პროკურატურა: გიგაურმა და პავლიაშვილმა გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვეს
მთავარი პროკურატურა
ფოტო: Facebook
პროკურატურაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურისა და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის გამოკითხვა დასრულდა.
პროკურატურის განცხადებით, გიგაურმა და პავლიაშვილმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გიგაურს და პავლიაშვილს შეკითხვები დაუსვეს, მათ შორის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულ იმ თანამშრომელზე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების თაობაზე აცნობა.
პროკურატურის განცხადებით, ამ ინფორმაციას, სრულყოფილი გამოძიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე, 76-ე მუხლების თანახმად მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს. ამასთან ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი (ეკა გიგაური) მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია.
მიუხედავად ამისა, პროკურატურის ცნობით, გამოძიების ინტერესების საზიანოდ, ეკა გიგაურმა უარი განაცხადა ინფორმაციის წყაროს მოწოდებაზე და მიზეზად ამ პირის უსაფრთხოება დაასახელა. მან ასევე უარი განაცხადა გამოძიებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მის მიერ ნახსენები თათბირის გამართვის ადგილმდებარეობისა და მასში მონაწილე პირების, ასევე ვიდეოკამერების განთავსების ადგილის თაობაზე. გამოკითხვისას ეკა გიგაური შემოიფარგლა მხოლოდ იმ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მოწოდებით, რაც უკვე გასაჯაროვდა მედიასაშუალებების მიერ. ანალოგიურად უარი განაცხადა ინფორმაციის მიწოდებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა, რომელიც ასევე შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მიწოდებით.
პროკურატურის განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია იმ პირთა წრე, რომელთაც საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება: ადვოკატი, სასულიერო პირი, სახალხო დამცველი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ჟურნალისტი და სხვა.
20 ნოემბერს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანი არჩევნებმა“ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე განაცხადეს. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. მათი განცხადებით, ამ პირის ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 20:36
საზოგადოება
26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია - ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია. ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. მანამდე, ექსპედიციის წევრები ნახავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ კაჭრეთში, საავიაციო სოფლის გახსნაში.
02 სექტემბერი 2026, 20:33
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
02 სექტემბერი 2026, 20:31
რეგიონი
ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა, რეაგირება ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე - უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში.
02 სექტემბერი 2026, 20:27
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: დასტურდება ის, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია
დასტურდება ის, რასაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია. პირველ რიგში კი მათ მმართველ კლასში და იმ პოლიტიკაში, რასაც ისინი აყალიბებენ არა ევროპელი ხალხის დაკვეთით, არამედ გარე ძალების დაკვეთით, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
02 სექტემბერი 2026, 20:26
ეკონომიკა
ანაკლიის პორტი როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიის პორტი, როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - წამყვანი საზღვაო მედია პლატფორმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ეხმიანება.
02 სექტემბერი 2026, 20:25
პოლიტიკა
რატომ აღარ არის მიმზიდველი ევროგაერთიანება თავად ევროპელებისათვის - ისლანდიელი ხალხის უარი ევროკავშირს მეოთხე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. დეტალები „ქრონიკაში“
უკვე მეოთხე დღეა ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანია.
02 სექტემბერი 2026, 20:21
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც პატიმარი ექსპრემიერის სპეკულაციებს პასუხს სცემს - კორუფციული დანაშაულის გადაფარვის მცდელობა, თვითდაზიანების პოლიტიკა და სარგებელი ოპოზიციას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამოქვეყნებულ განცხადებაში ღარიბაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას აყენებს. იმას, რაც ოპოზიციისთვის სარწმუნო აღმოჩნდა, ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი აბათილებს.
02 სექტემბერი 2026, 20:17
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უნდა მოემზადოს ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს „ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის“.
02 სექტემბერი 2026, 20:12
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ ნდობის აღდგენის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს არასდროს იტყვის, გაერთიანების გზა კი მხოლოდ შერიგებაზე გადის - ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.
02 სექტემბერი 2026, 19:57
საზოგადოება
6 სექტემბერს, პირველად საქართველოში, თაიგულის ყვავილების ფესტივალი გაიმართება
6 სექტემბერს, 13:00 საათზე Expo Georgia-ს მესამე პავილიონში პირველად საქართველოში გაიმართება თაიგულის ყვავილების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მეწარმეები და ფლორისტები მიიღებენ. ფესტივალის მიზანია ქართული ყვავილების წარმოების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქართული წარმოების სათაიგულე ყვავილები.
02 სექტემბერი 2026, 19:52
პოლიტიკა
ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
02 სექტემბერი 2026, 19:48
მსოფლიო
ტრამპი: ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტეს აშშ აკონტროლებს, ხომ არ უნდა შევუცვალოთ სახელი და დავარქვათ „ტრამპის სრუტე“?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში წამოაყენა იდეა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს სახელი შეეცვალოს და მის პატივსაცემად „ტრამპის სრუტე“ ეწოდოს.
02 სექტემბერი 2026, 19:39
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.
02 სექტემბერი 2026, 19:25
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა მომავალ წელს იტალიაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეიძლება სცადოს
იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, რუსეთმა მომავალ წელს იტალიაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეიძლება სცადოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „მთლიანად ევროკავშირისთვის საერთო გამოწვევას წარმოადგენს“.
02 სექტემბერი 2026, 19:00
მსოფლიო
უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად გააფრთხილა რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციის ფრენებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ
უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად გააფრთხილა რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციის ფრენებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 18:31
მსოფლიო
კალასი: ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში აღკვეთილი თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ნიშანს ატარებდა
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში აღკვეთილი თავდასხმა „სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ნიშანს“ ატარებდა. მან ეს მას შემდეგ აღნიშნა, რაც გერმანიამ მომხდარში ბრალი რუსეთს დააკისრა.
02 სექტემბერი 2026, 18:18
მსოფლიო
ფონ დერ ლაიენი და რუტე: ევროკავშირი და ნატო არ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას ევროპულ ქვეყნებზე განხორციელებული იმ თავდასხმების მიუხედავად, რომლებშიც ბრალი რუსეთს ედება
ევროკავშირი და ნატო არ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას ევროპულ ქვეყნებზე განხორციელებული იმ თავდასხმების მიუხედავად, რომლებშიც ბრალი რუსეთს ედება, - განაცხადეს ოთხშაბათს ამ ორი ინსტიტუტის ხელმძღვანელებმა.
02 სექტემბერი 2026, 17:44
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო
გივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო
02 სექტემბერი 2026, 17:37
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.
02 სექტემბერი 2026, 17:37
მსოფლიო
კიევში დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა
უკრაინული მედია და თვითმხილველები იუწყებიან, რომ კიევის დესნიანსკის რაიონში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მონაცემებით, ინციდენტი შესაძლოა უკრაინის მხარეს მებრძოლი „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ერთ-ერთი მებრძოლის გაუჩინარებას უკავშირდებოდეს.


