imedi /  03 აპრილი 2017, 15:49 / სანდო წყარო

უკონტაქტო პატრულირება და 100-ქულიანი სისტემა 1 ივლისიდან ამოქმედდება

მართვის მოწმობის ქულათა სისტემაზე მეორე მოსმენით იმსჯელეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. წინასწარი შეთანხმებით, პარკირების დარღვევაზე მძღოლებს ქულები აღარ ჩამოეჭრებათ, თუმცა ქულათა სისტემა იმუშავებს სხვა არაერთ დარღვევაზე. ღვედის არ გაკეთება 5 ქულით დაჯარიმდება. სანომრე ნიშნების გარეშე მოძრაობა -30 ქულა. ზებრაზე არასწორად გავლა - 10 ქულა. შუქნიშნის დაუმორჩილებლობა - 10 ქულა. ნასვამი პირისთვის მანქანის თხოვება - 30 ქულა. სიჩქარის გადაჭარბება დასაშვებზე 40 კმ/სთ-ით მეტად- 20 ქულა. შუა ქუჩაზე პარკირება - 30 ქულა. ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა ავტომატურად ჩამოერთმევა, თუმცა მას 3 თვეში შეეძლება 1500-ლარიანი ჯარიმის შედეგად გამოისყიდოს მოწმობა.

ეს ცვლილებები ძალაში 1 ივლისიდან შევა. თითოეულ მძღოლს პირველ ივლისს 100 ქულა მიენიჭება და ამ ქულების ამოწურვის შემთხვევაში მათ მართვის უფლება 1 წლით ჩამოერთმევათ. შესაბამის ინფორმაციას კი მძღოლები SMS-ით მიიღებენ.

 

კომენტარები ()