imedi /  03 დეკემბერი 2019, 17:38 / სანდო წყარო

სააპელაციო სასამართლომ გიგაური-ხაინდრავას საქმის განხილვა გადადო

ეკა გიგაური
გოგა ხაინდრავა

ეკა გიგაური
გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სააპელაციო სარჩელის განხილვა 13 დეკემბრამდე გადაიდო, რადგან გაირკვა, რომ მოსამართლეთა კოლეგია დაკომპლექტებული არ არის. საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც ეკა გიგაური 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში დაადანაშაულეს.  

პირველი ინსტანციის სასამართლომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის სარჩელი გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგარ არ  დააკმაყოფილა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში 2017 წელს უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2020, 15:06

COVID19

ევროკავშირი საქართველოს covid-19-ის კრიზისის დაძლევისთვის 129 მილიონით დაეხმარება

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრმა, ოლივერ ვარჰელმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების ხელშეკრულებას, რომელიც დაეხმარება საქართველოს COVID-19- ის ეპიდემიის დაძლევაში. „COVID-19 პანდემიის გამო ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერის, რაც შეგვიძლია, რათა შევამსუბუქოთ პანდემიის გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე და ბიზნესზე“, - განაცხადა ოლივერ ვარჰელმა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

29 სექტემბერი 2020, 15:03

მსოფლიო

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მზად არის მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს, როგორც მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე ბრძოლის ველზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მზად არის მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს, როგორც მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე ბრძოლის ველზე.

გიორგი ვოლსკი

29 სექტემბერი 2020, 15:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ყარაბაღზე დესტრუქციისა და მავნებლობის აშკარა გამოხატულებაა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ყარაბაღზე არის არა მხოლოდ პროვოკაციული, არამედ არაკომპეტენტურსაც ვუწოდებდი, რომ არ იცოდეს, რეალურად რამხელა ზიანის შეიძლება მოუტანოს საქართველოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 სექტემბერი 2020, 14:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ძალიან დიდი მადლობა ყველას. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის

ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკური დებატების ბოლო განცხადების გაკეთება მე მომიწია მე- 9 მოწვევის პარლამენტში. ამიტომ, მე მინდა ჩემი დღევანდელი განცხადება მადლიერების გამოხატვას დავუთმო. ჩვენ ბევრი მადლობა მოგვისმენია საქართველოს პარლამენტში, ბევრი ირონიული, ცინიკური, ისტერიულიც კი, გადაჭარბებულიც, თუმცა ძალიან გულწრფელი მადლობაც ბევრი მოგვისმენია, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

29 სექტემბერი 2020, 14:53

სამართალი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

29 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 740 კოლოფი (14,800 ღერი) უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

რატი იონათამიშვილი

29 სექტემბერი 2020, 14:47

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრაცია გრძელდება

სიმბოლურია, რომ ამ დარბაზში როდესაც მე-9 მოწვევის დამამთავრებელი სესია მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ სკამები არის ცარიელი. ეს სიმბოლურად განასახიერებს იმასაც, რომ მომდევნო პარლამენტში მათი ადგილი, უბრალოდ, აქ აღარ იქნება“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

29 სექტემბერი 2020, 14:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მავნებლობა და დესტრუქცია ერთ-ერთი საგანგებო რესურსია, რომელსაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი იყენებს

მიაქციეთ ყურადღება, რა პროცესები მიდის წინასაარჩევნო პერიოდში. მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

კახა კუჭავა

29 სექტემბერი 2020, 14:39

პოლიტიკა

კახა კუჭავა ოპოზიციაზე: ძალიან კარგად ხვდება ყველა, ვისთან აქვთ საქმე და რამდენად ფასადურია მათი ევროპელობა

მე მინდა კონკრეტულ ფაქტს შევეხო, საუბარი არის განცხადებებზე, რომ თურმე საზოგადოებრივი მაუწყებელი გასაუქმებელია და როგორც კი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, პირველი რასაც იზამენ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმება. ძალიან სამწუხაროა ასეთი განცხადებების მოსმენა, მაგრამ ძალიან კარგად ხვდება ყველა საბოლოო ჯამში ვისთან აქვთ საქმე და რამდენად ფასადურია მათი ევროპელობა“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დავით ზალკალიანი

29 სექტემბერი 2020, 14:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: გენერალური მდივნის მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს

გენერალური მდივნის მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს და აღინიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში, როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმებით და მან მოგვიწოდა, რომ მომავალში გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი კონსოლიდაცია დემოკრატიული პროცესებისა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ვიქტორ დოლიძე

29 სექტემბერი 2020, 14:33

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: საქართველოში რეფორმები ზედმიწევნით სწორად ხორციელდება და ნატოს გენერალურმა მდივანმა ეს როგორც პრემიერთან, ასევე ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც არაერთხელ აღნიშნა

საქართველოში რეფორმები ზედმიწევნით სწორად ხორციელდება და ნატოს გენერალურმა მდივანმა ეს როგორც პრემიერთან, ასევე ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც არაერთხელ აღნიშნა, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ალექსანდრე წივწივაძე

29 სექტემბერი 2020, 14:31

სპორტი

16 წლის ქართველმა ნიჩბოსანმა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

„ოლიმპიური იმედების“ სახელწოდების მქონე შეჯიბრზე წივწივაძემ პირველი ადგილი 500 და 1000-მეტრიან დისტანციაზე დაიკავა და კონკურენტებს სერიოზული უპირატესობით აჯობა. 16 წლის ქართველი ნიჩბოსანი დიდების ტურნირზეც გამოვიდა და B კატეგორიაში ფინალში გავიდა, A კატეგორიაში კი მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

კახა კუჭავა

29 სექტემბერი 2020, 14:27

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ბოლო 8 წელიწადში მიღწეული შედეგებით ნამდვილად უნდა იამაყოს როგორც მმართველმა გუნდმა, ისე თითოეულმა ადამიანმა

ბოლო 8 წელიწადში მიღწეული შედეგებით ნამდვილად უნდა იამაყოს როგორც მმართველმა გუნდმა, ისე თითოეულმა ადამიანმა, როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ჩვენ ევროპასთან და როგორც არასდროს ისეთი ძლიერია ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ კონკრეტულის საუბრები ან განცხადებები, არამედ კონკრეტული ქმედებები ერთგულებისა ევროპული ღირებულებების მიმართ, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 14:22

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი; საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და საკვანძო წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში

შესანიშნავი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრა, - ასე ეხმაურება ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბრიუსელში, ნატოს სათავო ოფისში დღეს გამართულ შეხვედრას.

ირაკლი მეზურნიშვილი

29 სექტემბერი 2020, 14:22

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია და აქვს სერიოზული მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, „ქართული ოცნების“ გუნდისგან

მნიშვნელოვანია, რომ სრულად დავინახოთ სურათი, თუ რა ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა „ქართული ოცნების“ გუნდის მეთაურობით და დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბრის შემდეგ ეს წარმატებული გზა გაგრძელდება. ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია, კომფორტულად გრძნობს თავს და აქვს სერიოზული მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, „ქართული ოცნების“ გუნდისგან“,-ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

გელა სამხარაული

29 სექტემბერი 2020, 14:11

რეგიონი

გელა სამხარაული: წელს რეკორდულ მოსავალს - დაახლოებით 300 ათას ტონა ყურძენს ველოდებით

„6-ჯერ არის გაზრდილი მხოლოდ ყურძნის აღების რაოდენობა და ეს სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგია. უამრავი პროგრამა და მიმართულება განვავითარეთ, თუნდაც შეღავათიანი კრედიტები, შემოვიღეთ აგრო დაზღვევა, მელიორაციის და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები, ხდება ახალი საწარმოების გადაიარაღება, კოოპერატიული მეურნეობების შექმნა და გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი. დღეისათვის 54 ქვეყანაში გაგვაქვს ღვინის პროდუქცია და ამიტომ მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც დღემდე ჩართულია ამ დარგის განვითარებაში“, - აღნიშნა გელა სამხარაულმა.​

ირაკლი ბერაია

29 სექტემბერი 2020, 14:09

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის მიზანია, გაიზარდოს ჩვენი პარტნიორების როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა

ჩვენი მიზანია სწრაფად ვიაროთ ამ გზაზე, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა და ბრიუსელში პრემიერის მიმდინარე ვიზიტიც, სწორედ, ამ ამოცანას ემსახურება, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის შეფასებისას.

გიორგი ვოლსკი

29 სექტემბერი 2020, 14:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია ცდილობს საქართველოს წარმატება მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ხელისუფლების შეტევით გადაფაროს

საერთაშორისო კომპეტენტური სტრუქტურების, მათ შორის მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველო არის ყოველთვის მოწინავე ადგილებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

29 სექტემბერი 2020, 13:57

რეგიონი

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

მავნებელი გამოსაზამთრებლად ადგილის ძებნასა და სახლებისკენ მიგრაციას ადრეული შემოდგომიდან იწყებს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა, რათა სახელმწიფოსთან ერთად კოორდინირებული მუშაობით მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებმა მაქსიმალური შედეგი გამოიღოს.

გენადი მარგველაშვილი

29 სექტემბერი 2020, 13:56

საზოგადოება

გენადი მარგველაშვილი: ყველაზე დიდი პოლიტიკა სკოლაში - ღირსეული პედაგოგი, ინსტიტუტში - ღირსეული პროფესორი და ბავშვების დიდი წარმატებაა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა პლენარულ სხდომაზე ქართველი მოსწავლეების წარმატებებზე ისაუბრა, რომელსაც მათ ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოიპოვეს.

29 სექტემბერი 2020, 13:51

COVID19

კორონავირუსით 34-ე გარდაცვლილ 65 წლის კაცს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა

კლინიკის ფინანსური ხელმძღვანელის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, 65 წლის კაცს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა. ცენტრში ის გუშინ გვიან ღამით შეიყვანეს, დღეს დილით მისი მდგომარეობა დამძიმდა. მიუხედავად რეანიმაციული ჩარევისა, პაციენტი დილის 10 საათზე გარდაიცვალა. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკიდან გადაიყვანეს