imedi /  27 ივლისი 2017, 11:19 / სანდო წყარო

23%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება, 9%-ის შეხედულებებთან ნაციონალური მოძრაობა დგას

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა. შეკითხვაზე "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს" გამოკითხულთა 23% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება". ოცნება მეორე არჩევნის სახით გამოკითხულთა 2%-მა დაასახელა.

გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ნაციონალური მოძრაობა" დგას. ნაციონალები მეორე არჩევნის სახით გამოკითხულთა 2%-მა დაასახელა.

"ევროპულ საქართველოს" - 4% უჭერს მხარს, ის მეორე არჩევნის სახით გამოკითხულთა 3%-მა დაასახელა; "პატრიოტთა ალიანსს" 4% აქვს, ის მეორე არჩევნის სახით გამოკითხულთა 3%-მა დაასახელა; "ლეიბორისტულ პარტიას" - 3% უჭერს მხარს, ის მეორე არჩევნის სახით 2%-მა დაასახელა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კომენტარები ()