წლის წინ დაიწყო. გონიოში მცხოვრები ათეულობით ოჯახი იმ მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვდა, რომლებიც ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერ გადასცა, შემდეგ კი ჩამოართვა. არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება მხოლოდ 20-მდე ოჯახმა მოახერხა.
ყველა სიახლე
02 ივლისი 2026, 10:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას, გისურვებთ სიმშვიდეს, თავდაჯერებასა და წარმატებას თითოეულ გამოცდაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
02 ივლისი 2026, 10:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა.
02 ივლისი 2026, 10:05
პოლიტიკა
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 09:52
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტოსატრანსპორტო საშუალებით პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე - უკვე გამოყენებული ცნობით ახდენდა.
02 ივლისი 2026, 09:49
სპორტი
ბელგიამ დაძაბულ ბრძოლაში სენეგალს სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 1/32 ფინალში ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში სენეგალის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა.
02 ივლისი 2026, 09:33
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის შედეგად კიევში 10 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 56 დაშავდა
რუსეთმა გვიან ღამით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 09:32
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ძვირფასო აბიტურიენტებო, მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან, განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.
02 ივლისი 2026, 09:20
სამართალი
ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმის ინფორმაციით, „ვივამედში“ გადაყვანილი მსჯავრდებულის ლაბორატორიული კვლევების პასუხები, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი
ექიმ ანი ქავთარაძის თქმით, „ვივამედის“ კლინიკურ დირექტორთან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილეს. დაიგეგმა სამედიცინო კვლევები, რის შემდეგაც დაიწყება ელენე ხოშტარიას მკურნალობა. ცნობისათვის, ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გუშინ საღამოს გადაიყვანეს. „პარალელურად გვექნება ონლაინ კონსილიუმი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან, რომლებთან ერთადაც დავგეგმავთ სხვა ინსტრუმენტულ კვლევებს", - აღნიშნა ანი ქავთარაძემ.
02 ივლისი 2026, 09:15
სპორტი
ინგლისი ჰარი კეინის დუბლით მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა
ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/32 ფინალში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და 1/8 ფინალში გადავიდა.
02 ივლისი 2026, 09:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივლისს საქართველოში
2 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +35 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
02 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-მდე გაიზარდა
ვენესუელაში 24 ივნისის დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 2 295-ს აღწევს, დაშავებულია 11 000-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 08:31
სამართალი
ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს - თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა
თორნიკე თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძემ კი, ვინაიდან პროცესს არ ესწრებოდა, საპატიმრო გუშინ საღამოს დატოვა.
02 ივლისი 2026, 08:23
საზოგადოება
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ამ წუთებში აბიტურიენტები რეგისტრაციას გადიან. ზუსტად 09:00 საათზე კი გამოცდა იწყება. განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია.
02 ივლისი 2026, 07:58
საზოგადოება
„დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს” - გივი მიქანაძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტებს მიმართავს.
02 ივლისი 2026, 00:42
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: ფონ დერ ლაიენი ახლახან იყო ჩინეთში, არ არის ევროკავშირის სახელმწიფოს არცერთი ლიდერი, ვინც იქ არ იყო ჩასული. დღეგამოშვებით ტრამპი ახსენებს ჩინეთს და ჩვენ, ქვეყანამ, რომელიც პირდაპირ იმ გზაზე ვდგავართ, რაც დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არ უნდა დავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან?
„ფონ დერ ლაიენი ახლახან იყო ჩინეთში, არ არის ევროკავშირის სახელმწიფოს არცერთი ლიდერი, ვინც იქ არ იყო ჩასული. დღეგამოშვებით ტრამპი ახსენებს ჩინეთს და ჩვენ, ქვეყანა რომელიც პირდაპირ იმ გზაზე ვდგავართ, რაც დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არ უნდა დავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან?“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავაზე საუბრისას.
02 ივლისი 2026, 00:14
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ სიუჟეტებზე: ვისზეა დარტყმა, ჩემზე? არა, ეს არის სახელმწიფოზე მიზანმიმართული დარტყმა და მე ვარ გამოყენებული
„ფორმულას“ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სუსის უფროსი, სუსის თანამშრომლები, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი მონაწილეობს დანაშაულში და ეს ვისზეა დარტყმა, ჩემზე? არა, ეს არის სახელმწიფოზე მიზანმიმართული დარტყმა და მე ვარ გამოყენებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავაზე საუბრისას. ხაინდრავას თქმით, ის ყველანაირი ფაქტით ადასტურებს, რომ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ორივე გადაცემაში არის სიცრუე.
01 ივლისი 2026, 23:56
მსოფლიო
ევროპარლამენტარების წერილი: ჩვენ მოვუწოდებთ ფიფას, დადგეს მშვიდობის მხარეს და არ წაახალისოს აგრესორი - რუსეთი
ევროპარლამენტის 44 წევრი მოუწოდებს ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც რუს სპორტსმენებს აზერბაიჯანში დაგეგმილ 15-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალებას აძლევს.
01 ივლისი 2026, 23:49
პოლიტიკა
ჯეფრი საქსი: რატომ გერჩით ევროპა ასე ძალიან? რადგან სურთ მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ ნებას დაჰყვება - მიზეზი რატომაც საქართველოს გადაეკიდნენ, არის თქვენი სტრატეგიული მდებარეობა. თქვენ გეგმის ნაწილი ხართ, რომელიც შავ ზღვაში რუსეთის ალყაში მოქცევას გულისხმობს
მიზეზი რატომაც საქართველოს გადაეკიდნენ, არის თქვენი სტრატეგიული მდებარეობა. თქვენ გეგმის ნაწილი ხართ, გეგმისა რომელიც შავ ზღვაში რუსეთის ალყაში მოქცევას გულისხმობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა. მისი თქმით, ევროპას და ამერიკის შეერთებული შტატებს სურთ საქართველო საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ.
01 ივლისი 2026, 23:37
პოლიტიკა
ჯეფრი საქსი: ევროპა ძალიან უხეშად ერევა თქვენს შიდა საქმეებში! სწორედ ამიტომ სძულთ გამჭვირვალობის კანონი და ეს სწორი კანონია, ვინაიდან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად სამთავრობო ორგანიზაციებია, რომელთა მეშვეობით აშშ და ევროკავშირი სხვა სახელმწიფოების საქმეებში ერევიან
ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გამოყენებას ლამობენ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - როგორც იცით, ბრიუსელის მიერ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეჩერებულია. ევროკავშირი საქართველოს აკრიტიკებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დასუსტებულია. რატომ ისჯება საქართველო? როგორც საქსმა განაცხადა, ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი პოლტიკური ძალა უნდა, რომელიც მათ მითითებებს შეასრულებს.
01 ივლისი 2026, 23:33
პოლიტიკა
ჯეფრი საქსი: შუა დერეფანი მიყვარს, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი იდეაა, ახლა სწორედ შუა დერეფანს გავდივარ, პირდაპირი მნიშვნელობით
შუა დერეფანი მიყვარს, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი იდეაა, ახლა სწორედ შუა დერეფანს გავდივარ, პირდაპირი მნიშვნელობით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.


