imedi /  17 ივლისი 2017, 17:20 / სანდო წყარო

თურქეთში ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი დედა-შვილი საქართველოში დაბრუნდა

ერთ-ერთი დაშავებული

საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე - დედა-შვილი, რომლებიც თურქეთში მომხდარი ავარიის დროს მსუბუქად დაშავდნენ, ქვეყანაში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდნენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს, თუმცა დამატებითი გამოკვლევები ბათუმში მაინც ჩაუტარდებათ.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის თურქეთში ხუთი დაშავებული რჩება, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ტრაპიზონისა და გირესუმოს საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები.

ავარიის დროს დაშავებულთა ნაწილი საქართველოში წუხელის, გვიან ღამით დაბრუნდა

ავტობუსი, რომელსაც "ერისიონთან" არსებული ცეკვის ანსამბლი "ლამპრები" ბულგარეთში გადაჰყავდა, 16 ივლისს, გამთენიისას გზაზე ამოტრიალდა. ავტობუსში 38 ადამიანი, მათ შორის 26 ბავშვი იყო.

კომენტარები ()