imedi /  11 ივნისი 2017, 11:56 / სანდო წყარო

ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგია 12 000 აბონენტს შეუწყდა

მთელი ღამის განმავლობაში, ძლიერი წვიმის მიუხედავად, ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვას ადგილი არ ჰქონია, - ინფორმაციას  ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ 12 ათასს აბონენტს შეუწყდა. კერძოდ, ელექტროენერგია გაეთიშა იმერეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის აბონენტთა ნაწილს.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ძაბვის ელეტროგადამცემი ხაზები მწყობრიდან არ გამოსულა, ღამის საათებში მათი დატბორვის საშიშროება შეიქმნა, თუმცა პრევენციული ღონისძიებების შედეგად, დატბორვის თავიდან აცილება მოხერხდა. ძირითადად, დაზიანდა დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ტრასფორმატორები და ფიდერები.

კომენტარები ()