მაროშ შევჩოვიჩი: ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია
მაროშ შევჩოვიჩი
ფოტო: 1tv.ge
ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ენერგეტიკული კავშირის საკითხებში მაროშ შევჩოვმა ევროკავშირი საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად დაასახელა. ამის შესახებ მან ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" - მონაწილეებს სიტყვით მიმართვისას განუცხადა. ამის შესახებ 1tv.ge წერს
"ევროკავშირი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი, ინვესტორი და ოფიციალური დახმარების აღმომჩენია თქვენს ქვეყანაში, სადაც ჩვენ, ყველა იმ პროგრესულ რეფორმას ვუჭერთ მხარს, რომელიც საქართველოს ნათლად გამოკვეთილ ლიდერად აქცევს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში. ასევე ამით საქართველო ეკონომიკური და საზოგადოებრივი მდგრადობის მაგალითი ხდება", - განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.
მისი განცხადებით, ის მიხვდა, თუ რატომ დაიმკვიდრა ადგილი ევროპულ ბაზარზე ქართულმა ღვინომ და თევზეულმა.
"მაგრამ ეს დასაწყისია. ამ კონტექსტში მინდა მაღალი შეფასება მივცე საქართველოს ხელისუფლებას. მათი ძალისხმევისთვის, იმისთვის, რომ გამყარდეს ევროკავშირთან ურთიერთობები, ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით... ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც გასულ წელს ხელი მოეწერა, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და რა თქმა უნდა, თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სფერო გახლავთ ის მიმართულება, რომელსაც უკვე მოაქვს შედეგები", - განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.
ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 00:47
საზოგადოება
„პატრიარქმა დავითმა მითხრა, შენზეა დაწერილი ანდერძიო, რაც შემდეგ დაიკარგა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია. ეს რომ არ მოხდეს დავასახელე და ყველამ იცის ვინაა მოსაყდრე“ - ჯაღმაიძემ პატრიარქის კარნახით დაწერილი ჩანაწერი წაიკითხა
რამდენიმე წელი უშუალოდ პატრიარქის დაქვემდებარებაში ვიყავი. ამიტომ პატრიარქთან მქონდა კვირაში ორჯერ მაინც თათბირი, ანგარიშს ვაბარებდი, დავალებას ვიღებდი, რაღაცებს ვუთანხმებდი, ამიტომ სულ ვხედავდი, ჩემ თვალწინ იყო როგორ მიმდინარეობდა [მოსაყდრის გამორჩევა], - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
30 აპრილი 2026, 00:38
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის არჩევის პროცესზე: ვცდილობთ ისტორიულად მოვიძიოთ გამოცდილება, ვკითხოთ მღვდელმთავრებს, რას ფიქრობენ იმისთვის, რომ ყველაფერი ღირსეულად ჩატარდეს. არ არის მარტივი თემა, გვინდა ყველამ გაგვიზიაროს გამოცდილება
ძალიან რთულია როცა არ გვაქვს ცოცხალი მაგალითი, ვცდილობთ ისტორიულად მოვიძიოთ გამოცდილება, ვკითხოთ მღვდელმთავრებს რას ფიქრობენ, იმისთვის რომ ყველაფერი ღირსეულად ჩატარდეს, ამას ვცდილობთ, თუმცა არ არის მარტივი თემა, გვინდა ყველამ გაგვიზიაროს გამოცდილება, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის არჩევის საკითხზე საუბრისას. მისივე თქმით, სინოდის ზოგიერთი მღვდელმთავარი შესწრებულია პატრიარქის ინტრონიზაციას.
30 აპრილი 2026, 00:38
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე): ყველა ეპისკოპოსს აქვს მოწოდება, რომ ეკლესია იყოს ძლიერი, ასრულებდეს თავის ფუნქციას საუკეთესოდ და ამაში ყველანი ერთიანდებიან
„ჩვენ მომზადებული ვიყავით და ფორმულირებაც კი ჩამოვაყალიბეთ წინა საღამოს, როგორი ფორმულირებით უნდა შეგვეთავაზებინა მღვდელმთავრებისთვის, თუ ეს საკითხი, ასაკს ვგულისხმობ, კენჭისყრაზე დადგებოდა - როგორ უნდა ყოფილიყო გასაგებად, მარტივად და ბიულეტენში რა უნდა ჩაწერილიყო, როდესაც მღვდელმთავრებს ორ პასუხს შორის ექნებოდათ ასარჩევი. აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი აქტუალობას კარგავდა იმის გამო, რომ მეუფე დანიელსაც არ ჰქონდა დიპლომი.
30 აპრილი 2026, 00:21
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება
ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, რადგან თავად საეკლესიო ცხოვრების ეპიცენტრშია 90%-იანი სიზუსტით შეუძლია თქვას ვინ ვის მისცა ხმა.
30 აპრილი 2026, 00:13
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე ესაიას პიროვნება დიდ პატივისცემას იმსახურებს, თუმცა, დღევანდელ სინოდს არ შეუძლია დებულებაში ცვლილებების შეტანა, ეს ეპისკოპოსების უმრავლესობის მხრიდან შეფასდა, როგორც ძალიან სახიფათო
დღევანდელ სინოდს [დებულებაში] არ შეუძლია ცვლილებების შეტანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რითაც უპასუხა კითხვას - ვნახეთ მეუფე ესაიას წერილი. ამ საკითხზე თუ იყო მსჯელობა და რა არგუმენტი არსებობს?
30 აპრილი 2026, 00:05
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე: რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ისინი ამაზე წავიდნენ
რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ამაზე ისინი წავიდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში დღევანდელი ინტერპელაციის პროცესის შეფასებისას.
30 აპრილი 2026, 00:04
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წმინდა სინოდზე: უმაღლესი სიკეთე, რისთვისაც ჩვენი მღვდელმთავრები იღვწოდნენ იყო ეკლესიის სიძლიერე და პატრიარქის დანატოვრის გაგრძელება
ჩვენ გვქონდა პერიოდი, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც იყო ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, თუმცა ძალიან დიდ იმედს იძლევა ის, რაც მღვდელმთავრებმა გამოავლინეს ერთობის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის ბოლო სხდომაზე საუბრისას. მისივე თქმით, იყო ბევრი მოსამზადებელი საკითხი, რათა სინოდის სხდომა უმაღლეს დონეზე შემდგარიყო.
29 აპრილი 2026, 23:53
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს პოლიტიკურ საქმიანობაში მამუკა მდინარაძის უფრო აქტიურად ჩართვა. მათი ქილიკის მცდელობები, მათივე წუხილზე მეტყველებს
ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა შეიქმნა და ღიმილის მომგვრელია ის აჟიოტაჟი, რაც ამას მოჰყვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
29 აპრილი 2026, 23:49
პოლიტიკა
კირცხალია VT Sakartvelo News-ზე: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რას ებრძვიან, ებრძვიან პირველ რიგში ავტორიტეტებს
ჰერჩინსკი, პოლონეთი ტყუილად არ ვახსენე. ავიღოთ მაგალითად, პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვეშ მოქმედი ინტერნეტ ტელევიზია, სადაც ვინ არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი? „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, წამყვანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. „ეს იქნება დაფინანსების წყარო, ერთი რაღაც შუა რგოლისთვის პოლონეთის მხრიდან და ამავდროულად იმ სიბინძურისა და ზიზღის ფრქვევისთვის, რასაც არ ყოფნის აქაური ორი, პარტაქივის ტელევიზია. პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, ჩატარდა სინოდის სხდომა, იცით მთელი ქვეყნის დამოკიდებულება. ამ ახალ პლატფორმაზე ვიღაც ექსპერტი ჰყავდათ, უსამშობლო, უსახელო და უგვარო, რომელიც პირდაპირ თავს ესხმოდა იმ სინოდის სხდომას, რომელიც ახლა ჩატარდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რას ებძვიან, ებრძვიან პირველ რიგში ავტორიტეტებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
29 აპრილი 2026, 23:35
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, უბრალოდ, ის სრულიად განწირულია კრახისთვის და ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია
როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, ეს უბრალოდ, სრულიად განწირულია კრახისთვის და ყველაფერი ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ 26 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.
29 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ. ეს არის მათი იდეა, დავალება და ამოცანა
მათ არჩეული აქვთ დესტრუქციული კურსი და მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ. „მან უპასუხა კითხვას - ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებას. რაზე მეტყველებს ასეთი ხისტი დამოკიდებულება?“
29 აპრილი 2026, 23:15
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ძალიან მკაფიოდ გამოიყვანეს აგენტურულ ველზე ფორმალურად, თანამდებობრივად ელჩები
ძალიან მკაფიოდ გამოიყვანეს აგენტურულ ველზე ფორმალურად, თანამდებობრივად ელჩები, ბატონი ჰერჩინსკის თაოსნობით, რა თქმა უნდა ყველა დიპლომატიურ მისიას არ ვგულისხმობ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის ელჩის ბოლო განცხადებაზე საუბრისას. „დავიწყოთ ბატონი ჰერჩინსკით და მისი მორიგი თავხედური, დესტრუქციული განცხადებით, რომელსაც სამწუხაროდ მან და არა მხოლოდ მან შეაჩვია ჩვენი საზოგადოება. თავხედურ და შეურაცხმყოფელ განცხადებასთან ერთად მკაფიო მუქარის ტონები. შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, გასცდა ყველანაირ მორალურ ზღვარს, არაფერს ვამბობ დიპლომატიურ ეთიკასა და ვენის კონვენციაზე, არც არის მოსატანი ამ ყველაფერთან. მათ ვერ გაიცნეს ჩვენი ქვეყანა, მათ აქვთ მკაფიო დავალება და ისინი გამხმოვანებლის ფუნქციას ასრულებენ“, - განაცხადა კირცხალიამ.
29 აპრილი 2026, 22:55
მსოფლიო
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: ძალიან კარგი საუბარი გვქონდა - ვფიქრობ, გამოსავალს საკმაოდ სწრაფად ვიპოვით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ დეტალები გააჟღერა. მისი განმარტებით, დიალოგი უკრაინისა და ირანის საკითხებს შეეხო და საუბარს „ძალიან კარგი“ უწოდა.
29 აპრილი 2026, 22:24
რეგიონი
ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართა
ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართა.
29 აპრილი 2026, 22:22
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ეწეოდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ, ეს არის მათი სახე და სწორედ ამიტომ ვეძახით უსამშობლოებს და უღმერთოებს
სე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ეკლესიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადება.
29 აპრილი 2026, 21:57
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი: გვესმის ბრალდებები არჩევნების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც საერთაშორისო დონეზე ვერ მოვისმინეთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა რომელიმე ბრალდების არსებობას
ჩვენ დისკუსიისა და დებატების ფარგლებში, ფაქტობრივად, დავფარეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა რაიმე წუხილები, თუ კითხვის ნიშნები, - განუცხადა „ქრონიკას“ პარიზში, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლთა მონაწილეობით გამართულ დებატებში მონაწილეობდა.
29 აპრილი 2026, 21:41
მსოფლიო
ზელენსკი: მივიღეთ გზავნილები პარტნიორებისგან, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული გამოწვევის გამო, შესაძლოა არ ღირდეს რუსეთის ზოგიერთ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებისგან მიიღო გზავნილები რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების შეჩერების შესახებ, რაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ გამოწვევებს უკავშირდება.
29 აპრილი 2026, 21:33
მსოფლიო
კრემლი: პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.
29 აპრილი 2026, 21:26
პოლიტიკა
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია
საქართველოს პრეზიდენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
29 აპრილი 2026, 21:22
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ბლოკადა გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე დაბომბვა - მათ ჩასუქებული ღორივით სული ეხუთებათ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან უარყო ირანის წინადადება აშშ-ის ბლოკადის მოხსნისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ.


