აჭარაში, პედოფილიაში ბრალდებულ კაცს, პატიმრობა შეეფარდა
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
ფოტო: facebook
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სამ მოზარდთან ძალადობრივი ხასიათის სექსუალური და გარყვნილი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც იმედინიუსს შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლებით წაუყენეს ბრალი. 60 წლის კაცმა 12, 13 და 14 წლის ბავშვებზე სექსუალურად იძალადა.
138-ე მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას, რომელიც „ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“. 141-ე მუხლი კი 14 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა სიახლე
05 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: ოკლაჰომაში სროლისას 23 ადამიანი დაშავდა
აშშ-ის შტატ ოკლაჰომას ქალაქ ედმონდში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
05 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
სკოტ ბესენტი: ჩინეთი ირანის ენერგორესურსების 90%-ს ყიდულობს, შედეგად ის ტერორიზმის მთავარ სპონსორს აფინანსებს. ვნახოთ როგორ გააძლიერებს პეკინი დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნა აიძულოს
სკოტ ბესენტი ჩინეთს მოუწოდებს დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიეროს, რათა ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნისა და თავისუფალი ნაოსნობის აღდგენაში დაარწმუნონ. შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ ირანის საკითხს დონალდ ტრამპი ჩინელ კოლეგა, სი ძინპინთან შეხვედრისას განიხილავს, რომელიც 14-15 მაისს არის დაგეგმილი.
05 მაისი 2026, 08:47
პოლიტიკა
ნინო წილოსანი იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე: „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს და მტრობს ქართველ ხალხს. ამ რეზოლუციაში ვხედავთ საქართველოში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობას
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციას აფასებს. მისი თქმით, დოკუმენტი „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს და ქართველ ხალხს მტრობს.
05 მაისი 2026, 08:36
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე: ეს ძალიან მკაფიოდ აჩვენებს რამდენად შორს არიან რეალობასთან და დიალოგის სურვილთან - ამ ტიპის დოკუმენტებმა საქართველოსთვის დიდი ხანია ფასი დაკარგა
ეს ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები რამდენად შორს არიან საღ აზრთან, რეალობასთან და დიალოგის სურვილთან, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას.
05 მაისი 2026, 08:25
მსოფლიო
ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მორიგი იერიში მიიტანა
ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მორიგი იერიში მიიტანა. დრონებისა და რაკეტების სამიზნეში მოექცა ფუჯაირას პორტში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია, სადაც ცეცხლი გაჩნდა. თავდასხმაზე კომენტარი ირანს ჯერ არ გაუკეთებია.
05 მაისი 2026, 08:14
პოლიტიკა
მორიგი რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დღეს რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ დოკუმენტს კენჭს უყრიან
მორიგი რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ - დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში კენჭს უყრიან დოკუმენტს, რომელიც რასა იუკნევიჩიანეს მიერ არის მომზადებული. რეზოლუციაში „ქართულ ოცნებას“ ევროპული კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ და პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
05 მაისი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
5 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
05 მაისი 2026, 02:28
მსოფლიო
The Washington Post: თეთრი სახლი ემზადება ნოემბრის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატების“ მნიშვნელოვანი გამარჯვების ალბათობისთვის
თეთრი სახლის იურიდიული მრჩევლის ოფისი ადმინისტრაციის მიერ პოლიტიკურად დანიშნულ პირებს პირად ბრიფინგებს უტარებს იმის შესახებ, თუ როგორ მოემზადონ უკეთ კონგრესის მხრიდან ზედამხედველობისთვის - ამ თემაზე ინფორმირებული ორი წყაროს თანახმად, პერსონალი ემზადება ნოემბრის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატების“ მნიშვნელოვანი გამარჯვების ალბათობისთვის, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.
05 მაისი 2026, 02:13
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის დაზვერვა მიუთითებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამისთვის მიყენებული ახალი ზიანი შეზღუდულია
აშშ-ის დაზვერვის შეფასებები მიუთითებს, რომ დრო, რომელიც ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად დასჭირდებოდა, გასული ზაფხულის შემდეგ არ შეცვლილა. სამი ინფორმირებული წყაროს თანახმად, ანალიტიკოსები ჯერ კიდევ მაშინ ვარაუდობდნენ, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმამ ეს ვადები ერთ წლამდე გადაავადა, - წერს სააგენტო Reuters-ი.
05 მაისი 2026, 01:58
მსოფლიო
მელონი აცხადებს, რომ იტალიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას მხარს არ დაუჭერს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ორშაბათს განაცხადა, რომ იგი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნებისმიერ გადაწყვეტილებას იტალიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ.
05 მაისი 2026, 01:04
მსოფლიო
NBC News: აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს, სროლა მოხდა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს, სროლა მოხდა, რომელშიც უწყების პოლიციელები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
05 მაისი 2026, 00:56
მსოფლიო
„ყალბი გამოკითხვები“ - ტრამპი ირანის ომისადმი მხარდაჭერის კლებას უარყოფს
იმ ნიშნების ფონზე, რომ ამერიკელები სულ უფრო უკმაყოფილონი არიან ირანის წინააღმდეგ ომით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ გამოკითხვები ყალბია.
05 მაისი 2026, 00:47
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანთან კონფლიქტს „მინი-ომი“ უწოდა
თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
05 მაისი 2026, 00:41
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის!
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიდგომა შეურიგებელი და პრინციპულია.
05 მაისი 2026, 00:36
მსოფლიო
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა 6 მაისის 00:00 საათიდან დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა 6 მაისის 00:00 საათიდან დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას.
05 მაისი 2026, 00:26
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი: ირანმა ჰორმუზის სრუტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გემებზე თავდასხმებით აბსოლუტურად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
ირანმა ჰორმუზის სრუტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გემებზე თავდასხმებით აბსოლუტურად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა.
05 მაისი 2026, 00:11
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: გია ხუხაშვილი გვიმტკიცებდა, რომ თურმე რაღაც „უხილავი ძალები“ ირაკლი კობახიძის ხელით ბიძინა ივანიშვილს ანაცვლებდნენ. გავიდა რამდენიმე თვე და გვიმტკიცებს - თურმე, ივანიშვილი კობახიძეს მოსახსნელად ამზადებს
„ნოსტრადამუსობა“ და „ექსპერტობა“ რომ ერთმანეთში ერევათ ჩვენს ე.წ. კრიტიკულ მედიებში, ეგ ახალი ამბავი არ არის, მაგრამ გია ხუხაშვილის ფენომენი მაინც სულ სხვა განზომილებაა და უკვე კომედიის ჟანრს განეკუთვნება, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, ხუხაშვილი ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძით ჩანაცვლდებოდა, ახლა კი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს, რომ ივანიშვილი კობახიძეს დღე-დღეზე გაუშვებს.
05 მაისი 2026, 00:01
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, ისე სხვა მიმართულებებით
„თუ გვინდა, რომ ქართული ღვინო მაღალ ხარისხთან იყოს ასოცირებული, მხოლოდ ღვინის ხარისხის კონტროლი და მისი ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია წინა ეტაპები. ძალიან მკაცრად დავიწყეთ შიდა ბაზრის ინსპექტირება, ვაკონტროლებთ ჩამოსასხმელ ღვინოსაც, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი მიდგომები ამ მიმართულებითაც არსებობს. ის შედეგი, რაც რეალურად შეგვიძლია დადგეს ერთ ან ორ წელიწადში და რასაც ხშირად სჭირდება ათი წელიწადი. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული გამოწვევები არსებობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
04 მაისი 2026, 23:52
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო, მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, ასევე იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8 000 წელი
„ვენახის ნებართვა არ არის მხოლოდ საქართველოში და აქ მოგონილი. საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ამერიკის, სადაც მევენახეობა არის წარმატებული, ვენახის გაშენებაზე რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია. წესები საბოლოოდ აისახება ღვინის ხარისხზე და ფასზე. შევადაროთ ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასი საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და ჩვენი. ეს ფასები მიღებულია ზუსტად იმ წესებით, რა წესებითაც განისაზღვრება ღვინის ხარისხი. ხარისხით დგება, საბოლოო ჯამში, ღვინის ფასი. ეს არის მოცემულობა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
04 მაისი 2026, 23:35
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა: ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს
მეღვინეობის დარგში შემოღებული ყველა რეგულაცია ემსახურება ხარისხის გაუმჯობესებას. რეფორმა აზღვევს როგორც ინვესტორს, ისე მომხმარებელს, იმ ობიექტური პირობების გათვალიწინებით, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე იკლო ღვინის მოხმარებამ და გაზდრილია კონკურენცია, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.


