ადვოკატი: ბექა შენგელია შეურაცხადია
ბექა შენგელია
ირმა ყოჩიაშვილი
დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. ბრალდებულ შენგელიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების დღიდან ფსიქიატრიულ განყოფილებაშია. "ბექა შენგელია შეურაცხადია, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა", - განაცხადა ადვოკატმა.
ლალი ბიწოშვილის თქმით, ექსპერტიზის ბიურომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასრულყოფილი დასკვნა დადო. დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდება იმ გამომძიებელს კითხვას, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა. მოწმის დაკითხვის შემდეგ აუდიო-ვიდეო მასალებს გამოიკვლევენ. საუბარია გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ვიდეომასალებზე, სადაც ბრალდებულების გადაადგილებაა ასახული. სხდომას ორივე ბრალდებული, ბექა შენგელია და ირმა ყოჩიაშვილი ესწრებიან. სასამართლო პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილის შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ირმა ყოჩიაშვილმა ბექა შენგელიასთან ერთად დედა, 1940 წელს დაბადებული ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშა, ხოლო შემდგომ გაგუდა და დანის დარტყმით მოკლა. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.
76 წლის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა თავი დამნაშავედ ცნო. კანიბალიზმის ფაქტი დაადასტურა ასევე ბექა შენგელიამაც.
ყველა სიახლე
09 ივლისი 2026, 13:02
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 12:58
მსოფლიო
მერცის განცხადებით, აშშ-მა გერმანიას Tomahawk-ის ტიპის რაკეტების ყიდვის ნებართვა მისცა
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობამ ბერლინს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების ყიდვის უფლება მისცა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 12:54
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინეს.
09 ივლისი 2026, 12:52
ეკონომიკა
სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლონდონის საფონდო ბირჟისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს აიუნა ნეჩაევას და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 12:49
საზოგადოება
კახა კალაძე: თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება - რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ
„ჩვენ მომავალშიც ისეთივე პასუხისმგებლობით განვაგრძობთ თბილისის გამწვანებასა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, როგორც ამას ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით. ჩვენი მიზანია, თბილისი იყოს ქალაქი, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს; ქალაქი, სადაც სისუფთავე, წესრიგი, სიმწვანე და ადამიანზე ზრუნვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რადგან ქალაქის სიყვარული სიტყვებით კი არ იზომება, არამედ ყოველდღიური შრომით, პასუხისმგებლობითა და გაფრთხილებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
09 ივლისი 2026, 12:48
რეგიონი
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საპარკინგე სივრცეებს შემზღუდავი ბარიერებისგან ათავისუფლებს
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, შემზღუდავი ბარიერებისგან ტერიტორიას ათავისუფლებს.
09 ივლისი 2026, 12:43
რეგიონი
მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება
პროექტის დაწყებას საფუძველი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა.
09 ივლისი 2026, 12:36
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: უკრაინული საზოგადოება ხელისუფლებას სიგნალს უგზავნის - ხალხი ჯერ კიდევ მზად არის სახელმწიფოს გვერდით დადგეს, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად არის მზად უსასრულო მობილიზაციისა და ომის ტვირთის ასატანად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკების შემდეგ, ლვოვში პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაუკეტეს სამხედრო გაწვევის ცენტრის თანამშრომლებს და მათი სამსახურეობრივი ავტომობილი გადააყირავეს. ანალიტიკოსი წერს, რომ მსგავსი ინციდენტი ივნისში კიევშიც დაფიქსირდა, რაც მეტყველებს მოსახლეობის სურვილზე, შეწყდეს საომარი მოქმედებები. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ იმავეს აჩვენებენ საზოგადოებრივი გამოკითხვებიც.
09 ივლისი 2026, 12:33
მსოფლიო
მარკ რუტეს განცხადებით, ტრამპთან უთანხმოების შემდეგ ანკარაში გამართული სამიტის დროს ალიანსმა ერთობა აჩვენა
ნატოს წევრ ქვეყნებს შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოებები ალიანსის დემოკრატიული სიძლიერის მაჩვენებელი იყო და ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის გაკვეთილი უნდა გახდეს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში გამართული სამიტის შემდეგ.
09 ივლისი 2026, 12:11
მსოფლიო
CNN: სასამართლომ ტრამპს მწერალ ჯინ კეროლისთვის 5 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდა დააკისრა
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მწერალ ჯინ კეროლის სასარგებლოდ 5 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დაავალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 12:01
საზოგადოება
საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. .
09 ივლისი 2026, 11:58
კულტურა
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჯასტინ ბიბერიც იმღერებს
ჯასტინ ბიბერი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, შესვენების დროს დაგეგმილ შოუში მიიღებს მონაწილეობას. FIFA-ში განაცხადეს, რომ ვარსკვლავი შეუერთდება მანამდე გამოცხადებულ შემსრულებლებს: მადონას, შაკირასა და BTS-ს 11-წუთიან შოუში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური პერფორმანსი იქნება.
09 ივლისი 2026, 11:52
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის რეფორმები უკრაინაში ჩანს თვალნათლივ, მათ შორის, კორუფციის ნაწილში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.
09 ივლისი 2026, 11:51
მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინას ომის დასასრულებლად ორი თვე აქვს, შემდეგ რუსეთი ესკალაციას გააძლიერებს
უკრაინას ორი თვე აქვს, რათა დაასრულოს ომი და სამშვიდობო მოლაპარაკებები განაახლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია მოახდინოს, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა The Telegraph-თან ინტერვიუს დროს.
09 ივლისი 2026, 11:36
კულტურა
Stray Kids-მა ახალი ალბომის თრეილერი წარადგინა
სამწუთიანმა ვიდეომ YouTube-ზე უკვე 2 მილიონამდე ნახვა დააგროვა. ზოგიერთმა თაყვანისმცემელმა აღიარა, რომ ვიდეოს სიუჟეტი ბოლომდე ვერ გაიგო, თუმცა, მათი აზრით, ეს კლიპს მხოლოდ მეტ ინტრიგას სძენს. ფანების ნაწილმა კი მიიჩნია, რომ ვიდეოს მოქმედება სიზმარში ხდება, რაც მოვლენების ჩახლართულობას ხსნის.
09 ივლისი 2026, 11:31
მსოფლიო
უკრაინამ სტავროპოლსა და ტვერში ნავთობის საცავები დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამე რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა და რამდენიმე რეგიონში მდებარე ნავთობის საცავები დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 11:23
რეგიონი
მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) პროექტირება-რეაბილიტაციას განახორციელებს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში მდებარე №8 საჯარო სკოლის (შალაურის კორპუსი) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
09 ივლისი 2026, 11:23
რეგიონი
ქვემო ქართლში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
მარნეულში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პირობებისა და მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებსა და ფერმერებს გააცნეს.
09 ივლისი 2026, 11:22
სამართალი
2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია, პროკურატურა ორ პირს ბრალდებას წარუდგენს
2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება.
09 ივლისი 2026, 11:22
სპორტი
ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქცია გააუქმა
„ეს მიდგომა ასახავს FIVB-ის ერთგულებას, დაიცვას სპორტსმენების ფუნდამენტური უფლება - ჰქონდეთ წვდომა სპორტზე, მათი მოქალაქეობის მიუხედავად“, - ნათქვამია განცხადებაში.


