22 აპრილი 2023, 13:39 / სანდო წყარო

თსუ-ს სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას სახელმწიფო და კერძო კომპანიებში გადიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების სტუდენტებმა სხვადასხვა ქართულ კომპანიაში საწარმოო პრაქტიკა გაიარეს და წარმატებითაც დასაქმდნენ. დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების გასაზრდელად თსუ-ში თეორიულ კურსთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება აუცილებელ პრაქტიკულ ნაწილსაც. სტუდენტების დასაქმებისა და სასწავლო პროცესში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პარტნიორი კომპანიები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი, პროფესორები, სტუდენტები, დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის თქმით, კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ ზოგადად, მეცნიერების განვითარებისთვისაც. „ის, რომ ჩვენმა სტუდენტებმა გაიარეს პრაქტიკა ამ საწარმოებში, ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, ხელს უწყობს, მათი თეორიულო ცოდნა პრაქტიკულ გარემოში გაიშალოს. მიხარია, რომ ბიზნესმა ინტერესი გამოთქვა, კარი გაუღო ჩვენს სტუდენტებს და თავიანთ ლაბორატორიებში შეუშვა, ვინაიდან ისინი არიან ხვალინდელი დღე ბიზნესისთვისაც, მეცნიერებისთვისაც და უნივერსიტეტისთვისაც“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

პრაქტიკის პერიოდში სტუდენტები გაეცნენ საწარმოების ისტორიას, ტექნოლოგიურ პროცესებს, წარმოების პროდუქტებს, მათი შეფუთვის საშუალებებს, აგრეთვე წარმოების უსაფრთხოების წესებს და ეთიკის ნორმებს.

ბოლო 3 წლის განმავლობაში პარტნიორ კომპანიებში საწარმოო პრაქტიკის და სტაჟირების გავლის შემდეგ 50-ზე მეტი სტუდენტი დასაქმდა. ეთო დერევიანჩენკო თსუ ქიმიის მიმართულების ბაკალაბრიატის საფეხურის მე-4 კურსის სტუდენტია, მან საწარმოო პრაქტიკა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიარა. ერთწლიანი სტაჟირების შემდეგ ეთო ოფიციალურად დასაქმდა ლაბორატორიის სპეციალისტის თანამდებობაზე სურსათის კვლევის დეპარტამენტში. „მადლობას ვუხდი ლაბორატორიას, რომ მომცა შესაძლებლობა გავზრდილიყავი როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად და ის ცოდნა, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში მივიღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განმეხორციელებინა პრაქტიკულად, მოგეხსენებათ, ქიმია პრაქტიკის გარეშე არ არსებობს“- აღნიშნავს თსუ სტუდენტი.

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის მე-8 სემესტრის 69 სტუდენტმა საწარმოო პრაქტიკა შემდეგ კომპანიებში გაიარა: გარემოს ეროვნული სააგენტო; „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“; შპს „ავერსი-რაციონალი“; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”; საზოგადოება ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“; შპს „ჰენკელ ბილდინგ ქემიკალს ჯორჯია“; სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია; შპს“ სპექტრა გეზის ჯორჯია“; კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო; შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის განყოფილება.

ყველა სიახლე

17 აპრილი 2026, 12:07

საზოგადოება

გივი მიქანაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ დარენ ბიტთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 12:05

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის მიზანმიმართული დაზიანებაა

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურო ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებულ უარყოფით და ცილისმწამებლურ განცხადებებს ჰპასუხობს.

17 აპრილი 2026, 12:00

მსოფლიო

მედია: პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კიდევ ერთი გამოკითხვის ლიდერი გახდა

გერმანიაში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ყველაზე პოპულარული პარტია გახდა. ინფორმაციას გერმანული მედია ZDF Politbarometer-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 11:55

რეგიონი

რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის" ახალ შენობას ააშენებს

რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის" ახალი შენობის აშენებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.

17 აპრილი 2026, 11:42

პოლიტიკა

მომსახურების სააგენტო: ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი

ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი, აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ფრიდრიხ მერცი

17 აპრილი 2026, 11:36

მსოფლიო

POLITICO: გერმანია მზად არის ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო მისიის ფარგლებში გამნაღმველი გემები გააგზავნოს

გერმანია მზად არის ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო მისიის ფარგლებში გამნაღმველი გემები გაგზავნოს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 11:27

მსოფლიო

ლიბანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს

ლიბანის არმიის განცხადებით, ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აპრილი 2026, 11:15

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

დავით ქართველიშვილი

17 აპრილი 2026, 11:07

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება დასავლურ ფინანსურ სივრცეში არა დეკლარაციების, არამედ რეალური ფულადი ნაკადების მეშვეობით

„ფულადი გზავნილები აღარ არის მიბმული ერთ გეოგრაფიულ ცენტრზე და განაწილებულია რამდენიმე მიმართულებას შორის, რაც ამცირებს გარე შოკებისადმი მოწყვლადობას,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ფულადი გზავნილების გეოგრაფიის ანალიზს აკეთებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოსკენ მომართული ფინანსური ნაკადების ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ გზავნილებში არ არის დომინანტი ქვეყანა და არეალი გაფართოებულია.

17 აპრილი 2026, 11:06

კულტურა

პარიზის წიგნის ფესტივალი გაიხსნა, სადაც საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი

წიგნის ფესტივალის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ.

17 აპრილი 2026, 10:54

მსოფლიო

რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთის ფედერაციის მიერ გვიან ღამით უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 10:37

ეკონომიკა

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ

აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 10:35

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ვ.მ. და იმავე წელს დაბადებული ნ.უ. დააკავეს.

17 აპრილი 2026, 10:35

სამართალი

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დელეგაციამ, დეპარტამენტის დირექტორის, თენგიზ სისაურის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტ - „Cellebrite C2C”- ში, რომელიც წარმოადგენს წამყვან პლატფორმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებების ექსპერტებისთვის. საერთაშორისო ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა.

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერი

17 აპრილი 2026, 10:32

მსოფლიო

Financial Times: სტარმერი და მაკრონი ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების საკითხზე უმასპინძლებენ სამიტს, რომელზეც ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი არ მიიწვიეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს სამიტს გამართავენ, რათა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო გეგმა შეიმუშაონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 10:31

საზოგადოება

კლოდ ჟურნე: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის

თბილისში საერთაშორისო B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მხარდაჭერით მოეწყო. სამიტის მიზანია ქვეყნის საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობა და უცხოელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება. ღონისძიებაში ევროპიდან 50-მდე ბაიერი და საქართველოს 40 ტურისტული კომპანია იყო ჩართული.

17 აპრილი 2026, 10:31

სამართალი

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ხ. დააკავეს.

17 აპრილი 2026, 10:31

საზოგადოება

„საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლებმა საირიგაციო წყლის მიწოდების რეგულირების საკითხებზე გადამზადება გაიარეს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლებმა საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) სასწავლო ცენტრში საირიგაციო წყლის მიწოდების წესების რეგულირების ძირითად პრინციპებზე გადამზადების პროგრამა გაიარეს.

17 აპრილი 2026, 10:28

სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, აჭარის პოლიციისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.

17 აპრილი 2026, 10:26

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნისა და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 4 პირი დააკავეს: 2007 წელს დაბადებული ი.ი., 2006 წელს დაბადებული ლ.გ., 2007 წელს დაბადებული ე.ა. და 2006 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.