არასასურსათო პროდუქტები, სავაჭრო ქსელების შეთავაზებები და ბაზრის დინამიკა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
სამთავრობო პლატფორმამ მომსახურების არეალი გააფართოვა.
სასურსათო კალათის პარალელურად, ვებგვერდზე პირველადი მოხმარების 10 დასახელების არასასურსათო ნივთის შეძენაც შესაძლებელია.
ვრცლად ნინი ჩუბინიძის რეპორტაჟში.
ყველა სიახლე
03 აგვისტო 2026, 21:06
სპორტი
ისტორიული შანსი ქართული სპორტისთვის - ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიული შანსი ქართული სპორტისთვის - ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ფრანგულმა პრესამ ქართველი შემტევი სეზონის გამორჩეულ ფავორიტად დაასახელა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
03 აგვისტო 2026, 21:04
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინის ელჩი ოლგა სტეფანიშინა თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
03 აგვისტო 2026, 20:41
სამართალი
ნარკოტიკების გასაღების გაშიფრული სქემა, ამოღებული დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებები და დაკავებული 6 ადამიანი . „ქრონიკის“ სიუჟეტი
გახსნილია კიდევ ერთი ნარკოდანაშაულის ფაქტი. გაშიფრულია დანაშაულებრივი სქემაც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და კულტივირების ბრალდებით 6 ადამიანია დაკავებული.
03 აგვისტო 2026, 20:37
პოლიტიკა
ბესარიონ ხარძიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენი - სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა და პოლიტიკური შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების უკანონო ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ბრალდებულებს ათი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდათ.
03 აგვისტო 2026, 20:36
მსოფლიო
ზელენსკის ომის ზამთრამდე დასრულება სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ პუტინი „მის გაჭიანურებას გეგმავს“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „ძალ-ღონეს არ დაიშურებს“, რათა ზამთრის დადგომამდე რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ უბიძგოს.
03 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული ფასეულობების დაცვა საკანონმდებლო დონეზე - ხელისუფლების მზადყოფნა საინიციატივო ჯგუფების მოთხოვნაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კოორდინირებული შეტევის ავტორები და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობები - ღირებულებების დასაცავად ხელისუფლება, საინიციატივო ჯგუფის საპასუხოდ, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისთვის მზად არის.
03 აგვისტო 2026, 20:17
პოლიტიკა
გაბათილებული სპეკულაციები შოვის ტრაგედიაზე - მიზანმიმართულად აგორებული კამპანია საერთაშორისო ექსპერტულმა დასკვნებმა სრულად გაანულა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
შოვის ტრაგედიის ფონზე იყო სპეკულაციები. მედიაკამპანია საერთაშორისო ექსპერტულმა დასკვნებმა სრულად გააბათილა, ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა კი ჩაიშალა.
03 აგვისტო 2026, 20:11
მსოფლიო
Bloomberg: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ევროპის ენერგობაზარზე გავლენა იქონია - ივლისში ბელგია სრულად გადავიდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ევროპის ენერგობაზარზე გავლენა იქონია - ივლისში ბელგია სრულად გადავიდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.
03 აგვისტო 2026, 19:41
მსოფლიო
ტრამპი: ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი
ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად თვალთმაქცია! ისინი გვთხოვენ შეხვედრას, გვეხვეწებიან კიდეც. იწყება მოლაპარაკებები, რომელთა გაგრძელებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, ისინი კი ღიად და ამაყად აცხადებენ, რომ არანაირ დისკუსიას არ აწარმოებენ, არაფერს განიხილავენ და საქმე მხოლოდ „ომანთან“ აქვთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
03 აგვისტო 2026, 19:11
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-მა უკრაინას PAC-3 სერიის რაკეტების წარმოების უფლება მისცეს
აშშ-სა და უკრაინას შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების შესახებ შეთანხმების დადება, სავარაუდოდ, ამ ზამთრამდე ვერ მოესწრება. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.
03 აგვისტო 2026, 19:02
მსოფლიო
პოდოლიაკი: უკრაინამ რუსეთს ზავის სხვადასხვა ვარიანტი შესთავაზა, თუმცა მოსკოვი ამისთვის მზად არ არის
უკრაინამ რუსეთს ზავის სხვადასხვა ვარიანტი შესთავაზა, თუმცა მოსკოვი ამისთვის მზად არ არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
03 აგვისტო 2026, 18:44
პოლიტიკა
ქართველიშვილი: ომში გახვეულმა უკრაინამ, ადეიშვილის ძალისხმევით, ალექსანდრე "ქილერა" მუხაძეს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რამაც გამორიცხა ამ ჯალათის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წამოწყება. ესაა რეალური სახე ამჟამინდელი კიევის ანტიქართული რეჟიმის, რომელმაც საკუთარი ტერიტორია საქართველოდან გახიზნული დამნაშავეებისა და ჯალათების თავშესაფარ პლაცდარმად გადააქცია
„ეს არის მორიგი რეალური სახე ამჟამინდელი კიევის ანტიქართული რეჟიმის, რომელმაც საკუთარი ტერიტორია ღიად გადააქცია საქართველოდან გახიზნული დამნაშავეებისა და ჯალათების თავშესაფარ პლაცდარმად. ეს არის ჩვენთან „ცალმხრივი მეგობრობის" რეჟიმში მყოფი ქვეყანა, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს ნგრევისა და განადგურების მიუხედავად, აქტიურად იყო და არის ჩართული საქართველოს "მაიდანიზაციის" ორგანიზება-დაფინანსებაში და უამრავი ძებნილის და დაუსწრებლად მსჯავრდებულების "დასაწყობებაში". ეს არის "საზღვრებს გარეთ გასული კოლექტიური სანაცეთი" და ის "კართაგენი", რომელიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს,” - წერს დავით ქართველიშვილი.
03 აგვისტო 2026, 18:08
პოლიტიკა
გია აბაშიძე: "მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება!" ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე („ქილერა") დამნაშავედ ცნო და ნაცასპიტებს ვითომ სხვადასხვა შირმა-პარტიების სახით სურთ არჩევნებში გამარჯვება?! ვერასდროს! - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
03 აგვისტო 2026, 17:56
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვისა და მოყვანის ფაქტებზე თერთმეტ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს - ,,მარიხუანას”, ,,მეთადონს”, მცენარე კანაფს, ,,მეფედრონს”, ,,ლიზერგიდს”, ,,კოკაინს” და ,,ჰაშიშს”. ბრალდებულების ნაწილმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი” და ,,მარიხუანა” რეალიზაციის მიზნით დააფასოვა და სხვადასხვა ადგილას განათავსა. ხოლო ორმა ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი.
03 აგვისტო 2026, 17:52
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ვის ხელში იყო ქვეყანა და რას გადავრჩით. მიშას ბევრი მომხრე ვიცი, რომლებიც ახლა სათოფეზე არ ეკარებიან და სრულად მეთანხმებიან, უბრალოდ, „უტყდებათ” რომ ხმამაღლა თქვან, რაც იყო რეალობა
„მიშას ბევრი მომხრე ვიცი, მომხრე რა, გუნდის წევრები, რომლებიც ახლა სათოფეზე არ ეკარებიან და მეგობრობენ ჩემთან, რომლებიც სრულად მეთანხმებიან და უბრალოდ, "უტყდებათ", რომ ხმამაღლა თქვან, რაც იყო რეალობა. ცნობილი გამოთქმა რომ არის, არ შეიძლება მაიმუნს ხელში ხელყუმბარა მისცეო, აი ეგრეა ეგ ამბავი. კარგად უსმინეთ ხოლმე ამ გიჟს და უფრო მეტად მიხვდებით, რას და რეებს გადავურჩით,” - წერს გამსახურდია.
03 აგვისტო 2026, 17:51
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მიხეილ სააკაშვილის ახირებასა და მითითებაზეა დამოკიდებული პარტიაში თავმჯდომარის შეცვლა-არშეცვლის საკითხი
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია ნორმალური რესურსი იმისათვის, რომ პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს.
03 აგვისტო 2026, 17:39
მსოფლიო
მედია: იტალია არალეგალი მიგრანტების დაბრუნების ცენტრების შექმნის ინიციატივით გამოდის
იტალიური მედიის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ახალი ინიციატივით გამოდის. Corriere della Sera წერს, რომ ჯორჯია მელონი, „ალბანეთის მოდელის“ მსგავსად, მიგრანტთა რეპატრიაციის ცენტრების ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გახსნას ითხოვს. მათ შორის სომხეთში, მონტენეგროსა და აფრიკის ქვეყნებში.
03 აგვისტო 2026, 17:27
რეგიონი
პრემიერ-მინისტრმა შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
„სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით, კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით, სამუშაოები ჩატარდა შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში, დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
03 აგვისტო 2026, 17:24
საზოგადოება
ქეთა ხარძიანი: მადლობა მოსამართლეს, კანონიერი, სამართლიანი და ღირსეული გადაწყვეტილებისთვის! მადლობა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, თითოეულ გამომძიებელს და პროკურორს
ბესიკ ხარძიანის შვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება პროკურატურის განცხადებას, რომ სასამართლომ, კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო.


