31 მაისი 2026, 10:35 / სანდო წყარო

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის ბრალდებებს მილიტარიზმზე „თვალთმაქცური“ უწოდა

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა შინჯირო კოიზუმიმ განაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან ბრალდებები იაპონური მილიტარიზმის აღორძინების შესახებ თვალთმაქცურია, ვინაიდან თავად პეკინი კოლოსალურ ბირთვულ არსენალს ფლობს და აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს.

სინგაპურში გამართულ აზიის თავდაცვის ფორუმზე, „შანგრი-ლას დიალოგზე“ სიტყვით გამოსვლისას, კოიზუმიმ ყურადღება გაამახვილა პეკინის რიტორიკაში არსებულ აშკარა წინააღმდეგობაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო უსაფუძვლოდ ესხმის თავს ქვეყანას, რომელსაც ასეთი შეიარაღება არ გააჩნია.

„უცნაური არ არის, რომ ჩინეთი, რომელიც ფლობს ბირთვული იარაღისა და სტრატეგიული ბომბდამშენების უზარმაზარ არსენალს, იაპონიას, რომელსაც არცერთი მათგანი არ გააჩნია, ე.წ. „ახალ მილიტარიზმში“ ადანაშაულებს? მაგრამ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - ხაზგასმით აღნიშნა კოიზუმიმ და დასძინა, რომ იაპონიის ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტის შეკავებისკენ და ხორციელდება გამჭვირვალე გზით.

იაპონელი მინისტრის მკვეთრი განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა წინა დღით დადებითად შეაფასა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების მოწესრიგება.

გასულ კვირას FT წერდა, რომ დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზე ყველაზე დაძაბული თემა იაპონიის რემილიტარიზაცია გახდა. ჩინეთის ლიდერი ამ საკითხზე „ემოციურად და გაღიზიანებით“ საუბრობდა.

პეკინსა და ტოკიოს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც სანაე ტაკაიჩიმ 2025 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ტაივანზე ჩინეთის შესაძლო თავდასხმამ შესაძლოა იაპონიის წინაშე „ეგზისტენციალური საფრთხე“ შექმნას, რაც გაამართლებდა იაპონიის შეიარაღებული ძალების გამოყენებას. ყოველწლიურ თავდაცვის მოხსენებებში იაპონია ბოლო წლებში ჩინეთის მხრიდან მომავალ საფრთხეს უფრო სერიოზულად მოიხსენიებს, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, - აღნიშნავს FT. 2026 წლის მოხსენების პროექტში იაპონია ასევე გამოხატავს „სერიოზულ შეშფოთებას“ პეკინსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების გამო.

2026 წლის აპრილში იაპონიამ ლეტალური იარაღის ექსპორტზე შეზღუდვები გააუქმა. ამასთან, ძალაში დარჩა ექსპორტის აკრძალვა იმ ქვეყნებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა მთავრობამ აღნიშნა, რომ გამონაკლისი შეიძლება დაუშვას „განსაკუთრებული გარემოებების“ შემთხვევაში. FT-მა ამას იაპონიის პოლიტიკაში „ისტორიული შემობრუნება“ უწოდა.

ყველა სიახლე

გიორგი სოსიაშვილი

31 მაისი 2026, 11:15

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: საქართველოს განიხილავდნენ როგორც თავიანთ ბიზნესპროექტს, ამ ღალატით შოულობდნენ ისინი ფულს და ცხადია, დღემდე ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილი აქვთ

საქართველოს განიხილავდნენ როგორც თავიანთ ბიზნესპროექტს, ამ ღალატით შოულობდნენ ისინი ფულს და ცხადია, დღემდე წყურვილი აქვთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების, ხელისუფლების სათავეში მოსვლის, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა.

31 მაისი 2026, 11:07

სამართალი

შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება

ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოებს.

31 მაისი 2026, 11:05

სამართალი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ ბრალი. ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა და მათ გადასცემდა სადაზვერვო ინფორმაციას. უწყების ინფორმაციით, რცხილაძე უცხოური დაფინანსებით არაერთ აქტივობას გეგმავდა და ახორციელებდა საქართველოს მასშტაბით. შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმაც.

31 მაისი 2026, 11:00

მსოფლიო

როსტოვის ოლქსა და სარატოვში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის

ღამის თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმაც გაავრცელა. „წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები“, - დაწერა მან თავის Telegram-არხზე.

ჯეი დი ვენსი

31 მაისი 2026, 10:48

მსოფლიო

The NYT: ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ვენსი შეძლებს გახდეს რესპუბლიკური მოძრაობის შემდეგი ლიდერი

როგორც გაზეთი წერს, პრეზიდენტმა არაერთხელ დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა ვენსს საერთო-ეროვნულ არჩევნებში გამარჯვება მისი მხარდაჭერის გარეშე. კერძო საუბრებში ტრამპი, წყაროების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტის კარიერას საკუთარს ადარებს და აღნიშნავს, რომ ვენსს დამოუკიდებლად დიდი საარჩევნო გამარჯვებებისთვის არ მიუღწევია.

31 მაისი 2026, 10:20

საზოგადოება

პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 1 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

31 მაისი 2026, 10:14

მსოფლიო

აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა

„ამერიკულმა თვითმფრინავმა გემი მწყობრიდან გამოიყვანა და სამანქანო განყოფილებაში რაკეტა Hellfire ესროლა მას შემდეგ, რაც Lian Star-ის ეკიპაჟი მოთხოვნებს არ დაემორჩილა. გემი ირანის მიმართულებით აღარ გადაადგილდება“, - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.

31 მაისი 2026, 10:13

რეგიონი

ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დავით თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 10:12

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

ვაჟა სირაძე

31 მაისი 2026, 10:08

საზოგადოება

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

გიორგი გვარაკიძე

31 მაისი 2026, 10:06

საზოგადოება

საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

სულხან თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 10:03

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

31 მაისი 2026, 09:40

მსოფლიო

Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს

აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს. ცნობას Reuters-ი გერმანულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გეკა გელაძე

31 მაისი 2026, 09:20

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

31 მაისი 2026, 09:09

კულტურა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა.

31 მაისი 2026, 09:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

31 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

31 მაისი 2026, 08:34

მსოფლიო

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს

პარიზში, სტადიონ „პარკ დე ფრანსთან” ახლოს პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

31 მაისი 2026, 08:09

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა სომხეთის, მოლდოვის, ბალტიის ქვეყნების, აზერბაიჯანის მხარდაჭერა, უნდა მოიძებნოს გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაც. ეს საერთო ევროპული ამოცანაა, არავინ უნდა დავკარგოთ

არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე. ევროპას არცერთი ქვეყნის დაკარგვის უფლება არ აქვს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ის რუსეთის მიერ სომხეთის მისამართით გაჟღერებულ მუქარას გამოეხმაურა.

პაპუნა ლოცულაშვილი

31 მაისი 2026, 01:27

სამართალი

„სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი, რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“ - გორის ინციდენტისას დაზარალებული ლოცულაშვილის ძმა მის მოსაზრებას აქვეყნებს

გიგლა ლოცულაშვილი მისი ძმის - გორის ინციდენტისას დაზარალებულის, პაპუნა ლოცულაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს.