imedi /  03 სექტემბერი 2017, 08:08 / სანდო წყარო

ქარის გამო დილიდან ხახაბოს ტყეში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი გაუარესდა

თუშეთში ვითარება დღეს კიდევ უფრო გაუარესდა. რთული რელიეფის და ქარის გამო 200-მდე მეხანძრე- მაშველს სტიქიის ზონაში მუშაობა უჭირს. ადგილზე ამ დრომდე რჩება ცოცხალი ძალა. „imedinews“-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მათ მოხალისეები და სხვა რაიონის რეინჯერები შეუერთდნენ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ, დღის მეორე ნახევარში ჩაერთო საჰაერო ავიაცია. ცუდი ხილვადობის გამო ვერტმფრენმა მუშაობა დღეს დილამდე შეაჩერა და პროცესში ცოტახანში ისევ ჩაერთვება.

ამ წუთებში სოფელ ხახაბოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცოცხალი ძალა იკრიბება. ისინი ცეცხლის ლოკალიზებას დღეს კიდევ შეეცდებიან.

ხახაბოს ტყის მასივზე დიდი დაკვამლიანება და ცეცხლის რამდენიმე კერა დილიდან ისევ შეიმჩნევა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ასწლოვან ხეებს მოედო და დაახლოებით 15 ჰექტარზეა გავრცელებული.

ყველა სიახლე

გიორგი გამსახურდია

05 ივლისი 2026, 13:37

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე: იგორ გიორგაძე აფინანსებდა, პუტინზე ხან ლამაზი თვალები აქვსო იძახდა, ხან ჩემი დიდი მეგობარიაო. რისი მიყიდვაც შეიძლებოდა, ყველაფერი რუსებს მიყიდა და ესენი სხვას ეძახიან რუსებს?

იგორ გიორგაძე აფინანსებდა, დაჯავშნილი აუზიც გამოუგზავნა 2003 წელს, საარჩევნოდ რუსებს აქებდა, მოვიდა თუ არა, რუსეთში გაიქცა, მერე ჩეჩენი მებრძოლი ბიჭები გადასცა რუსებს, - წერს გიორგი გამსახურდია ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

ნიკოლოზ სამხარაძე

05 ივლისი 2026, 13:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის, ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავებაზე ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მაისში დაიდო

საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის და ამ კონტექსტში ჩვენ ასევე გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც წელს მაისში დაიდო რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

05 ივლისი 2026, 13:21

მსოფლიო

სლოვაკეთში რობერტ ფიცოსთვის სამუდამო ფინანსური უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა

ამავე რეფერენდუმზე გატანილი იყო სპეციალური პროკურატურის მუშაობის აღდგენის საკითხიც, რომელიც მძიმე დანაშაულებსა და კორუფციას იძიებდა. რამდენიმე წლის წინ​ ფიცოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სპეციალური პროკურატურის გაუქმების შესახებ, სლოვაკეთში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

ლეო XIV

05 ივლისი 2026, 12:19

მსოფლიო

რომის პაპმა აშშ-ს მიგრანტების მიღებისა და დაცვისკენ მოუწოდა

„მიგრანტების მოწყალებითა და გულუხვობით მიღება არა მხოლოდ ქველმოქმედების აქტია, არამედ თითოეული ადამიანის თანდაყოლილი ღირსების აღიარებაც“, - აღნიშნავს პაპი მიმართვაში.

05 ივლისი 2026, 11:42

მსოფლიო

პორტუგალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

ცეცხლის გავრცელებას ხელს ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს. ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული. სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო. ესპანეთი და იტალია პორტუგალიაში სახანძრო-სამაშველო ძალებს გზავნიან.

ბენიამინ ნეთანიაჰუ
დონალდ ტრამპი

05 ივლისი 2026, 11:37

მსოფლიო

„ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მან იცის, ვინ არის ბოსი“ - ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერმა მას შეხვედრა სთხოვა

ისრაელის პრემიერმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვედრა სთხოვა. ამის თაობაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ, „ნატოს“ სამიტის შემდეგ გაიმართება.

05 ივლისი 2026, 11:35

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 ათასს უახლოვდება

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 2 954-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 16 ათასს აღემატება. დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

05 ივლისი 2026, 11:31

სამართალი

პოლიციამ თბილისში ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

05 ივლისი 2026, 11:28

მსოფლიო

მოსკოვი კიევს ქალაქ კონსტანტინოვკასთან ცეცხლის შეწყვეტას და დაღუპული უკრაინელი სამხედროების უკრაინული მხარისთვის გადაცემას სთავაზობს

მოსკოვი კიევს სთავაზობს, ორივე მხარემ დონეცკის ქალაქ კონსტანტინოვკასთან ცეცხლი შეწყვიტონ და დაღუპული უკრაინელი სამხედროები უკრაინულ მხარეს გადასცენ. პასუხს რუსული მხარე კიევისგან დღეს საღამომდე ელის.

05 ივლისი 2026, 11:24

მსოფლიო

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს

ამერიკამ დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი აღნიშნა. მთავარი საზეიმო ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართა. ისტორიული დღე თანამოქალაქეებს დონალდ ტრამპმა მიულოცა. ღონისძიებაზე ის პირველ ლედისთან ერთად იმყოფებოდა.

მერაბ დვალიშვილი

05 ივლისი 2026, 11:22

სპორტი

„ყველანაირად ვეცდები, ვასახელო ჩემი ქვეყანა“ - მერაბ დვალიშვილი RAF Georgia-სთვის ემზადება

ყველანაირად ვეცდები, ვასახელო ჩემი ქვეყანა, - განაცხადა UFC-ს მებრძოლმა მერაბ დავლიშვილმა, რომელიც თბილისშია და RAF Georgia-ზე გამოსვლისთვის ემზადება.

05 ივლისი 2026, 11:20

რეგიონი

ანაკლიაში ზაფხულის სეზონის გახნის პირველი დღე ჯგუფ „ურსას“ კონცერტითა და ელექტრონული მუსიკით დასრულდა

ზაფხულის სეზონის გახნის პირველი დღე, ანაკლიაში გვიან ღამით ჯგუფ „ურსას“კონცერტითა და ელექტრონული მუსიკით დასრულდა. ზღვისპირა კურორტზე საფესტივალო ქალაქი იყო მოწყობილი.

05 ივლისი 2026, 11:17

მსოფლიო

აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღის იუბილე აღნიშნეს

„პირველ რიგში, მსურს მივულოცო ამერიკის სავაჭრო პალატას საელჩოში ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზება, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ეძღვნება. საელჩო სავაჭრო პალატასთან მისი დაარსების დღიდან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, ისევე როგორც სავაჭრო პალატის წევრებთან, რათა გაძლიერდეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში არსებული კავშირები. ბიზნესი მხოლოდ ერთი სფეროა, სადაც ამერიკელებმა და ქართველებმა ბევრი მნიშვნელოვანი რამ შექმნეს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული. აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც თავად შეიტანეს წვლილი ამ თანამშრომლობაში სხვადასხვა მიმართულებით. ისინი დღეს აქ თავიანთ ოჯახებთან არიან, რათა სადღესასწაულო ატმოსფეროთი დატკბნენ. ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიულ დღეს მათთან ერთად აღვნიშნავ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა.

05 ივლისი 2026, 11:12

რეგიონი

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა

სტიქია დედოფლისწყაროში - ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო სოფელ გამარჯვებაში, დაზიანდა სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია მრავალწლოვანი კაკლის ხეები და ნაძვები.

დონალდ ტრამპი

05 ივლისი 2026, 10:58

მსოფლიო

ტრამპმა პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრები გამართა

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ იმას, რომ ამერიკა მხარს გვიჭერს ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში. არსებობს ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა და ამერიკის გადაწყვეტილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. შევთანხმდით, რომ საუბარს პირადად გავაგრძელებთ ანკარაში ნატოს სამიტის დროს“, - დაწერა ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის შემდეგ თავის ტელეგრამ-არხზე.

05 ივლისი 2026, 10:53

რეგიონი

კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომალოში საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომალოში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

05 ივლისი 2026, 10:45

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის ერთი და ისრაელის სამი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს.

05 ივლისი 2026, 10:44

მსოფლიო

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

05 ივლისი 2026, 10:42

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

05 ივლისი 2026, 10:42

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგოდ 12 130 ლარს დაეუფლა. ასევე დგინდება, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამის განულებას სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახდენდა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.