imedi /  17 ივლისი 2017, 19:42 / სანდო წყარო

საქართველოს არაბთა საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

შეიხი აბდულა ბინ ალ ნაჰაინი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი შეიხი აბდულა ბინ ალ ნაჰაინი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი მარგველაშვილს და მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება.

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის ხელი მოეწერება რიგ შეთანხმებებს, მათ შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ თანამშრომლობის დოკუმენტს. ხელმოწერის ცერემონიის დასასრულ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. 

კომენტარები ()