18 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება
ფოტო: შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე შეზღუდული სერვისების მიწოდებას 18 მაისიდან, ეტაპობრივად დაიწყებს და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება.
უწყების ინფორმაციით, სერვისების მიწოდებისას,მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მომსახურების სააგენტო სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.
პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. მათ კი, ვისაც მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა ჩაბარებული აქვს, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საშუალება მიეცემათ.
ამასთანავე აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.
ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:
- სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება;
- ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.
რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.
სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება
ყველა სიახლე
30 მაისი 2026, 15:45
კულტურა
პოეტ ვაჩე რაინდელის პოეზიის კრებულის „ვარდისფერი წიგნის“ პრეზენტაცია გაიმართა
კრებული ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიებაზე წიგნის ავტორმა და სტუმრებმა ნაშრომი განიხილეს.
30 მაისი 2026, 15:31
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ თელავში მეექვსე რეგიონული ოფისი გახსნა
ბატონის ციხის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე პარტიის ლიდერებმა და წევრებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. ისაუბრეს ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებსა და ძირითად პოლიტიკურ ხედვებზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონებში პარტიული სტრუქტურების გაძლიერებისა და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც.
30 მაისი 2026, 15:20
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილი პოზიციებს არ თმობს. ეს ცალსახაა და ფაქტია და ალბათ, ეს არ მოსწონთ მელიასა და სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. სააკაშვილის ლანძღვა-გინებით ყველა გამოირჩევა
მელია და სააკაშვილი არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ამ შემთხვევაში არაფერი იცვლება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
30 მაისი 2026, 15:15
საზოგადოება
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
30 მაისი 2026, 15:11
პოლიტიკა
ნუგო შოშიაშვილი ნიკო მანაგაძეზე: ადამიანი, რომელიც ჯანსაღ დისკუსიაში უნდა შემოდიოდეს, ბრალს გვდებს და არ იღებს პასუხისმგებლობას, ამიტომ, რადგან კახეთში ვერ ჩამოვიდა, დავპატიჟებთ შემდეგ შეხვედრაზე რაჭაში და ვეცდებით, შევიდეთ მასთან დისკუსიაში მიუხედავად მისი მცდელობისა, ხელოვნურად პოლარიზდეს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით - ქართველი ახალგაზრდები
ნიკო მანაგაძე არის ადამიანი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და პოზიციონირებს ქართველი სტუდენტების და ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული თვითმმართველობების სახელით. ჩვენ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდი, ბატონი ვარლამ ლიპარტელიანი და ამ შეხვედრის ორგანიზატორები, მან დაგვადანაშაულა იმაში, რომ ეს შეხვედრა არა თავისუფალი და საჯარო, არამედ, დახურული პარტიული შეხვედრაა, - განაცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, ნუგო შოშიაშვილმა, ახალგაზრდულ კონფერენციაზე.
30 მაისი 2026, 14:58
მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები მოიპარეს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია ქვეყნის რეესტრების ცენტრიდან მოიპარეს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
30 მაისი 2026, 14:58
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება - რიგით მე-8 კონფერენცია დღეს სიღნაღში გაიმართა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. რიგით მე-8 კონფერენცია დღეს სიღნაღში გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო.
30 მაისი 2026, 14:46
სამართალი
ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებული „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა
ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებული „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა. ინფორმაცია „ქრონიკას“ სუს-მა დაუდასტურა.
30 მაისი 2026, 14:43
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სომხეთში ხედავენ, რომ დაპირებების მიუხედავად, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან კონკრეტულ მხარდაჭერას ვერ იღებენ
პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთში მოახლოებულ არჩევნებს, პოლიტიკურ პროცესებსა და დასავლეთის დამოკიდებულებას აფასებს. მისი თქმით, სომხურ საზოგადოებაში იზრდება იმედგაცრუება, რადგან, მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორებისგან კონკრეტულ მხარდაჭერას ვერ ხედავენ.
30 მაისი 2026, 14:40
პოლიტიკა
26 მაისის აქციის შემდეგ ოპოზიციაში დაპირისპირება გამწვავდა - სააკაშვილი, მელია, გვარამია, ჩერგოლეიშვილი, ბეჟაშვილი, ჟორჟოლიანი და სხვები ერთმანეთის პირისპირ
26 მაისის აქციის შემდეგ, ოპოზიციაში დაპირისპირება გამწვავდა. სააკაშვილი, მელია, გვარამია, ჩერგოლეიშვილი, ბეჟაშვილი, ჟორჟოლიანი და სხვები ერთმანეთის პირისპირ. რუსთავის ციხიდან, პატიმარი სააკაშვილი თანაგუნდელებს სამოქმედო გეგმას უწუნებს. კიდევ ერთი მსჯავრდებული ოპოზიციონერი ნიკა მელია კი ექსპრეზიდენტს, კერძო ეგოისტური ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს და როგორც სოციალურ ქსელში წერს, სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა. ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს. სააკაშვილს ტყუილში ამხელს ნიკა გვარამიაც. როგორც მმართველ გუნდში აფასებენ, ერთმანეთში დაპირისპირების მიუხედავად უცვლელია ორივე მხარის არსი და საკითხების მიმართ დამოკიდებულება. განსხვავება კი მხოლოდ იმაშია, ვინ უფრო მეტ რესურსს ფლობს.
30 მაისი 2026, 14:40
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: მიხეილ სააკაშვილი ციხიდანაც კი ახერხებს, ე.წ. ალიანსი მის ირგვლივ შემოიკრიბოს და ახალგაზრდა ლიდერებს გაახსენოს, რომ ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ რადიკალურ ოპოზიციაში გაჩენილ მწვავე დაპირისპირებაზე ისაუბრა.
30 მაისი 2026, 14:39
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: ახალგაზრდული ორგანიზაცია შუამდგომლობას გაუწევს თითოეულ პროექტს, ეცდება გვერდში დაუდგეს თითოეულ ახალგაზრდას და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა
ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის „ფესვები“ და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად მართლა კარგად ჩანს, თუ რამდენად ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო, - განაცხადა "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა სიღნაღში, ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად.
30 მაისი 2026, 14:37
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინამ გასულ ღამეს ორი რუსული Tu-142 ტიპის თვითმფრინავი და „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემა გაანადგურა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით რუსული Tu-142 ტიპის ორი თვითმფრინავი და „ისკანდერის“ ბალისტიკური სისტემა გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
30 მაისი 2026, 14:26
სამართალი
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯაშუშობისთვის, კერძოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით, ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, - განცხადება უწტებაში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ გააკეთა.
30 მაისი 2026, 13:48
მსოფლიო
სკოტ ბესენტმა ირანისთვის სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობა დაუშვა
აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა დაუშვა, რომ ამერიკულმა მხარემ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს. თუმცა, აღნიშნული გარკვეულ გარემოებებთან იქნება დაკავშირებული.
30 მაისი 2026, 13:48
სამართალი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს
პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე გიორგი კვარაკვახიძე, პროკურორი აკაკი მოქერია, საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი კონსტანტინე არობელიძე და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი მაია უსტალიშვილი მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
30 მაისი 2026, 13:23
მსოფლიო
მიუნხენის აეროპორტი დრონის გამო რამდენიმე საათით დაკეტილი იყო
მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტი ცაში დრონის აღმოჩენის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
30 მაისი 2026, 13:11
მსოფლიო
NBC News: ირანმა აპრილში აშშ-ის თვითმფრინავი F-15, სავარაუდოდ, ჩინური საზენიტო გადასატანი კომპლექსის მეშვეობით ჩამოაგდო
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა F-15 ტიპის ამერიკული გამანადგურებელი აპრილში სავარაუდოდ ჩინური წარმოების საზენიტო გადასატანი კომპლექსის მეშვეობით ჩამოაგდო. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
30 მაისი 2026, 13:00
სამართალი
პროკურატურის წარმომადგენლები ქუთაისის მოხუცთა სახლს ესტუმრნენ
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
30 მაისი 2026, 12:30
სამართალი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძეა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძეა. ინფორმაცია „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა.


