imedi /  11 მაისი 2020, 14:16 / სანდო წყარო

რა შემთხვევაში გაიცემა ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაცია

საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, თუ თქვენ იყავით თვითდასაქმებული, რა შემთხვევაში მიიღებთ ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციას.

1. რამდენია დახმარება თვითდასაქმებულებისათვის?

თვითდასაქმებულებს მიეცემათ ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება

2. რა შემთხვევაში ჩავითვლები თვითდასაქმებულად?

თუ თქვენ ხართ რეგისტრირებული ფიზიკური პირი შემოსავლების სამსახურში, ან არ ხართ რეგისტრირებულ და 2020 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-თებერვალიმარტი) ეწეოდით ეკონომიკურ საქმიანობას ან/და გქონდათ შემოსავალი, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით - ითვლებით თვითდასაქმებულად.

3. ვინ ითვლება შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირად და რა შემთხვევაში ეძლევა მას კომპენსაცია?

ასეთ პირებად ითვლებიან ინდივიდუალურ მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკურ პირები, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.

4. რას ნიშნავს ეკონომიკური აქტივობა?

ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა, რაც შემოსავლის მიღებისათვის ხორციელდება არის ეკონომიკური საქმიანობა. ასეთად ჩაითვლება პირის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია/გაანგარიშება, საკონტროლო-სალარო აპარატის/ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენება, გამოწერილი სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი ან/და ბიუჯეტში გადასახადის/სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლის გადახდა.

5. თუ ვარ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული, ვის მივმართო კომპენსაციის მისაღებად?

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში თქვენ პირველ ეტაპზე უნდა დაელოდოთ შეტყობინებას სპეციალურ სიაში მოხვედრის შესახებ, რომელსაც მიიღებთ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე – https://eservices.rs.ge/. ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 2020 წლის 1-ლი ივლისისა უნდა შეავსოთ განაცხადი, რომელიც 2020 წლის 15 მაისიდან დასაქმების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე იქნება ხელმისაწვდომი.

6. როდის შევძლებ 300-ლარიანი კომპენსაციის აღებას?

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე კომპენსაცია გაიცემა განმცხადებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

7. თუ არ ვარ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული ფიზიკური პირი, როგორ მივიღებ 300-ლარიან კომპენსაციას?

კომპენსაცია მოგეცემათ იმ შემთხვევაში, თუ შეძლებთ საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირებისა) იმის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდით რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას ან/და გქონდათ შემოსავალი.

8. როგორ უნდა მოვიქცე და რომელ უწყებას მივმართო შემოსავლების სამსახურში არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულმა პირმა, რომ მივიღო 300-ლარიანი კომპენსაცია?

თუ არ ხართ რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებად, არაუგვიანეს 2020 წლის 1-ლი ივლისისა უნდა შეავსოთ განაცხადი, რომელიც 2020 წლის 15 მაისიდან დასაქმების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე იქნება ხელმისაწვდომი და წარადგინოთ:

ა) ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს შესახებ

ბ) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) პირის მიერ გაცემული შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია და სხვა).

9. არარეგისტრირებული თვითდასაქმებული როდის მივიღებ 300-ლარიან კომპენსაციას?

როდესაც ატვირთავთ განცხადებას კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, მას ატვირთვიდან მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში დასაქმების სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს უწყებათაშორის კომისიას. კომპენსაციის გაცემა მოხდება უწყებათაშორისი კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

10. ვიყავი დასაქმებული, 2020 წლის პირველ კვარტალში მერიცხებოდა ხელფასი, თუმცა გამათავისუფლეს სამსახურიდან, ასევე მქონდა მცირე ბიზნესი და ვაკმაყოფილებ 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემისთვის დადგენილ წინაპირობებს, მაქვს თუ არა უფლება მივიღო როგორც ყოველთვიური 200-ლარიანი, ისე თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული 300-ლარიანი კომპენსაცია?

ორივე კომპენსაციას ერთდროულად ვერ მიიღებთ და ასეთ შემთხვევაში თქვენ გექნებათ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება.

11. ვარ დასაქმებული და ახლაც მერიცხება ხელფასი, ასევე მქონდა მცირე ბიზნესი და ვაკმაყოფილებ 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემისთვის დადგენილ წინაპირობებს, მაქვს თუ არა უფლება მივიღო აღნიშნული კომპენსაცია?

ამ შემთხვევაში, 300-ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებთ.

ყველა სიახლე

ჯეი დი ვენსი

31 მაისი 2026, 10:48

მსოფლიო

The NYT: ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ვენსი შეძლებს გახდეს რესპუბლიკური მოძრაობის შემდეგი ლიდერი

როგორც გაზეთი წერს, პრეზიდენტმა არაერთხელ დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა ვენსს საერთო-ეროვნულ არჩევნებში გამარჯვება მისი მხარდაჭერის გარეშე. კერძო საუბრებში ტრამპი, წყაროების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტის კარიერას საკუთარს ადარებს და აღნიშნავს, რომ ვენსს დამოუკიდებლად დიდი საარჩევნო გამარჯვებებისთვის არ მიუღწევია.

31 მაისი 2026, 10:35

მსოფლიო

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის ბრალდებებს მილიტარიზმზე „თვალთმაქცური“ უწოდა

„უცნაური არ არის, რომ ჩინეთი, რომელიც ფლობს ბირთვული იარაღისა და სტრატეგიული ბომბდამშენების უზარმაზარ არსენალს, იაპონიას, რომელსაც არცერთი მათგანი არ გააჩნია, ე.წ. „ახალ მილიტარიზმში“ ადანაშაულებს? მაგრამ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - ხაზგასმით აღნიშნა კოიზუმიმ და დასძინა, რომ იაპონიის ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტის შეკავებისკენ და ხორციელდება გამჭვირვალე გზით.

31 მაისი 2026, 10:20

საზოგადოება

პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 1 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

31 მაისი 2026, 10:14

მსოფლიო

აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა

„ამერიკულმა თვითმფრინავმა გემი მწყობრიდან გამოიყვანა და სამანქანო განყოფილებაში რაკეტა Hellfire ესროლა მას შემდეგ, რაც Lian Star-ის ეკიპაჟი მოთხოვნებს არ დაემორჩილა. გემი ირანის მიმართულებით აღარ გადაადგილდება“, - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.

31 მაისი 2026, 10:13

რეგიონი

ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დავით თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 10:12

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

ვაჟა სირაძე

31 მაისი 2026, 10:08

საზოგადოება

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

გიორგი გვარაკიძე

31 მაისი 2026, 10:06

საზოგადოება

საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

სულხან თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 10:03

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

31 მაისი 2026, 09:40

მსოფლიო

Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს

აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს. ცნობას Reuters-ი გერმანულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გეკა გელაძე

31 მაისი 2026, 09:20

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

31 მაისი 2026, 09:09

კულტურა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა.

31 მაისი 2026, 09:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

31 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

31 მაისი 2026, 08:34

მსოფლიო

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს

პარიზში, სტადიონ „პარკ დე ფრანსთან” ახლოს პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

31 მაისი 2026, 08:09

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა სომხეთის, მოლდოვის, ბალტიის ქვეყნების, აზერბაიჯანის მხარდაჭერა, უნდა მოიძებნოს გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაც. ეს საერთო ევროპული ამოცანაა, არავინ უნდა დავკარგოთ

არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე. ევროპას არცერთი ქვეყნის დაკარგვის უფლება არ აქვს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ის რუსეთის მიერ სომხეთის მისამართით გაჟღერებულ მუქარას გამოეხმაურა.

პაპუნა ლოცულაშვილი

31 მაისი 2026, 01:27

სამართალი

„სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი, რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“ - გორის ინციდენტისას დაზარალებული ლოცულაშვილის ძმა მის მოსაზრებას აქვეყნებს

გიგლა ლოცულაშვილი მისი ძმის - გორის ინციდენტისას დაზარალებულის, პაპუნა ლოცულაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს.

31 მაისი 2026, 00:00

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2026, 23:19

სპორტი

შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს. „არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!

ხვიჩა კვარაცხელია

30 მაისი 2026, 23:12

სპორტი

პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ. ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

კახა კალაძე

30 მაისი 2026, 23:04

სპორტი

კახა კალაძე: არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!

„არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!“ - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.