IMEDI /  02 ოქტომბერი 2020, 19:27 / სანდო წყარო

საქართველოს გენერალური პროკურორი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს პირველ შეხვედრას დაესწრო

ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძე

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) პირველ შეხვედრას დაესწრო.

ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და USAID საქართველო, დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორი ადამ შმიდტი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის მსაჯულების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები და გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თანაარსებობის უზრუნველყოფის შესახებ განიხილეს. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართა და მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს, შემუშავებული რეკომენდაციები შეაჯამეს და მათი განხორციელების სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე ოთხი წელია შეიქმნა ნაფიც მსაჯულთა სასამმართველო.

„ნაფიც მსაჯულთა სამმართველოს როლი განისაზღვრა იმაში, რომ მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფო ბრალდება მეტად ეფექტიანი გამხდარიყო და პარალელურად საქართველოს პროკურატურას ჰყოლოდა რაც შეიძლება მეტი პროკურორი, რომელთაც შესაბამისი უნარჩვევები გააჩნდათ, რათა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე განეხორციელებინათ სახელმწიფო ბრალდება. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ სამმართველოს თანამშრომლებს, ამერიკის საელჩოს, იუსტიციის დეპარტამენტს და კონკრეტულად მაიკლ გრანტს. გამოწვევები მრავლად რჩება და უპირველესია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით და საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ მართლმსაჯულების პროცესში მსაჯულებად მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

„ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო ხედვები და დიალოგის და დისკუსიის რეჟიმში გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება მართლმსაჯულების და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას“ - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

შეხვედრაზე დავით ასათიანმა აღნიშნა, რომ მოსამართლეთა, პროკუროთა და ადვოკატთა აქტიური მონაწილეობით საინტერესო და სასარგებლო დისკუსია გაიმართა.

„მიხარია, რომ სამივე იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები ვთანხმდებით იმ საკითხზე, რომ ნამდვილად აქვს მომავალი ქართულ მართლმსაჯულებაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსებობას და ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ეფექტიანად ხელშემწყობი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარების, რათა ჩვენ მივიღოთ სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება“- აღნიშნა დავით ასათიანმა

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მიერაა მხარდაჭერილი.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) დაარსების შესახებ მემორანდუმს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა 2020 წლის ივლისში მოაწერეს ხელი.

საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლას, მართლმსაჯულების პრესტიჟის, საზოგადოების ნდობის და მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალთა კომპეტენციის ამაღლებას.

ყველა სიახლე

ნინო ლაცაბიძე

24 ივნისი 2026, 12:02

რეგიონი

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს რეფორმის ფარგლებში ტრენინგები უტარდებათ

„რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმას ვაგრძელებთ და გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ მუნიციპალური სერვისების ეს მიმართულება. ტრენინგი, რომელიც ჩვენი ტრანსპორტის თანამშრომლებს უტარდებათ, სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. თანამედროვე და კომფორტულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან ერთად, აუცილებლად უმდა დაიხვეწოს მომსახურების სფეროც, რომ მუნიციპალური ტრანსპირტის თანამშრომლებმა, კიდევ უფრო ეფექტური და კომფორტული სერვისი მიაწოდონ რუსთაველებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

24 ივნისი 2026, 12:01

სპორტი

მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა🏀

მანუჩარ მარკოიშვილის საფრანგეთის ჩემპიონია. ქართველი მწვრთნელის „მონაკომ“ ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში სტუმრად, „პარიზი“ ანგარიშით 101:92 დაამარცხა და ქვეყნის უმაღლეს ტიტულს დაეპატრონა.

24 ივნისი 2026, 11:59

ეკონომიკა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა - ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივის და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის მოკლევადიანი სტრატეგიის მიხედვით, ქსელებმა დაიწყეს მომხმარებლისთვის საუკეთესო შემოთავაზებები, საოჯახო კალათის საბაზისო სასურსათო პროდუქციაზე. სტრატეგიის ფარგლებში სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2026, 11:57

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: კოლექტიურმა იუკნევიჩიენეებმა ევროპული სტრუქტურები ფაქტობრივად გააუქმეს და აქციეს მაკულატურის ჩაბარების პუნქტად. ამ რეზოლუციებს არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვთ, ისინი ფაქტობრივად მაკულატურას წარმოადგენენ

ამ რეზოლუციებს არანაირი, არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვთ, ისინი ფაქტობრივად მაკულატურას წარმოადგენენ მიღების დღიდან,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ევროკავშირის რეზოლუციაზე.

კირ სტარმერი ენდი ბერნემი

24 ივნისი 2026, 11:49

მსოფლიო

BBC: კირ სტარმერი შესაძლო მემკვიდრეს ენდი ბერნემს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შესაძლო მემკვიდრეს ენდი ბერნემს შეხვდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი

24 ივნისი 2026, 11:48

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მისი თანდასწრებით ნიკა მელია სააკაშვილს დედას აგინებდა

ნანუკა ჟორჟოლიანმა, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს დედას მისი თანდასწრებით აგინებდა.

24 ივნისი 2026, 11:41

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ინოვაციური და ციფრული მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის საჭიროებას და საერთო პლატფორმებზე პოზიციონირების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარებას.

ლანა მორგოშია

24 ივნისი 2026, 11:25

პოლიტიკა

ლანა მორგოშია: საქართველოს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს ფორუმს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები მნიშვნელოვანი და საინტერესოა საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

24 ივნისი 2026, 11:25

ტექნოლოგიები

კვლევა: სამსახურში ყოველ საათში 5-წუთიანი შესვენება ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ფორმულაა

თანამედროვე საოფისე მუშაობა, იქნება ეს ელექტრონულ წერილებზე პასუხი თუ ვიდეოზარები, დიდწილად სავარძელში მჯდომარე მდგომარეობაში მიმდინარეობს. ექსპერტების განცხადებით, ეს ჩვევა ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. ხანგრძლივი ჯდომა ზედმეტი წონის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.

24 ივნისი 2026, 11:25

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირი დააკავეს“.

24 ივნისი 2026, 11:24

საზოგადოება

კომაროვის სკოლის პანსიონისა და სასადილოს ახალი კომპლექსის მშენებლობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის ახალი პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.

24 ივნისი 2026, 11:22

პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - რონი მესხმა შეხვედრა გამართა ტაჯიკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - ბახოდურ ჰალიკზოდასთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

24 ივნისი 2026, 11:21

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ 625 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 11:20

ჯანდაცვა

სახელმწიფო 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები და მათი იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.

ილონ მასკი

24 ივნისი 2026, 11:08

მსოფლიო

Bloomberg: SpaceX-ის აქციები გაიაფდა. ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის

Bloomberg Billionaires Index-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება ერთ ტრილიონ დოლარზე დაბლა — 957 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ეს მისი კომპანიის, SpaceX-ის აქციების საბირჟო ფასის კლებამ გამოიწვია.

24 ივნისი 2026, 11:07

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებზე: საგზაო ბლოკადები და მთავრობის დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგსა და კანონის უზენაესობას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არგენტინამ, ბოლივიამ, კანადამ, ჩილემ, კოსტა-რიკამ, დომინიკელთა რესპუბლიკამ, ეკვადორმა, ელ სალვადორმა, გვატემალამ, გაიანამ, ჰონდურასმა, იამაიკამ, პანამამ, პარაგვაიმ და პერუს მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვეს. განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 11:01

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, რაც ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში გამოიხატებოდა

2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

24 ივნისი 2026, 10:56

პოლიტიკა

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაციამ აშშ-ის კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის - ბექა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.

24 ივნისი 2026, 10:54

საზოგადოება

116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ საჩხერის მუნიციპალიტეტში დაასრულა, შედეგად მაღალი დაინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ყველაზე მეტი - 116 ტრენინგი ჩაატარა და უპრეცედენტო რაოდენობის - 1700 ადგილობრივი ბენეფიციარი გადაამზადა. სამიზნე დასახლებებში, ადგილობრივ მოსახლეობას სერტიფიცირებული ტრენინგები, სრულიად უფასოდ, ოთხივე მოდულით: „ციფრული წიგნიერება”, „ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება”, „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება” და „ინტერნეტი დასაქმებისთვის” ჩაუტარდათ.

24 ივნისი 2026, 10:53

საზოგადოება

მაგდა კლდიაშვილი ცნობილ ვიდეოზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს: დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი

სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი, რომელიც ცნობილ ვიდეოში, დავით ერაძესთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს და ამცირებს, აცხადებს, რომ „ყველა სიტყვას ხელს აწერს“, რაც მაშინ თქვა.