არასამთავრობოები მოგერინის წერილს უგზავნიან
ფედერიკა მოგერინი
31 არასამთავრობო ორგანიზაცია ფედერიკა მოგერინის წერილს უგზავნის:
"გიგზავნით ამ წერილს, რათა შეგატყობინოთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მეტად საზიანო ქმედებების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად უარყოფითი ზეგავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის საშიშ მცდელობას წარმოადგენს.
კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებულ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო რეფორმა გასული წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და აიღო ვალდებულება განეხორციელებინა კომპლექსური საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, რათა შექმნილიყო დახვეწილი და გაუმჯობესებული დოკუმენტი ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, გადავწყვიტეთ მიდგომის მონაწილეობა მიგვეღო სპეციალურად შექმნილ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რომლის მიზანი კონსტიტუციური ცვლილებების ფართო და დეტალური განხილვა იყო.
დისკუსია კომისიაში სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო და ბუნებრივია, სამოქალაქო საზოგადოების ყველა წინადადება არ აისახა კონსტიტუციის საბოლოო კანონპროექტში. სამოქალაქო საზოგადოებას ასეთი ილუზია არც გვქონდა. თუმცა, იყო ერთი საკითხი - საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ისე ყველა პოლიტიკური პარტიისთვის საქართველოში (გარდა მმართველი პარტიისა). საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებამდე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უკვე არსებობდა მყარი კონსენსუსი. ამ რეკომენდაციას წლების მანძილზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც უჭერდნენ მხარს.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლებაში მყოფ არცერთ პარტიას არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები საარჩევნო სისტემების შესაცვლელად, რადგან არსებული შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემა ტრადიციულად უფრო ხელსაყრელია მმართველი პარტიისთვის. (სწორედ ამ სისტემის პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში სადეპუტატო მანდატების 75% მოიპოვა ხმათა მხოლოდ 49% მიღების პირობებში).
მანამდე, საკონსტიტუციო რეფორმა არ ყოფილა საზოგადოების მხრიდან აქტუალური ან რაიმე ფორმით დაკვეთილი. ერთადერთი საკითხი - საარჩევნო სისტემის შეცვლის საჭიროება - ფართო პოლიტიკური კონენსუსის შედეგი იყო. „ქართული ოცნება“ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა და გახდებოდა უფრო სამართლიანი. ზუსტად ამ მოლოდინით ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, დავთანხმდით საკონსტიტუციო კომისიის წევრობას. კომისიის მუშაობის განმავლობაში, ღიად დავაფიქსირეთ ყველა ჩვენი რეკომენდაცია და წუხილი როგორც საკონსტიტუციო კომისიის წინაშე, ისე ეროვნული მედიის საშუალებით და საჯარო შეხვედრებზე. ასევე, ჩვენი მოსაზრებები მივაწოდეთ ვენეციის კომისიას და არ დავიშურეთ ძალისხმევა, რათა ხელი შეგვეწყო კონსტრუქციული, ყოვლისმომცველი და კონსენსუსზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის.
კომისიის ოთხთვიანი საქმიანობის შედეგად, შემუშავდა სისტემის რეფორმირების დებულებები, რითაც დასრულდა ახალი კონსტიტუციის საბოლოო პროექტი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დაამტკიცა. პარლამენტში განსახილველად შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გულისხმობდა შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემიდან სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. იგი, ასევე, შეიცავდა გარკვეულ საკამათო პუნქტებს, რომლებიც მმართველი პარტიისთვის უპირატეს მდგომარეობას ანიჭებს სხვა გზებით და შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვაპროტესტებდით ამ დებულებებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ცალსახად მივესალმებით მთავარ შედეგს - მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში. პროექტი ამ ფორმით გადაეგზავნა ვენეციის კომისიას სამართლებრივი დასკვნის მისაღებად, რომელმაც გაიზიარა ჩვენი (სამოქალაქო საზოგადოების) პოზიციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა უგულებელყო არამარტო ვენეციის კომისიისგან მიღებული პასუხი, არამედ ასევე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მთელი პროცესი, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა პოლიტიკური პარტიის შეხედულებები; და არსებული ყველა მოლოდინის და პროექტის თავდაპირველი ვარიანტის საწინააღმდეგოდ, ცვლილებების დანერგვა საარჩევნო სისტემაში გადადო 2024 წლამდე (მომდევნო არჩევნების შემდგომ მორიგ ან რიგგარეშე საყოველთაოარჩევნებამდე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ქართულმა ოცნებამ" თავიდან კი განაცხადა, რომ არსებული საარჩევნო სისტემა რეფორმირებულ უნდა იქნეს, რათა უფრო სამართლიანი გახდეს, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა იგი მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის მიცემული დაპირებების, მათ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობის მიუხედავად და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ; და ეს ყველაფერი გაკეთდა მხოლოდ ერთადერთი მიზნით - მმართველ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნება სურს.
22-23 ივნისს, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან საპროტესტო აქციების ფონზე, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი მიიღო პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ორი მოსმენით ორი დღის ვადაში (პარლამენტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე; ტექსტი მიღებულ იქნა პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე 22 ივნისს; შესაბამისმა კომიტეტებმა ტექსტი მიიღეს მეორე მოსმენით 23 ივნისს და ასევე პლენარულ სხდომაზე იმავე დღეს. საკომიტეტო მოსმენაზეც და პლენარულ სხდომაზეც განხილულ იქნა მთელი დოკუმენტი თითოეული მუხლების მიხედვით, მეორე მოსმენის წესების თანახმად, მხოლოდ ერთი დღის ვადაში). საბოლოოდ, ტექსტი მიღებულ იქნა განსხვავებული მოსაზრებების სრული იგნორირებით - სხდომას არ დაესწრო არცერთი ოპოზიციური პარტიის დეპუტატი კანონპროექტის დაჩქარებულ ვადებში განხილვისა და მიღების პროტესტის ნიშნად.
ამრიგად, საქართველოს ამჟამინდელი მმართველი პარტია, "ქართული ოცნება", იღებს კონსტიტუციას, რომელიც დამტკიცებული და შეფასებულია მხოლოდ მათ მიერ, რომელშიც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის ან უცხოელი ექსპერტების არცერთი განსხვავებული მოსაზრება.
ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ მიმართულ პირდაპირ და გამიზნულ მცდელობასა და ნაბიჯს ამჯერად უფრო მაღალ - კონსტიტუციურ დონეზე, რაც საქართველოში დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მართლაც ძალიან სამწუხარო ვითარება გვაქვს ქვეყანაში, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას და მეტად მკაცრ რეაქციას. ეს არის ზუსტად ის, რასაც ვშიშობდით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპივა. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის პირობებში, რომელიც არ ემყარება ფართო კონსენსუსს, საფრთხე შეიძლება შეექმნას არა მარტო საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, არამედ მთლიანად პოლიტიკური პროცესის სტაბილურობას ქვეყანაში.
მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის მუდმივ და მტკიცე მხარდამჭერს, გამოიყენოთ თქვენ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დაგვეხმაროთ, შევარბილოთ და თავიდან ავიცილოთ საქართველოში მიმდინარე არახელსაყრელი მოვლენები, სანამ პარლამენტმა საბოლოოდ არ განიხილა და მიიღო ახალი კონსტიტუცია (კონსტიტუციის მესამე და საბოლოო მოსმენა დაგეგმილია შემოდგომაზე). ჩვენ თხოვნით მოგმართავთ, რომ მეტად მკაფიო და ძლიერი გზავნილები მიაწოდოთ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას საქართველოში იმასთან დაკავშირებით, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციისაკენ მიმართული მსგავსი ტენდენციები და მცდელობები შეუთავსებელია დემოკრატიის დასავლურ სტანდარტებთან და ამგვარად, მიუღებელია. ასევე მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედება ქვეყნის მხრიდან, რომელიც როგორც პოსტსაბჭოთა, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, მოწინავედ არის მიჩნეული, სხვა ქვეყნებისთვისაც ცუდი პრეცედენტია. იმისათვის რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ჩიხში არ შევიდეს და თავიდან ავიცილოთ ასეთი პრეცედენტის უარყოფითი ზეგავლენა რეგიონის სხვა ქვეყნებზე, ჩვენ მოგმართავთ თხოვნით, მოახდინოთ მყისიერი რეაგირება. ჩვენ მზად ვართ ამ პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ, საჭიროების შემთხვევაში.
თქვენი მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი გვაქვს."
წერილს ხელს აწერენ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
მედიის განვითარების ფონდი
სამოქალაქო განვითარების სააგენტო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
კავშირი საფარი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
მწვანე ალტერნატივა
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
თბილისის ლიბერალური აკადემია
ქვემო ქართლის საჯარო ინფორმაციის ცენტრი
საუნჯე
ასოციაცია სპექტრი
კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
დუშეთის განვითარების ფონდი
ჩვენ - ჯანსაღი მომავლისთვის
თავისუფლების ქარტია
სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
დემოკრატიის ინსტიტუტი
ასოციაცია ღირსეული სიბერე
ქალთა განათლების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრი
გენდერული თანასწორობის ქსელი
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
საქართველოს მედიაკლუბი
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 18:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გერმანიის მთავრობაზე: არჩევნებში უნდოდათ სხვა შედეგი, დამარცხდნენ და ამხელა ქვეყანა ამის თქმას ვერ უბედავს ქართველ ხალხს. მართლა კატა-თაგვობანას გვეთამაშებიან
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარლამენტში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაცია იყო და აღინიშნა, რომ ვებგვერდზე ინფორმაციის განახლება ტექნიკური ხარვეზის გამო არ ხდება.
16 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების
ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.
16 აპრილი 2026, 18:19
მსოფლიო
ჰეგსეტი აცხადებს, რომ ჩინეთმა აშშ დაარწმუნა, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნის
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავს. მისი თქმით, აშშ-მა მიიღო გარანტია, რომ ეს არ მოხდება.
16 აპრილი 2026, 18:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას
ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 18:03
პოლიტიკა
გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ენეს ბუჰიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
16 აპრილი 2026, 17:56
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი
ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი, ის არის ერთ-ერთი მსხვილი მასშტაბის „ენჯეოშნიკი“, რომელიც წლების განმავლობაში მსგავსი საქმიანობით იყო და არის დაკავებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
16 აპრილი 2026, 17:55
რეგიონი
ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იწყება
პროექტების ფარგლებში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.
16 აპრილი 2026, 17:55
მსოფლიო
ლიბანის პრეზიდენტმა მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა
ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნთმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას The Guardian-ი ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 17:54
რეგიონი
ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 17:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის
არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის. თუ თანამშრომლობას სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს ,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
16 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია
გაურკვევლობის ეპოქაში ეროვნული პარლამენტების ხმა არ უნდა შესუსტდეს, არამედ -გაძლიერდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
16 აპრილი 2026, 17:49
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და მიმაჩნია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული
„ჩვენ პრაგმატული და ფრთხილი მოლოდინით ველით დროს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არსებითად გადაიტვირთება და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ისეთი, როგორც ჩვენს ქვეყნებსა და საზოგადოებებს ეკადრება“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ კომუნიკაცია თბილისსა და ვაშინგტონს შორის სხვადასხვა დონეზე ახლაც მიმდინარეობს.
16 აპრილი 2026, 17:46
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო შანსი დიდი ხანია დაკარგა, როდესაც მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე და პრაქტიკულად არ აწარმოეს არჩევნები
რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო შანსი დიდი ხანია დაკარგა, როდესაც მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე და პრაქტიკულად არ აწარმოოს არჩევნები,- განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა"
16 აპრილი 2026, 17:40
მსოფლიო
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორი: ევროპას, სავარაუდოდ, ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორის, ფათიჰ ბიროლის განცხადებით, ევროპას, სავარაუდოდ, ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 17:37
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 17:30
ეკონომიკა
სებ-ის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონში საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.
16 აპრილი 2026, 17:28
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ცვლილება არ გულისხმობს აბასთუმანში არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ რეგიონში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს
ცვლილება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ რეგიონში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
16 აპრილი 2026, 17:21
მსოფლიო
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სერბეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, თუმცა ხვეწნას არავის დაუწყებს
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარკო ჯურიჩის განცხადებით, სერბეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, თუმცა ბლოკში მისაღებად არავის ხვეწნას არ დაუწყებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 17:13
სამართალი
4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების ეპიზოდზე მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა
4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორების ეპიზოდი ფინალურ ეტაპზე გადადის. მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა. ბრალდებულები დაიკითხნენ. ბოლო ვინც სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებული ლაშა ბერიძეა. ბერიძის თქმით მან არც სცენიდან გაკეთებული განცხადებების შინაარსი იცოდა წინასწარ და არც მოწოდების.
16 აპრილი 2026, 16:54
მსოფლიო
ჰეგსეტი ნატოს ქვეყნებზე: როცა სროლის ხმა გაისმა და მათი დახმარება დაგვჭირდა, ისინი არ იყვნენ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნატოს წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და მათ კიდევ ერთხელ დასდო ბრალი იმაში, რომ ისინი ვაშინგტონს ირანთან ომის დროს გვერდში არ დაუდგნენ.


