მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა
ფოტო: განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის 14 სტუდენტი ბაკალავრიატის პირველი კურსის წარჩინებით დასრულებისთვის დააჯილდოვა.
ღონისძიება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და წარმატებულ ახალგაზრდებს უნივერსიტეტის სიგელები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.
„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა თქვენთან ერთად ყოფნა ამ განსაკუთრებულ დღეს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
პირველ რიგში, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა სწორედ ჩემს ალმა-მატერში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღო მონაწილეობა წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონიაში და პირადად მოგილოცოთ მიღწეული წარმატება.
თქვენ ნამდვილად გამორჩეული, შესანიშნავი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდები ხართ – ჩვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია და მე მჯერა, თქვენი საქმიანობით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ საქართველოს საკეთილდღეოდ.
დღეს, ამ ისტორიულ აუდიტორიაში იმყოფებით სტუდენტები, რომლებმაც თქვენი შრომით დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად კარგად გაქვთ გაცნობიერებული რას ნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა, რაც მართლაც უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა.
ისტორიულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამეცნიერო-კვლევით პროცესებში და ბევრი მათგანი გამოჩენილი მეცნიერი გახდა.
ძალიან მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი. მოგეხსენებათ, რომ 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. მე პირადად მქონდა პატივი, რომ ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებაზე ბრიუსელში, საზეიმო ვითარებაში მომეწერა ხელი.
შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
ძალიან სასიხარულოა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა უკვე მოიპოვა Horizon Europe-ის დაფინანსება. თსუ-ში Horizon Europe-ის ოფისის გახსნა მკვლევრებს ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი საპროექტო განცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ ამ პროცესში. ახალგაზრდების აქტიურობა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.
კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
სტუდენტებს ასევე სიტყვით მიმართა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობის მიღებისთვის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის პირველი კურსის წარმატებით დასრულებისთვის სიგელები და სპეციალური პრიზები გადაეცათ შემდეგ სტუდენტებს:
• ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – თამარ ახალკაცი, ლორენა ალასანია;
• ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – ნინო გორგილაძე, ნატალი მესაბლიშვილი;
• ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – მარიამ გვიმრაძე, ნინო მაღრაძე;
• ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – თინათინ თუთბერიძე, ლუკა გულაშვილი;
• იურიდიული ფაკულტეტი – ლაშა თოთლაძე, კონსტანტინე ფირცხალაიშვილი;
• სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – ვანო სესიტაშვილი, საბა სამუშია;
• ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ – ლუკა გოგინავა, მარიამ ქამხაძე.
ღონისძიებას თსუ-ს სტუდენტები, ფაკულტეტების დეკანები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე
19 აპრილი 2026, 14:47
მსოფლიო
ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია
„ეს მნიშვნელოვანი განვითარება ასახავს ძლიერ საერთაშორისო ნდობას და ქმნის მდგრად ღირებულებას ბაზრისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ საქართველოს ეკონომიკური ევოლუციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპში“, - აცხადებს კვაჭაძე.
19 აპრილი 2026, 14:36
საზოგადოება
მეუფე შიო: ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება
მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.
19 აპრილი 2026, 14:32
ეკონომიკა
ილია წულაია: „არქი“ ამაყობს, რომ „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში
საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower Tbilisi- ით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ, - აცხადებს „არქი გრუპის“დამფუძნებელი ილია წულაია.
19 აპრილი 2026, 14:30
მსოფლიო
„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს
„შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით ისაუბრა და გარიგება გამოაცხადა, რადგან ყველამ იცის, რომ ის ლიბანის ხელისუფლებას არ შეხვედრია და გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო. ჩვენ დავრჩებით ბრძოლის ველზე სასხლეტზე თითით, რათა ვუპასუხოთ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.
19 აპრილი 2026, 14:23
მსოფლიო
Liga.net: უკრაინელების დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ შედარებით გაუარესდა
ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა, - წერს უკრაინული გამოცემა Liga.net ახალ კვლევაზე დაყრდნობით.
19 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით
„ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
19 აპრილი 2026, 14:16
მსოფლიო
ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან
ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 3 ქვეყნის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ დახმარებას გასწევენ, რათა შეამსუბუქონ ის შედეგები, რაც კარიბის ზღვის კუნძულს ამერიკულმა ბლოკადამ შეუქმნა.
19 აპრილი 2026, 14:10
მსოფლიო
ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლება რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს
„ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებების განახლების თემა ჩვენი საქმეების ნომერ პირველ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკებებს არავის ვაიძულებთ. ყოველთვის იქიდან გამომდინარე ვმოქმედებდით, რომ თუ პარტნიორი მზად არის, მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება“, - აღნიშნა ლავროვმა.
19 აპრილი 2026, 14:06
მსოფლიო
მედია: მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა
მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა. ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 აპრილი 2026, 13:45
სპორტი
ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილი ოქროსთვის, სულამანიძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.
19 აპრილი 2026, 13:35
მსოფლიო
ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე 24 საათით ადრე „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტი წევრი გაანადგურეს
დარტყმები განხორციელდა ლიბანის რამდენიმე რაიონში მდებარე დაახლოებით 300 სამხედრო ობიექტზე, მათ შორის სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საცავებზე. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ რამდენიმე მეთაური.
19 აპრილი 2026, 13:33
საზოგადოება
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია.
19 აპრილი 2026, 13:21
რეგიონი
ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა
ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. ობიექტი ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.
19 აპრილი 2026, 12:48
სპორტი
ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გურამ თუშიშვილი კი ნახევარფინალში გავიდა
თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ილია სულამანიძე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა - საქართველოს ნაკრების წევრმა რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იპონით დაამარცხა , ნახევარფინალში გადასასვლელად კი ნიიაზ ბილალოვს შეებრძოლება.
19 აპრილი 2026, 12:22
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.
19 აპრილი 2026, 12:20
მსოფლიო
რომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს
„ეს სიტყვები ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან ახალი დისკუსიის წამოწყებას ვცდილობ, რისი არანაირი ინტერესიც არ მაქვს“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს ანგოლისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე.
19 აპრილი 2026, 11:58
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და მარია სკლოდოვსკა-კიურის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა რადოსლავ დობროვოლსკიმ.
19 აპრილი 2026, 11:39
კულტურა
ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლ „რევიზორის“ პრემიერა გაიმართა
„რევიზორი“ პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში - ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა. ნაწარმოები ყველა დროისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება და საზოგადოების პრობლემებს იუმორით ასახავს.
19 აპრილი 2026, 11:31
მსოფლიო
Nikon-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Nikon Corporation-მა, რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, - ინფორმაციას რუსული მედია, „როსპატენტის“ ელექტრონული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 აპრილი 2026, 11:30
მსოფლიო
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელზე მაღალია.


