imedi /  23 აპრილი 2017, 12:52 / სანდო წყარო

ავტობანზე ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული კიდევ ერთი პირი იმერეთის კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.

ჯამში, 6 ადამიანის ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.  გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 7 თვის ფეხმძიმე ქალია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილებში მსხდომი პირებიდან ყველა გარდაიცვალა, რადგან შეჯახების შემდეგ ავტომობილებს ტრაილერმა გადაუარა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა სიახლე

ალის ვაიდელი

30 ივნისი 2026, 17:31

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი გერმანია-რუსეთის ურთიერთობების აღდგენას და რუსული ენერგომატარებლების დაბრუნებას ემხრობა

გერმანიამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბოიკოტი, რათა ეკონომიკური ზრდა აღადგინოს, - განაცხადა გერმანიის ყველაზე მაღალრეიტინგული პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა Reuters-თან ინტერვიუს დროს.

30 ივნისი 2026, 17:26

სამართალი

აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე, რომელსაც ძალადობასა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე, რომელსაც ძალადობასა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმების მიხედვით, თამარ ლორთქიფანიძეს ერთ წლიანი რეალური და 3 წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას 4 თვეში დატოვებს.

ცოტნე ანანიძე

30 ივნისი 2026, 17:20

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საწევროს გადახდა მოუწევთ: ნამდვილი ნაცობა - ფასიანი გახდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე რეფორმებს ეხმიანება.

ირაკლი ქადაგიშვილი

30 ივნისი 2026, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ირაკლი ქადაგიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივნის, მაქსიმოს ხარაკოპულოსის და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, იოან ვულპესკუს სახელით მიესალმა.

30 ივნისი 2026, 17:15

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მელითაურის საქმე განიხილა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მელითაურის საქმე განიხილა. გადაწყვეტილებას მოსამართლე სამ ივლისს გამოაცხადებს.

მატეუშ მორავეცკი

30 ივნისი 2026, 17:15

მსოფლიო

პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა პროტესტის ნიშნად უკრაინული ორდენი ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა მუზეუმს გადასცა

პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის მიერ გადაცემული იაროსლავ ბრძენის ორდენი პოლონეთის ქალაქ ხელმში მდებარე ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა მუზეუმს გადასცა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ეკა კუპატაძე

30 ივნისი 2026, 17:09

საზოგადოება

ეკა კუპატაძე: მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა. საქმეში უხვადაა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, პროკურატურას აქვს სრული მზაობა, სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში

მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა, - ეკატერინა ივანიშვილის წერილს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

30 ივნისი 2026, 17:07

პოლიტიკა

საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან არპინე სარგსიანთან.

30 ივნისი 2026, 17:01

ეკონომიკა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, -32.1 მლრდ აშშ დოლარი (-86.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს - 81.3 პროცენტია (2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი წლიური მშპ-ს - 84.5 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 142.4 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

30 ივნისი 2026, 17:00

საზოგადოება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ გიორგი გიორგობიანმა თბილისში გამართულ პოლონურ-ქართულ ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

მინდაუგას სინკიავიჩუსი

30 ივნისი 2026, 16:50

მსოფლიო

ლიეტუვის სეიმმა ახალ პრემიერ-მინისტრად მინდაუგას სინკიავიჩუსი დაამტკიცა

ლიეტუვის სეიმმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი მინდაუგას სინკიავიჩუსი დაამტკიცა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

30 ივნისი 2026, 16:32

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: ბოლო წლების მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პირველ კვარტალში ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 348.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წლიურ ჭრილში 4.1 პროცენტული პუნქტით (პპ) გაუმჯობესდა და 3.8 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო წლების პირველი კვარტლების მონაცემების მიხედვით ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს.

30 ივნისი 2026, 16:32

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება

30 ივნისი 2026, 16:30

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მას სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი მასპინძლობს.

30 ივნისი 2026, 16:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

30 ივნისი 2026, 16:27

კულტურა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის -„ქართულ-ბერძნული ხელნაწერი“ წარდგენა გაიმართა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის -„ქართულ-ბერძნული ხელნაწერი“ წარდგენა გაიმართა

ჯაბა ხუბუა

30 ივნისი 2026, 16:21

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ჩვენთვის, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან უთანასწორო ომი გადავიხადეთ, სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის სიმბოლო - ირინა ენუქიძეა, ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში წარმატებით მოახდინა პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით ისეთი ფასეული და აღმატებული ცნებების დევალვაცია, როგორიც არის „პოლიტიკური პატიმარი", „სინდისის პატიმარი", ,,რეჟიმის მსხვერპლი" - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

30 ივნისი 2026, 16:12

რეგიონი

4-5 ივლისს ანაკლიაში საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

4-5 ივლისს ანაკლიაში საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

30 ივნისი 2026, 15:52

რეგიონი

ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღინიშნება

წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მისი სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. წირვას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, პარლამენტის დეპუტატთან ანტონ ობოლაშვილთან ერთად დაესწრო.

ცოტნე ანანიძე

30 ივნისი 2026, 15:49

რეგიონი

ცოტნე ანანიძე: აჭარის მთავრობის სხდომაზე მკაფიოდ გამოიკვეთა რეგიონის განვითარების ფორმულა: სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა. შედეგზე ორიენტირებული მუშაობა წარმატების საწინდარია

„აჭარის მთავრობის სხდომაზე მკაფიოდ გამოიკვეთა რეგიონის განვითარების ფორმულა: სწორად იდენტიფიცირებული პრიორიტეტები და მიზანმიმართული ძალისხმევა. შედეგზე ორიენტირებული მუშაობა წარმატების საწინდარია“, - წერს ანანიძე.