გიგა მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობის საკითხი ექსპერტიზის შემდეგ გადაწყდება
გიგა მაქარაშვილი
ფოტო: Facebook
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი Facebook-ზე წერს, რომ საქართველოს პროკურატურამ გორის მერიასთან მომხდარ ინციდენტში დაზარალებულად არ მიიჩნია.
"საქართველოს პროკურატურამ ვერ მიაგნო ნაგვის თავზე დაყრაში შეურაცხყოფის კვალს და უარი თქვა გორელი ჩინოვნიკის მკაცრ ან საერთოდ დასჯაზე", - წერს გიგა მაქარაშვილი Facebook-ზე.
გამოცემა "ლიბერალის" ცნობით, პროკურატურის განცხადებით, მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობის საკითხი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის პასუხების მიღების შემდეგ გადაწყდება.
"გამოძიების პროცესში, გამოკითხვის დროს გიგა მაქარაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა აღარ დაადასტურეს მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. შემდეგ კი მომართეს პროკურატურას და ითხოვეს საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა, ასევე მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლი მოიცავს პირის დამცირებას, ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.
შეესაბამება თუ არა კანონის მიხედვით, გიგა მაქარაშვილის მდგომარეობა მისი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნას, დადგინდება საქმეზე დანიშნული ფსიქოლოგიური ექსპერტიზით, რომლის პასუხიც გამოძიებას ჯერ არ მიუღია. შესაბამისად, მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობას სჭირდება საფუძველი, ამ შემთხვევაში სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყდება, იქნება თუ არა მაქარაშვილი ცნობილი დაზარალებულად", - წერია პროკურატურის პასუხში, რომელიც "ლიბერალმა" მიიღო.
10 ოქტომბერს გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა მერიასთან ფუნა და საკენკი დაყარეს. თუმცა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის დასუფთავება თავად დაიწყეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.
როგორც აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, გორის მერიის თანამშრომელმა მას ფუნით და საკენკით სავსე ურნა თავზე ჩამოაცვა.
23 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გორში თავზე ურნის ჩამომხობის საქმეზე საგამოძიებო ორგანომ მას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარა.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 08:35
რეგიონი
კახეთში სალიკვიდაციო სამუშაოები მეოთხე დღეა ინტენსიურად გრძელდება
პარალელურად, ხელისუფლება პრევენციული ღონისძიებებს გატარებას გეგმავს. უახლოეს დღეებში სოფელ ველისციხეში ჩანგრეული ხიდის აღსადგენად პროექტი შედგება და ტენდერი გამოცხადდება.
15 აპრილი 2026, 08:33
რეგიონი
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
15 აპრილი 2026, 08:31
საზოგადოება
მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.
15 აპრილი 2026, 08:24
პოლიტიკა
ნინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან და მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება
ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, მათი კუთვნილი ტელევიზიებით წლებია ებრძვიან ქართულ ეკლესიას, ებრძოდნენ პატრიარქს. კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება“, - აღნიშნა წილოსანმა.
15 აპრილი 2026, 08:16
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“
თინა ბოკუჩავასთვის ეკლესია მოედანია, რომელზეც, მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შევიდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“.
15 აპრილი 2026, 08:01
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციაზე: ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად
„გახარიას პოლიტიკური პარტია ზუსტად იმავე მიდგომებს იზიარებს, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია - თითქოს ჩვენ ვართ ბრიუსელის წინაშე ვალში და ფაქტია, რომ ამაზე არცერთი კვლევა მეტყველებს. აქ უფრო პოლიტიკური სპეკულაციებია, ვიდრე ობიექტურ ანალიზზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
15 აპრილი 2026, 07:58
პოლიტიკა
სტამბოლში დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა გაიხსნება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით
„იმედის გაღვივება, მშვიდობის უზრუნველყოფა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის“ - ამ თემებს მიეძღვნება საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა, რომელსაც წელს თურქეთი მასპინძლობს. ასამბლეა სტამბოლში დღეს იხსნება.
15 აპრილი 2026, 07:54
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება.
15 აპრილი 2026, 03:00
მსოფლიო
Fox News-ის ჟურნალისტი მარია ბარტირომო აშშ-ის პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ: დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასრულებაზე საუბრობს, - ამის შესახებ Fox News-ის ჟურნალისტმა, მარია ბარტირომომ თეთრი სახლის ლიდერთან ინტერვიუს შემდეგ განაცხადა.
15 აპრილი 2026, 02:44
მსოფლიო
Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს
ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 02:31
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი პეტერ მადიართან სატელეფონო საუბრის შემდეგ: საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ესაუბრა უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულ პეტერ მადიარს და აღნიშნა, რომ საჭიროა სწრაფი მუშაობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის დაფინანსების განსაბლოკად.
15 აპრილი 2026, 02:20
მსოფლიო
The Guardian: ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშის თანახმად, მარტში რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები თითქმის გაორმაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 01:18
სპორტი
კვარაცხელიას „პსჟ“-მ მამარდაშვილის „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „პსჟ“-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-სა და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგი 4:0-ია.
15 აპრილი 2026, 00:54
მსოფლიო
კრემლმა განაცხადა, რომ კმაყოფილია პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის
კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ კმაყოფილია უნგრეთის არჩეული პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მზადყოფნით რუსეთთან პრაგმატული დიალოგისთვის და დასძინა, რომ საკუთარ პოზიციას მისი ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე დააფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 00:41
სპორტი
სპორტის მინისტრი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო - თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს 16-19 აპრილს უმასპინძლებს
16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს „თბილისი არენაზე“ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე გაეცნო. ინორმაციას სპორტის მსამინისტრო ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 23:56
საზოგადოება
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 23:45
მსოფლიო
The Wall Street Journal: ევროპა ამზადებს ომისშემდგომ გეგმას ჰორმუზის სრუტის გასათავისუფლებლად
ევროპული ქვეყნები ამზადებენ გეგმას ფართო კოალიციის შესაქმნელად, რათა დაეხმარონ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფას, რაც მოიცავს გამნაღმველი და სხვა სამხედრო გემების გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 23:37
მსოფლიო
ისრაელი და ლიბანი პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ
ისრაელმა და ლიბანმა განაცხადეს, რომ მხარეებს შორის გამართული პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, ისინი შეთანხმდნენ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე.
14 აპრილი 2026, 22:16
მსოფლიო
მერცი: კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ
კიევი და ბერლინი იმუშავებენ იმისთვის, რომ გერმანიაში თავშესაფრის მქონე უკრაინის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება გაუადვილდეთ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
14 აპრილი 2026, 22:02
ეკონომიკა
გაზრდილი საგარეო ვაჭრობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაზრდილი საგარეო ვაჭრობა - 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 862 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. აღნიშნული წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია.


