imedi /  30 ივნისი 2020, 10:48 / სანდო წყარო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური სივრცე მოეწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე, მაღლივ კორპუსში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. მაღლივი კორპუსის ფოიე თანამედროვე დიზაინის ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი გარემო სტუდენტებს კითხვის, დასვენების, სოციალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს.

პროექტი „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარაჭერით განხორციელდა. ახალი სტუდენტური სივრცე თსუ რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა საღინაძემ, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ღაღანიძემ, ასევე, „საქართველოს ბანკის“ ბრენდ-მენეჯერმა, ალექსანდრე ჩიქობავამ დაათვალიერეს.

თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენიმე მასშტაბური პროექტი აქვს წამოწყებული, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ახალი სასწავლო წლისთვის ვემზადებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ახალი სტუდენტური სივრცე მოეწყო. ერთ-ერთია მეათე კორპუსის ფოიე, სადაც სტუდენტებისთვის არაჩვეულებრივი გარემო შეიქმნა. დიდი მადლობა „საქართველოს ბანკს“ მხარდაჭერისთვის. ბევრი კორპუსის მოწესრიგება გვაქვს დაწყებული, მათ შორის არის მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა," - განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.

„საქართველოს ბანკის“ ბრენდ-მენეჯერის ალექსანდრე ჩიქობავას თქმით, უმნიშვნელოვანესია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს გახდის.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში მაღლივ კორპუსში სამუშაო და მოსასვენებელი სივრცე შევქმენით, სადაც სტუდენტები შეძლებენ მეცადინეობას, დასვენებას, მეგობრებთან ურთიერთობას. ვფიქრობთ, ეს ადგილი სტუდენტებში ძალიან პოპულარული გახდება," - აღნიშნა ალექსანდრე ჩიქობავამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსში გასული წლის დეკემბერში კვების ახალი ობიექტი გაიხსნა, რომელიც თსუ სტუდენტებს შეღავათიანი ფასებით ემსახურება.

2023 წლისთვის ყველა ძირითადი სასწავლო და კვლევითი სივრცე რეაბილიტირებული იქნება.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

17 აპრილი 2026, 14:17

მსოფლიო

მაკრონი ევროკავშირს მოუწოდებს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროკავშირს მოუწოდებს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 14:15

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი

18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 14:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს შეხვდა.

17 აპრილი 2026, 13:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის

ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კირ სტარმერი

17 აპრილი 2026, 13:51

მსოფლიო

BBC: აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის მანდელსონის სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა სტარმერი გადადგომას არც ამჯერად აპირებს

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის შესახებ სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გადადგომას არც ამჯერად აპირებს.

შალვა პაპუაშვილი 
ნუმან ქურთულმუში

17 აპრილი 2026, 13:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 13:35

პოლიტიკა

პრემიერი: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში - ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე

ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

17 აპრილი 2026, 13:32

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია

საქართველოს მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 13:19

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს 2021 წლიდან, მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 % იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

17 აპრილი 2026, 13:18

პოლიტიკა

პრემიერი: ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, თუმცა, თუ ამჟამინდელ ევროკავშირს სამივე მიმართულებით სერიოზული გამოწვევები აქვს, ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ამავდროულად, ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 13:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად

საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 13:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის საკითხზე: გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის. უბრალოდ ორი დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე

გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - რი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის, უბრალოდ 2 დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ „აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა იყო.

თამარ ჩიბურდანიძე

17 აპრილი 2026, 13:00

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: თანამედროვე ლიბერალიზმის აპოგეა არის სრული პიროვნული თავისუფლება, რაც მომხიბვლელია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის. რეალურად კი, თავად ფსევდოლიბერალიზმი არღვევს თავისუფლების პრინციპს

თანამედროვე, ანუ ფსევდოლიბერალიზმის მიზანია აქციოს თითოეული ადამიანი მის მსხვერპლად, შეათრიოს მის მარწუხებში და მართოს ისე, როგორც მას უნდა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა თანამედროვე ლიბერალიზმისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 12:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!

ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 12:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჰანს გენშერი ალბათ საფლავში ტრიალებს, რომ უყურებს რას დაემსგავსა გერმანიის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით

სამწუხაროა, რომ ელჩის დაა ზოგიერთი გერმანელი ბიუროკრატის ქცევით ისეთი ზიანი მიაყენა გერმანიის ხელისუფლებამ გერმანიის რეპუტაციას, რომ წლები დასჭირდება დაზიანებული რეპუტაციის აღდგენას ქართველების თვალში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

17 აპრილი 2026, 12:54

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 12:48

პოლიტიკა

პაპუაშვილი: რომ დადიოდა სხვის ჭკუაზე „ნაცმოძრაობა“, იმიტომაც მივიღეთ ომი. ჩვენც რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი - დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით

რომ დადიოდა სხვის ჭკუაზე „ნაცმოძრაობა“, იმიტომაც მივიღეთ ომი. ჩვენც რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი იქცეოდნენ - დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 12:40

მსოფლიო

POLITICO: „მეტი კომპრომისი“: ტრამპს ირანთან ომის დასრულება სურს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება სურს, რაც ხუთშაბათს მის მიერ ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებით დასტურდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 12:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს

სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კრიტიკას.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2026, 12:38

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფილტრით ხდება საქართველოზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება - ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა, არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით გვქონდეს კოლეგებთან პირდაპირი კონტაქტი

გავაგრძელებთ რეგიონში, ამ ფორმატში ინტენსიურ ურთიერთობებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.