imedi /  01 მარტი 2018, 17:12 / სანდო წყარო

ვაკის პარკთან ავარიას ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარედ, ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა. შედეგად, ავტომანქანაში მჯდომი კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება. 

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 11:54

პოლიტიკა

პრემიერი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის და ეს არის რეალობა, დანარჩენი რაც რეზოლუციაში წერია, არ არის საინტერესო

ვიცით, როგორი პროცესი უძღვის ხოლმე წინ ასეთი რეზოლუციების მიღებას და რამდენად სამართლიანია ასეთი რეზოლუციები, სწორედ იმის გამო, რომ ყველა ასეთი აქტი არის ხოლმე უსამართლო, საზოგადოებას უკვე არავითარი რეაქციაც კი აღარ აქვს ასეთ დოკუმენტებზე, შესაბამისად, არც ჩემთვის არის ეს ყველაფერი საინტერესო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 11:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გარედან გააღვივოს სიძულვილი და აგრესია, ჩვენ გვინდა სიმშვიდე, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად

ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აქვს ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი ამოცანა.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 11:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ, რომ ისინი მოუნდეს საზოგადოებას, ეს წარმოუდგენელია, ერთმანეთი როცა არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდებით, ეს არის ძალიან მარტივი რეალობა

ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება და თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში და მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მიხეილ სააკაშვილი

23 ივნისი 2026, 11:41

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს. სხვა პარტიების კრიტიკის შემდეგ, ის საკუთარი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს პასუხობს.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 11:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან, სწორედ ამიტომ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო საშუალოვადიან პერიოდში ევროპისა და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად დარჩება. ეს შედეგები, ბუნებრივია, მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მათი ფუნდამენტია ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები, პასუხისმგებლობიანი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების თანმიმდევრული განხორციელება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც საჯარო სექტორის შემდგომ განვითარებას დაეხმარება. ფორუმს ვუსურვებ წარმატებას, ფორუმის მონაწილეებს ვუსურვებ საინტერესო დისკუსიებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 11:38

პოლიტიკა

პრემიერი: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ციფრულ ტრანსფორმაციას, დღეს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური სერვისების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას

მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს ასამდე სერვისს სთავაზობს და წარმოადგენს თანამედროვე, ეფექტიან და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურების მოდელს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 11:37

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება

ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

23 ივნისი 2026, 11:37

საზოგადოება

გიორგი კალატოზის შეფასებით, ცნობილ ვიდეოში, როდესაც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ - „რაღაცები მართალი იყო“

კომენტატორმა, გიორგი კალატოზმა, გადაცემაში „ორშაბათობა“ ისაუბრა ცნობილ ვიდეოზე, რომელშიც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ.

23 ივნისი 2026, 11:36

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პედაგოგებისთვის STEAM ბანაკს მასპინძლობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი გაიხსნა. ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა გახსნა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

23 ივნისი 2026, 11:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო პროგრამების, პროექტებისა და შესყიდვების შედეგიანობის შეფასება, შესრულების მონიტორინგი და სახელმწიფო რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.

23 ივნისი 2026, 11:33

მსოფლიო

The Telegraph: რუსეთი კონსტანტინოვკის ასაღებად ემზადება

რუსული ჯარი დონბასის რეგიონის უმნიშვნელოვანეს საყრდენ პუნქტში, ქალაქ კონსტანტინოვკაში შევიდა და მის ასაღებად ემზადება. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

23 ივნისი 2026, 11:27

რეგიონი

რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ შენობებს ენერგოეფექტური რეაბილიტაცია უტარდება

პროექტის მიხედვით, სამივე საცხოვრებელი შენობა თბოსაიზოლაციო მასალით შეიფუთება, აივნებზე მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და არსებული კარ-ფანჯრები ახლით ჩანაცვლდება.

23 ივნისი 2026, 11:27

რეგიონი

ფოთის მერი: ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის, არამედ ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ცნობადობის, ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდისთვის

24-26 ივლისს „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 20 ქვეყნიდან 120 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

23 ივნისი 2026, 11:15

ტაბლოიდი

​დუა ლიპამ კალუმ ტერნერთან ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა👰❤️🤵

„მისტერი და მისისი“, - ასე დაასათაურა ფოტოები მომღერალმა, რომელსაც ეცვა ბუმბულებითა და კრისტალებით გაფორმებული, ზურგმოშიშვლებული კაბა გრძელი შლეიფით და ნაქარგი თავსაბურავი. კაბა Chanel-ის კრეატიულმა დირექტორმა, მატიე ბლაზიმ შექმნა.

23 ივნისი 2026, 11:14

მსოფლიო

Reuters: ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ევროკავშირში შეხვედრებზე დასასწრებად ვიზები მისცა

ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ვიზები მისცა, რათა ის მიგრაციის საკითხებზე ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს დაესწროს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

23 ივნისი 2026, 11:06

სამართალი

სულხან თამაზაშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი წარუდგინა

აკადემიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.

23 ივნისი 2026, 11:02

პოლიტიკა

თბილისი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს მასპინძლობს. LIVE

თბილისი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში, 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

23 ივნისი 2026, 10:53

რეგიონი

„საქართველო მინიატურებში“ - განახლებული პარკი დამსვენებლებს უკვე ელოდება

23 ივნისიდან, შეკვეთილში მდებარე პარკი “საქართველო მინიატურებში”, სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება. სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურული ძეგლის რესტავრაცია, განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა, რაც პარკს საშუალებას მისცემს ვიზიტორებს უფრო გვიან საათებშიც უმასპინძლოს.

ჯონგუქი

23 ივნისი 2026, 10:51

კულტურა

სამხრეთ კორეამ შესაძლოა ქვეყნიდან გააძევოს ქალი, რომელმაც BTS-ის ვარსკვლავის კარზე 133-ჯერ დარეკა

ქალმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ჯონგუქის სტალკინგი გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ის ასევე ცდილობდა მისი სახლის ზღურბლთან დაეტოვებინა წერილები და ფოტოები, რაც, მისივე თქმით, 28 წლის მომღერლის მიმართ „სიყვარულით“ იყო განპირობებული. სეულის რაიონულმა სასამართლომ მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც ორწლიანი გამოსაცდელი ვადით შეუჩერდა.

23 ივნისი 2026, 10:32

სამართალი

სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და დაკავებულია ორი პირი.