imedi /  29 მარტი 2017, 15:51 / სანდო წყარო

სასამართლო ორთაჭალაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობის საქმეს განიხილავს

თემურ კვახაძე
ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლო ორთაჭალაში მომხდარ დედა-შვილის მკვლელობის საქმეს განიხილავს. ამ ეტაპზე დაიკითხა ორი მოწმე. ბრალდების მხარე განმარტავს, რომ ერთ-ერთი მოწმე არის ოჯახის ახლობელი. პროკურორ ელენე ჩხეიძის თქმით, მოწმის დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბრალდებულმა გიორგი ხაბელაშვილმა, იცოდა როგორც ფულის თაობაზე, ისე იმ ოქროს შესახებ, რომელიც სახლში ინახებოდა. ადვოკატი თამაზ კვახაძე კი მიიჩნევს, რომ, მოწმეების ჩვენებებიდან გამომდინარე, ურთიერთგამომრიცხავი ბრალდებები იკვეთება.

გიორგი ხაბელაშვილს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ქურდობის მცდელობა და კვალის დაფარვის მიზნით სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გამოძიება ბრალდებულს 2016 წლის 22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძის და მისი მცირეწლოვანი შვილის მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაში ადანაშაულებს. საქმეზე შსს-ში გამოძიება თვეების მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა, დაიკითხა არაერთი პირი და ჩატარდა საექსპერტო კვლევები, რის შედეგად დააკავეს წარსულში ქურდობის, ყაღაჩობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი გიორგი ხაბელაშვილი. 

კომენტარები ()