imedi /  18 ივლისი 2017, 11:09 / სანდო წყარო

გენგეგმის თანახმად, მტკვარზე შესაძლოა წყლის ტრანსპორტმა იმოძრაოს

თბილისში, მდინარე მტკვარზე შესაძლოა წყლის ტრანსპორტმა იმოძრაოს. ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში წერია, რომელიც ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა საკითხსაც მოიცავს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

"მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესში განხილულ იქნა მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა, როგორც მგზავრების გადაადგილების ალტერნატიული საშუალება, მისი სიგრძივი ღერძის გასწვრივ. მდინარის ნაპირები რამდენიმე ადგილზე აღჭურვილია წყალთან მისადგომებით (კიბეებითა და პანდუსებით), მათი ეფექტური გამოყენებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი: მდინარის გათავისუფლება საკანალიზაციო და სხვა ნარჩენებისაგან; გამოსაკვლევია მდინარის ნაპირების სიღრმე ნაოსნობისათვის; აუცილებელია წყლისა და ქუჩის სიმაღლის დონეებს შორის არსებული დიდი სხვაობის შემცირება მდინარის ნაპირებთან მიწვდომადობის თვალსაზრისით", - წერია კონცეფციაში.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში საჰაერო ტრანსპორტის შესახებაც წერია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღეისათვის, დამატებითი ასაფრენი ბილიკების საჭიროება არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, აეროდრომმა, საჰაერო რისკების შესამცირებლად, მის გარშემო არსებული ბუფერული ზონა შეინარჩუნოს.

"თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის პოტენციალს განაპირობებს აეროპორტის დამატებითი საფრენი ბილიკებითა და მისადგომებით უზრუნველყოფა. ზრდის პოტენციალი ასევე მდგომარეობს დღის განმავლობაში ოპერირების ხანგრძლივობის გაზრდით, სადაც არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი მისადგომის ტევადობა მაქსიმალურად იქნება ათვისებული უფრო მეტი დროით. დღეისათვის, დამატებითი ასაფრენი ბილიკების საჭიროება არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, აეროდრომმა, საჰაერო რისკების შესამცირებლად, შეინარჩუნოს მის გარშემო არსებული ბუფერული ზონა, განსაკუთრებით ასაფრენი ბილიკის ბოლოებსა და მის სამხრეთ ნაწილში. შეზღუდული აეროდრომის პირობებში ასევე შესაძლებელია უფრო მოდულარული ტერმინალის შექმნა, რომელიც შეძლებდა დამატებითი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფას მოთხოვნის შესაბამისად", - ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, შესაძლოა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალოს.

ყველა სიახლე

ირაკლი ჭეიშვილი

08 სექტემბერი 2026, 11:21

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციაში რომ კრიზისია, ეს არახალია. არაერთხელ შედგა მათი გაერთიანება და დაიშალა, უკვე რეკორდსაც მიაღწიეს

ოპოზიციაში რომ კრიზისია, ეს არახალია, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

08 სექტემბერი 2026, 11:20

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება⚽

ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდება. მისი ვილიარეალი დღეს დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გურამ მაჭარაშვილი

08 სექტემბერი 2026, 11:17

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 წერილზე: წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ მეხუთე წერილს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამჯერადაც, რაიმე ახსნა-განმარტება პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არ გაკეთებულა.

08 სექტემბერი 2026, 11:04

სამართალი

სგპ ,,ყაზბეგისა“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 10:58

მსოფლიო

Reuters: ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

ლატვიის მთავრობა რუსეთიდან და ბელარუსიდან ქვეყანაში შემოტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის პრემიერ-მინისტრზე ანდრის კულბერგსზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 10:49

საზოგადოება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

08 სექტემბერი 2026, 10:41

რეგიონი

ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

08 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

08 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 10:37

საზოგადოება

გივი მიქანაძემ და სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

მემორანდუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის კავშირების გაღრმავებას, ასევე ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.

08 სექტემბერი 2026, 10:35

სამართალი

პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 10:27

რეგიონი

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

08 სექტემბერი 2026, 10:18

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა

„იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირების დ. დ-ის (ვანი, სოფელი ციხესულორი), ზ. ხ-ის (ვანი, ტაბიძის ქუჩის მიმდებარე), ჰ. ა-ის (თერჯოლა, სოფელი კვახჭირი) და ა. ც-ის (თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი) ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ. ამავდროულად, ობიექტებზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა“.

დონალდ ტრამპი

08 სექტემბერი 2026, 10:13

მსოფლიო

ტრამპი ამერიკაში Bombardier-ის ტიპის კანადური თვითმფრინავების გაყიდვის აკრძალვით იმუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ ამერიკაში კანადური წარმოების Bombardier-ის ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავების გაყიდვას აკრძალავს.

08 სექტემბერი 2026, 10:03

რეგიონი

წალკაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ადგილობრივმა მკვიდრმა, წალკაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიპოვა 4 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.

პრინცი ჯორჯი, პრინცი უილიამი და პრინცესა ქეთრინი

08 სექტემბერი 2026, 09:48

ტაბლოიდი

პრინცი ჯორჯი სწავლას იტონის კოლეჯში გააგრძელებს

13 წლის პრინცი ამ ელიტური კერძო სკოლა-პანსიონის მოსწავლე გახდება, სადაც ბრიტანეთის 20 პრემიერ-მინისტრს აქვს განათლება მიღებული და სადაც სწავლის საფასური წელიწადში დაახლოებით 65 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

08 სექტემბერი 2026, 09:41

მსოფლიო

მედია: უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიქტორია სპარცი

08 სექტემბერი 2026, 09:30

მსოფლიო

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი - ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი გამოცემა The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გასაიდუმლოებულმა აუდიტორულმა შემოწმებამ გამოავლინა, რომ 2024 წელს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თაღლითობის, კორუფციული სქემებისა და არასწორი მენეჯმენტის გამო 1,2 მილიარდი დოლარი დაკარგა.

08 სექტემბერი 2026, 09:29

ტაბლოიდი

მექსიკაში ენოტებმა ნაგვისგან სათამაშოების დამზადება ისწავლეს🦝

ჯუჯა ენოტები მხოლოდ კუნძულ კოსუმელზე ბინადრობენ და გადაშენების პირას იმყოფებიან. ველურ ბუნებაში მხოლოდ 200-ზე ნაკლები ინდივიდია დარჩენილი.

დონალდ ტრამპი

08 სექტემბერი 2026, 09:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: როცა ირანთან ომს მოვიგებთ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის მოსახლეობას ჰპირდება, რომ როცა აშშ ირანთან ომს მოიგებს, ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცემა.