ლევან ნიკოლეიშვილი: ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ავტომანქანას თავად თამარ ბაჩალიაშვილი მართავს, ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფება
ფოტო: გენერალური პროკურატურა
დღეს პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე მორიგი ვიდეომასალა გაავრცელა და ნაცმედიის ისტერიის კიდევ ერთ ე.წ. ფეიკნიუსს წერტილი დაესვა, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.
„დღეს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მორიგი ვიდეომასალა და ინფორმაცია გაავრცელა და ნაცმედიის ისტერიის კიდევ ერთ ფეიკნიუსს დაესვა წერტილი! ხომ ატყუებდნენ საზოგადოებას, ავტომანქანაში სილუეტი ჩანს, სხვა პირიც ზისო? დეტალურად ვუყურე ვიდეორგოლს და ამოვჭერი ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ავტომანქანას მართავს თავად თამარ ბაჩალიაშვილი, ხოლო ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფება. იმედი მაქვს, რომ ასე მწყობრად და თანმიმდევრულად გაცამტვერდება ნაცმედიის ტყუილები და საქმეს ძალიან მალე დაესმება ლოგიკური წერტილი“, - წერს ნიკოლეიშვილი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.
ყველა სიახლე
02 მაისი 2026, 15:18
სპორტი
საქართველოს შვიდქალა ნაკრებმა, რომელიც რაგბი ევროპის ალაფისთვის ემზადება, პირველი მოსამზადებელი ტურნირი მონაკოში გამართა და სამი თამაშიდან ერთი გამარჯვებით დაასრულა
გიორგი მაისურაძის გუნდმა ბოლო შეხვედრაში იტალიის ნაკრების მორაგბეებით დაკომპლექტებულ: პრეტორიასთან“ 22-12 მოიგო. ამ შეხვედრაში ლელოები მანონი საღარაძემ, თეონა ჩიტაიშვილმა, ლიკა ხუფენიამ და ანა ხაბულიანმა მიითვალეს.
02 მაისი 2026, 15:15
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ტრადიციული ფესტივალებისა და ღონისძიებების სეზონი გაიხსნა
დღის განმავლობაში პარკში არაერთი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი. ცენტრალურ მოედანზე უკვე დაიწყო ადგილობრივი პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
02 მაისი 2026, 15:00
რეგიონი
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე - „იუნივერსითი“ გაიხსნა
პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მერიის თანამშრომლობით შემუშავდა. ის უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო მიმართულებებს აერთიანებს.
02 მაისი 2026, 14:59
რეგიონი
ქუთაისში „გვირილობა“ გრძელდება
ცენტრალურ ბულვარში, სპორტული შეჯიბრებები, კულტურული ღონისძიებები და მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს სახალხო დღესასწაულზე, გაიმართება სიმფონიური ორკესტრის კონცერტი და დააჯილდოებენ საპატიო ქუთაისელებს.
02 მაისი 2026, 14:56
მსოფლიო
ტრამპმა კუბას ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გაფართოების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 14:44
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას
არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ დოროთე ყურაშვილის განცხადების კომენტირებისას.
02 მაისი 2026, 14:41
მსოფლიო
Reuters: ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს
ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი გაეროში ჩინეთის ელჩზე, ფუ ცოტგზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 მაისი 2026, 14:37
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება?
დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი, იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება? - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე მუშაობის შეფასებისას.
02 მაისი 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილზე: ეს არის ანაფორით შემოსილი, რადიკალების რიგებში მდგომი ადამიანი, რომელიც ცდილობს, დისონანსი შეიტანოს ქართულ ეკლესიაში და ცილი დასწამოს პატრიარქის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილის განცხადებას მედიასთან აფასებს და მას ფსევდომოძღვრად მოიხსენიებს.
02 მაისი 2026, 14:22
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ
განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
02 მაისი 2026, 14:21
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი - ჩვენთან ამ ყველაფერს „რუსულს“ ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული
ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას მედიასთან აფასებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბრიტანულ კანონმდებლობასა და ორმაგ სტანდარტებზე აკეთებს აქცენტს.
02 მაისი 2026, 14:16
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
02 მაისი 2026, 13:52
მსოფლიო
რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი გვიან ღამით რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ინფორმაციას რუმინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 მაისი 2026, 13:19
მსოფლიო
მედია: ჩეხეთმა რობერტ ფიცოს მოსკოვში 9 მაისს გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცე გაუხსნა
ჩეხეთის ხელისუფლებამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასასწრებად საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება მისცა. ინფორმაციას ჩეხური მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:57
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე: ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების დიდი ნაწილი თავად უნდა უზრუნველყოს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აშშ-ის ხელისუფლების მიერ გერმანიიდან 5 ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპელებმა საკუთარი უსაფრთხოების დიდი ნაწილი თავად უნდა უზრუნველყონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:55
ეკონომიკა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
პროექტები აერთიანებს: თბილისის, გორის, სამტრედიის, წყალტუბოს, ზუგდიდის, მესტიის, საჩხერის, ზესტაფონის, საგარეჯოს, ახალციხის, გარდაბნის, თელავისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სკოლებს. მათ შორისაა სოფელ ატენის, ქვიტირის, შამგონას, ქვედა საზანოს, მანავის, ახალსოფლისა და ფშაველის საჯარო სკოლები, ასევე სამტრედიის N11, მესტიის N1, საჩხერის N1, ჭორვილას, ახალციხის N2, თბილისის N64 და ჭიათურის N2 სკოლები.
02 მაისი 2026, 12:32
მსოფლიო
New York Post: ირანი ამერიკულ გემებზე თავდასხმისთვის კამიკაძე-დელფინების გამოყენებას განიხილავს
ირანის ხელისუფლება ამერიკულ გემებზე თავდასხმისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას ახდენენ, კამიკაძე-დელფინების გამოყენებას აპირებს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:06
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:06
კულტურა
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის იუბილეს ფარგლებში კონცერტი გაიმართა
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის იუბილეს ფარგლებში კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა.
02 მაისი 2026, 11:57
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: თავად ცდილობენ ასეთი ტიპის კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებას მაშინ, როდესაც საქართველო მათი მხრიდანაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო მოქცეული
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებების გამო საქართველო კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული.


