25 მაისი 2026, 12:40 / სანდო წყარო

თამარ ჩიბურდანიძე: ვერც „კარდაკარი“ ჩაატარეს, ვერც ხელისუფლების შეშინება გამოსდით 26 მაისს. დროა შეიგნოს ოპოზიციამ, რომ რევოლუციების დრო დასრულდა, ახლა ევოლუციური განვითარების დროა მსოფლიო პოლიტიკაში

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

26 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებს კიდევ ერთი იმედგაცრუება ელოდებათ.

მისი თქმით, დროა ოპოზიციამ შეიგნოს, რომ საქართველოში რევოლუციების დრო დასრულდა და ახლა ევოლუციური განვითარების დროა მსოფლიო პოლიტიკაში.

„ხვალ 26 მაისია და ოპოზიციის მხარდამჭერები კიდევ ერთ იმედგაცრუებას მიიღებენ. ვერც „კარდაკარი“ ჩაატარეს, ვერც მასშტაბურ დემონსტრაციას აწყობენ ხელისუფლების შესაშინებლად. თარიღები შემოელიათ, არადა დრო მათზე არ მუშაობს. მათი მხარდამჭერები კი თანდათან ნიჰილიზმში გადადიან. ისინი, ვინც ხვალინდელ დაანონსებულ აქციას თავიდანვე არ შეუერთდნენ, ბევრად უფრო გამართულნი არიან საკუთარ ამომრჩეველთან. მიხვდნენ, რომ 26 მაისი საერთო ეროვნული დღესასწაულია და ამ დღეს საპროტესტო აქციის გამართვა რუსთაველზე, ხალხის რისხვას გამოიწვევდა. თან ამ დღეს ისედაც ძალიან ბევრი მოქალაქე გამოდის გარეთ.

ხვალიდან ალბათ ახალ თარიღს დააანონსებენ და სავარაუდოდ, ეს იქნება „ვარდების რევოლუციის“ დღე. ეს დღე ნამდვილად მათ ეკუთვნის და არავინ შეეცილება. შემდეგ, ალბათ ისევ რომელიმე საერო დღესასწაულს შეარჩევენ, თორემ საეკლესიო დღესასწაულების თარიღები ნამდვილად არ ეცოდინებათ.

როდემდე უნდა ატაროს ოპოზიციამ თავიანთი ხალხი სახალხო დღესასწაულებზე „სახალხო რევოლუციის“ მოსაწყობად არ ვიცით და დარწმუნებული ვარ, არც მათ იციან, რადგან ეს ყველაფერი იქიდან მოდის, სადაც უკვე საკუთარ დღის წესრიგსაც ვეღარ ადგენენ. ევრობიუროკრატების მიერ შექმნილი ქაოსი მათ ქვეყნებში პიკს აღწევს. ასეთი დასუსტებული ევროპა ამერიკის მოკავშირეობის გარეშე, სხვა ქვეყანაში რევოლუციას ვერ მოაწყობს. პირიქით, ახლა მათი ქვეყნებია არეულობის პირისპირ.

ჩვენ კი ვიზეიმოთ ხვალინდელი ეროვნული დღესასწაული. ვულოცავთ სრულიად საქართველოს და ვულოცავთ მათაც, ვინც „მართალი გზის“ ძიებაში ყალბ პოლიტიკოსებთან ერთად რევოლუციების მოწყობას ცდილობენ. ვურჩევდით, შეიგნოს ოპოზიციამ, რომ რევოლუციების დრო დასრულდა, ახლა ევოლუციური განვითარების დროა მსოფლიო პოლიტიკაში“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ყველა სიახლე

25 მაისი 2026, 13:29

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხაშურის N 5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

პროკურატურის პროფესიული კვირეულის ფარგლებში, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა ქალაქ ხაშურის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - „პროფესია პროკურორი“ შეხვედრა გამართა. აქტივობა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებისათვის პროკურორის საქმიანობის აღწერასა და პროკურორის პროფესიის გაცნობას, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

25 მაისი 2026, 13:25

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ცივ-გომბორის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ კანონპროექტი „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, ასევე მისი თანმდევი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით წარადგინა.

25 მაისი 2026, 13:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია

„სახელმწიფომ შექმნა ინოვაციებისთვის კონკურენტული გარემო - მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა, IT სექტორის მხარდაჭერა და მთლიანი ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან უპირატესობად იქცა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნული პრეზენტაცია მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

25 მაისი 2026, 13:19

მსოფლიო

კალიფორნიაში ტოქსიკური ქიმიკატების რეზერვუარის აფეთქების საფრთხის გამო ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული

გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლი ზელდინმა მედიას განუცხადა, რომ „ყველაზე კატასტროფული სცენარი“ იქნებოდა ერთი რეზერვუარის აფეთქება, რაც ჯაჭვური რეაქციით მეზობელი ავზების აფეთქებასაც გამოიწვევდა. „სწორედ ამიტომ გამოცხადდა ასეთი მასშტაბური ევაკუაცია“, - განმარტა მან.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2026, 13:13

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური

2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

25 მაისი 2026, 13:07

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2026, 13:06

პოლიტიკა

პრემიერი: აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტა ყველა თემაზე, ეს ეხება როგორც გაზის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ეხება ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, სადაც გვაქვს ასევე იდეალური პირობები და ეს შეეხება ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას

აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს მივუდექით არა როგორც სტანდარტულ დიალოგს ორ სახელმწიფოს შორის, არამედ ეს იყო მეგობრული საუბარი საერთო ინტერესებზე, ყველგან გვაქვს იდეალური პირობები, თანაბრადაა გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები, ეს ეხება როგორც გაზის და ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2026, 13:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ - ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ყურადღებას არ მოვადუნებთ და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება

ჩვენ ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

25 მაისი 2026, 12:51

სამართალი

პროკურატურამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2026, 12:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩავიხედეთ ამ საკითხში, მივიღეთ გადაწყვეტილება გადახედვის თაობაზე და ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო

რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩავიხედეთ ამ საკითხში, მივიღეთ გადაწყვეტილება გადახედვის თაობაზე და ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2026, 12:47

პოლიტიკა

პრემიერი ანდრეოლის ვიზიტზე: პირველად გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის, ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა

ვიზიტის ფარგლებში, გვექნება პირველად შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, პირველ რიგში, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის, ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, პირველ რიგში, დაველოდებით მათ პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოში პიტერ ანდრეოლის ვიზიტს შეეხებოდა.

ლეო XIV

25 მაისი 2026, 12:47

მსოფლიო

რომის პაპი ახალ მიმართვაში ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანის დაცვაზე ისაუბრებს

როგორც გამოცემა Der Spiegel გვახსენებს, პაპი ხელოვნური ინტელექტის შესახებ სიტყვით უკვე გამოვიდა რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტში ვიზიტისას, რომლის სტუდენტებიც პონტიფექსს, როგორც პოპ-ვარსკვლავს, ისე შეხვდნენ. ამ გამოსვლაში ლეონ XIV-მ აღნიშნა, რომ სამყაროში გაიმარჯვა დამახინჯებულმა სისტემამ, რომელიც „ადამიანს ციფრების ერთობლიობამდე ამცირებს“. „ჩვენ არ ვართ ალგორითმები“, - აცხადებდა პაპი, რომელმაც თავისი საეკლესიო კარიერის დასაწყისში მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

25 მაისი 2026, 12:47

საზოგადოება

ფლორენციის რეგულირების სკოლის ორგანიზებით ენერგეტიკის საკითხებზე 21 სექტემბერს ტრენინგები ჩატარდება

21 სექტემბერს, ქ. თბილისში ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2026, 12:44

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13,3 მილიარდი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ - 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 მლნ 120 000 და ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 280 000

2020 წელს ჩვენი მოქალაქეების ნეტო შემოსავალი იყო 13, 3 მილიარდი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი აჭარბებს 33 მილიარდ ლარს. ეს გადასახადები ბიუჯეტში შეიტანა ჩვენმა 1 მლნ 400 000-მა თანამოქალაქემ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2026, 12:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, ეს არის დღევანდელი მოცემულობა, დაველოდოთ მშვიდად მოვლენების განვითარებას

გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას იმისა, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

25 მაისი 2026, 12:39

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სამცხე ჯავახეთის საოლქო და ახალციხის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურატურის და ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა თამუნა მურჯიკნელმა და გრიგოლ კაპანაძემ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - „პროფესია პროკურორი“ შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2026, 12:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალებაზე: ჩვენ არათუ უარი ვთქვით, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, ეს არის საჭირო დანაშაულის პრევენციისთვის, ეს არის საჭირო სახელმწიფოსთვის

ჩვენ არათუ უარი, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება და ეს პოზიცია გავუზიარეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც არაერთგზის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

25 მაისი 2026, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: შეკრების გამართვა ყველას შეუძლია ჩვენს ქვეყანაში, პირიქით, მგონი კარგიც იქნება, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს

26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები, აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას შეეხებოდა.

გიორგი კალანდარიშვილი

25 მაისი 2026, 12:32

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ახალციხეში გაიმართა და მას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.