ბესელია და კახიძე მოსმენების კანონზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
კომიტეტის სხდომა
ნინო არღვლიანი
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც ე.წ. „მოსმენების კანონში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ეკა ბესელიასა და ოთარ კახიძეს შორის დაპირისპირება საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას მოჰყვა. განხილვაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრ ოთარ კახიძეს მოძალადე უწოდა: „საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავი ხარ. ვინც შენ და ადეიშვილს გადაგირჩათ, ისინი გავათავისუფლეთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპასუხოდ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ცილისწამებაში დაადანაშაულა: „თქვენ ხართ ცილისმწამებელი. თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა ოთხოზორიას მკვლელობა და ის, რომ რუსეთი ჩვენი ჯარისკაცების დევნას ახორციელებს. უმრავლესობა ცდილობს შემოგვასაღოს კანონპროექტი, რომელსაც აკონტროლებს და მართავს სუს-ი. სუს-ის ხელში აღმოჩნდება ყველა ბერკეტი და დაიწყება უკონტროლო მოსმენები", - განაცხადა ოთარ კახიძემ. მისი თქმით " ევროპული საქართველოს" შეთავაზება ემთხვევა არასამთავრობოების წინადადებას, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფარული მოსმენების საკითხზე კანონში გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი იანვარში შექმნა. ჯგუფის მიზანია იმსჯელოს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ე.წ. „მოსმენების კანონში“ 2017 წლის 31 მარტამდე უნდა შევიდეს. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ 2014 წელს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი და დებულებები საკონსტიტუციო სასამართლომ, კამპანია „ეს შენ გეხება“-ს სარჩელის საფუძველზე, არაკონსტიტუციურად ცნო. კანონმდებლებს 2017 წლის 31 მარტამდე აქვთ ვადა, რათა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შეიტანონ.
ყველა სიახლე
07 ივნისი 2026, 18:07
სპორტი
სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
07 ივნისი 2026, 18:04
მსოფლიო
სამართალდამცველებმა გიუმრიში „ძლიერი სომხეთის“ ოფისში პარტიის წევრები დააკავეს
ბლოკმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი ძალისმიერი ქმედების მიზანი პარტიის შტაბის მუშაობის ჩაშლაა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადვოკატებს ოფისში შესვლისა და მოქალაქეების უფლებების დაცვის საშუალებას არ აძლევენ.
07 ივნისი 2026, 18:01
საზოგადოება
პატრიარქი შიო III: თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით
თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
07 ივნისი 2026, 18:00
მსოფლიო
INSA: ფრიდრიხ მერცის საქმიანობით გამოკითხული გერმანელების მხოლოდ 15%-ია კმაყოფილი
ასევე, გამოკითხვამ დააფიქსირა თავად მერცის პოპულარობის მკვეთრი ვარდნა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირველი წლის განმავლობაში: INSA-ს გამოკითხვის რესპონდენტთა რეკორდულმა 77%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მისი მუშაობით, რაც 6 პუნქტით მეტია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით.
07 ივნისი 2026, 17:54
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ ლიდერები სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ფრაქციის წევრებს შეხვდნენ
პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ ლიდერები სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ფრაქციის წევრებს შეხვდნენ.
07 ივნისი 2026, 17:35
სპორტი
„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
07 ივნისი 2026, 17:35
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში ბავშვთა საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი მიმდინარეობს
600-ზე მეტი ბავშვის ნათლია, რომლებიც ოჯახების, მესამე და მომდევნო შვილებია, შიო მესამე იქნება. ის ილია მეორის დაწყებულ ტრადიციას განაგრძობს.
07 ივნისი 2026, 17:27
მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა
„ხმა მივეცი სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობიან, განვითარებად, ძლიერ და სტაბილურ მომავალს“, - განაცხადა მან.
07 ივნისი 2026, 17:25
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე. ყველას ჰგონია, რომ არის სუპერვარსკვლავი, რომ თვითონ უნდა იყოს მუდმივად ლიდერი და ყველა დანარჩენი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში
ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე. ყველას ჰგონია, რომ არის სუპერვარსკვლავი, ყველას ჰგონია, რომ თვითონ უნდა იყოს მუდმივად ლიდერი და ყველა დანარჩენი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.
07 ივნისი 2026, 17:23
მსოფლიო
ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა ჯეი დი ვენსი ქვეყანაში სტუდენტის მკვლელობასთან დაკავშირებული კომენტარის გამო გააკრიტიკა
„გუშინ ვესაუბრე ვიცე-პრეზიდენტ ვენსს და რამდენიმე ასპექტს გავუსვი ხაზი. პირველ რიგში აღვნიშნე, რომ ჩვენი დემოკრატია კარგად მუშაობს, გამოძიება ტარდება. მეორე - არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მომხდარს მასობრივ მიგრაციასთან რაიმე კავშირი აქვს. ამიტომაც ვუთხარი ბატონ ვენსს, რომ ის ცდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთში მკვლელობის ფაქტები შემცირებულია“, - აღნიშნა ლემიმ.
07 ივნისი 2026, 17:11
კულტურა
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს. ქართული მრავალხმიანობა და ტრადიციული გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 16:59
მსოფლიო
სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის სქემაში მონაწილეობისთვის 5 ადამიანი დააკავეს
ქვეყნის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებულმა ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება კომისიის წევრების შერჩევისას.
07 ივნისი 2026, 15:59
სამართალი
შსს: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული - მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს ჭრილობები მიაყენა, პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 15:31
მსოფლიო
რომის პაპის მესაზე მადრიდში მილიონ ადამიანზე მეტი შეიკრიბა
ქადაგებისას პაპმა შეკრებილებს მოუწოდა, გამოეხატათ თავიანთი რწმენა სხვების დახმარებით და აღნიშნა, რომ ღმერთი „საკუთარ თავს აიგივებს ღარიბებთან, ჩაგრულებთან, მათთან, ვინც მარტო და მიტოვებულია“. მისივე თქმით, მათ რელიგიას უნდა შეხედონ არა როგორც „წარსულის მუზეუმს, რომელსაც მხოლოდ სტუმრობენ, არამედ როგორც რწმენის სკოლას, საიდანაც დღესაც კი უნდა მიიღონ ცოდნა“.
07 ივნისი 2026, 15:25
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათისთვის 33,84% შეადგინა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, 14:00 საათის მონაცემებით, ხმა 847 226 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,84%-ს შეადგენს.
07 ივნისი 2026, 15:11
მსოფლიო
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების ბრალდებით 6 დაკავებულის შესახებ განაცხადა
უწყების ცნობით, დაფიქსირდა სავარაუდო განმეორებითი ხმის მიცემის 6 და კენჭისყრის ფარულობის შესაძლო დარღვევის 5 შემთხვევა. შეგროვებული მასალები გადაეგზავნა წინასწარი გამოძიების ორგანოებს.
07 ივნისი 2026, 14:53
სპორტი
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის „ტენერიფეს დაუპირისპირდება🏀
საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა „მურსია“ 100-76 დაამარცხეს და სერიაში 2-1 გაიმარჯვეს. 34 წლის ქართველმა კალათბურთელმა 24 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
07 ივნისი 2026, 14:53
მსოფლიო
კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
07 ივნისი 2026, 14:50
მსოფლიო
ჩინეთი ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალურ საზღვაო ოპერაციას ატარებს
ჩინეთი ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალურ საზღვაო ოპერაციას ატარებს. ოპერატიული მანევრები მას შემდეგ დაიწყო, რაც იაპონიამ და ფილიპინებმა ტაივანის აღმოსავლეთით მდებარე საზღვაო საზღვრების დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გამოაცხადეს. პეკინი ამას ჩინეთის ტერიტორიული სუვერენიტეტის, ასევე მისი საზღვაო უფლებებისა და ინტერესების დარღვევად მიიჩნევს.
07 ივნისი 2026, 14:49
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანელები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს აიათოლა იღებს. ყველასთან შეხვედრის სურვილი მაქვს და რაღაც ეტაპზე, ალბათ მასაც შევხვდები
„ვერ ვიტყოდი, რომ გაბრაზებული ვიყავი. ცოტა გამაღიზიანა იმან, რომ მუდმივად ებრძვის ლიბანს. მე ვუთხარი: „ბიბი, ეს უნდა შეწყდეს“, მაგრამ ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ის ომში მყოფი ქვეყნის პრემიერია, მე ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ირანელები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს აიათოლა იღებს. ასე ხდება დიდი ხანია, ჯერ მამამისი იღებდა, ახლა თვითონ იღებს, როგორც მემკვიდრე, მაგრამ ჩვენ კარგად მივდივართ. რაც შეეხება მასთან შეხვედრას, ამაზე არ მიფიქრია. ვისურვებდი მასთან შეხვედრას. ყველასთან შეხვედრის სურვილი მაქვს და რაღაც ეტაპზე, ალბათ მასაც შევხვდები“, - განაცხადა ტრამპმა.


