ვლადიმერ კონსტანტინიდმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან დისტანციური სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები დიასპორის კუთხით, ის მიმდინარე პროექტები, რომელთაც საგარეო უწყება ახორციელებს დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად, ისაუბრა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე, დიასპორისა და სახელმწიფოს ერთობლივი ინტერესების წარმატებით გასატარებლად.
საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გლობალური პანდემიის პირობებში უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დასახმარებლად გაწეულ საქმიანობას და მის შედეგებს.
თავის მხრივ, დიასპორულმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს სახელმწიფოსა და დიასპორის ერთიანობა COVID-19-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევის გზაზე და მადლობა გადაუხადეს საგარეო უწყებასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს თანამემამულეთა სოციალური, სამედიცინო, თუ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით გაწეული საქმიანობისათვის. აღინიშნა „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის მნიშვნელობა, დიასპორის ხელთ არსებული რესურსების გასაძლიერებლად.
აღსანიშნავია, რომ გარდა დიასპორული ორგანიზაციებისა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბრიტანულ-ქართული საზოგადოებები, რომლებიც ხელს უწყობენ საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, თუ სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას. დაისახა სამომავლო, ერთობლივი თანამშრომლობის გზები.
შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის დიასპორებთან ონლაინ შეხვედრები, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართული დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება, მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სოფიო ქაცარავამ, ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა.
ანალოგიური სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 19:17
საზოგადოება
სტუდფესტი 2026 - სტუდენტური ფესტივალი 2026 სტარტს 1 მაისს რუსთავში აიღებს
18:00 საათიდან დაიწყება უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით.
30 აპრილი 2026, 19:07
მსოფლიო
ევროსტატი: ევროკავშირში გაუპატიურების შემთხვევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში 150%-ით, ხოლო სექსუალური ძალადობის შემთხვევები საერთო ჯამში 94%-ით გაიზარდა
სტატიაში მოყვანილია დანაშაულის სტატისტიკა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ევროკავშირის მასშტაბით პოლიციამ 256 302 სექსუალური ძალადობის ფაქტი აღრიცხა, რომელთაგან 98 190 გაუპატიურების შემთხვევა იყო. რაც საერთო რაოდენობის 38%-ს შეადგენს. 2023 წელთან შედარებით, სექსუალური ძალადობის დანაშაულები 5%-ით გაიზარდა, ხოლო გაუპატიურების შემთხვევები 7%-ით არის გაზრდილი.
30 აპრილი 2026, 18:46
პოლიტიკა
გიორგი შონია მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა, ბესიკ ჯიქურაული წყალმომარაგების კომპანიას უხელმძღვანელებს
წყალმომარაგების კომპანიაში დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, იგი ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.
30 აპრილი 2026, 18:46
მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტი სანდუს განცხადებაზე რუმინეთთან შესაძლო გაერთიანების შესახებ: მზად ვართ - ახლა ყველაფერი მოლდოვის მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებსა და სურვილზეა დამოკიდებული
რუმინეთის პრეზიდენტი, ნიკუშორ დანი ოთხშაბათს გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებებს, რომელმაც რუმინეთთან გაერთიანების თემა მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარების შესაძლო გზად განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 18:41
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: საქართველო აგრძელებს ძლიერ განვითარებას. ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით დიდ შედეგებს მიაღწია
საქართველო აგრძელებს ძლიერ განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებით.
30 აპრილი 2026, 18:24
მსოფლიო
კალასი: დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ყოველთვის ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი
დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ყოველთვის ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.
30 აპრილი 2026, 18:19
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალებზე: მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, ქვეყანა რომ აინტერესებდეთ ან პროგრამას დადებდნენ, ან საზოგადოებას რეალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ. მათთვის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ უცხოეთიდან
მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, ქვეყანა რომ აინტერესებდეთ ან პროგრამას დადებდნენ, ან საზოგადოებას რეალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
30 აპრილი 2026, 18:15
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენაში წელს 90-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია მონაწილეობს. გამოფენის მიზანია ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, სექტორში არსებული სიახლეების, ინოვაციებისა თუ ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.
30 აპრილი 2026, 18:14
მსოფლიო
ტრამპი: გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, სადაც ის სრულიად არაეფექტური იყო, და თავისი დანგრეული ქვეყნის მოწესრიგებას
გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, სადაც ის სრულიად არაეფექტური იყო, და თავისი დანგრეული ქვეყნის მოწესრიგებას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
30 აპრილი 2026, 18:13
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი - გიორგი ჭყონია, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს ქალაქ ბათუმში - ბანუ თერზიოღლუს შეხვდნენ.
30 აპრილი 2026, 18:08
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ევრობიუროკრატებზე: წარმოუდგენელი რამ გვესმის, თითქოს, პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში აქვთ პრობლემები - ყველამ პატივი უნდა სცეს, არჩევნების შედეგად ხალხის ნებით გამოხატულ ხელისუფლებას
წარმოუდგენელი რამ გვესმის, რომ თითქოს, ისინი პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში ჰქონიათ პრობლემები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.
30 აპრილი 2026, 18:04
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ყველა უნდა მოეპყროს ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. არ უნდა იყოს კარნახი, მითითება ისე, როგორც წარმოუდგენიათ
დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ყველა უნდა მოეპყროს ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. არ უნდა იყოს კარნახი, მითითება ისე, როგორც წარმოუდგენიათ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
30 აპრილი 2026, 18:02
პოლიტიკა
ჯანმოს ხელმძღვანელი ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, რევაზ ლომინაძეს შეხვდა - „დიდად ვაფასებ საქართველოს ერთგულებას ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების საქმისადმი“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან, რევაზ ლომინაძესთან შეხვედრა გამართა.
30 აპრილი 2026, 17:59
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: სინამდვილეში ეს არანაირი ალიანსი არ არის. ეს არის ერთი ხელმძღვანელის და დირექტივის მიმცემის ხელწერა და როლები არის გადათამაშებული. იქ არავინ არის ახალი შემოქმედებითი პირი
ვხედავთ ოპოზიციის ფლანგზე ბაკქანალიას, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს და ძალიან დიდ ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის ალიანსზე საუბრისას.
30 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაბრუნდეს ფასეულობებზე, მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაბრუნდეს ფასეულობებზე, მეგობრობაზე და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. აქაც გულსატკენია იმ უსამშობლოების რეაქცია. როგორც კი რაიმე კონტურები გამოჩნდება, რომ ამერიკასთან ან ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი, ხედავთ რა რეაქცია მოჰყვება მათი მხრიდან. ყველაფერზე არიან წამსვლელები, არ არსებობს მათთვის წითელი ხაზი. მზად არიან საკუთარი სამშობლოს დაზიანებაზე წავიდნენ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
30 აპრილი 2026, 17:50
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს საიდ ალ-ჰაჯერის შეხვდა.
30 აპრილი 2026, 17:43
რეგიონი
სამტრედიის, წყალტუბოს, ზუგდიდისა და დაბა მესტიის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს სამტრედიის 1200 მოსწავლეზე გათვლილი N11 საჯარო სკოლის, 250 მოსწავლეზე გათვლილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის სკოლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და 250 მოსწავლეზე გათვლილი მესტიის №1 სკოლის რეაბილიტაციას.
30 აპრილი 2026, 17:41
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხები წინ არის წამოწეული და ბუნებრივია, რომ სამართალდამცავი უწყებების კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია მათ ეფექტურობას ერთიორად გაზრდის
ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ის ფუნქცია და როლი, რომელიც ბატონ მამუკა მდინარაძეს დაეკისრა, ვგულისხმობ კოორდინაციას. საზოგადოებამ იცის, რომ ამ გამოწვევების ფონზე, მთელ მსოფლიოში არის უსაფრთხოების საკითხები წინ წამოწეული და ბუნებრივია, რომ სამართალდამცავი უწყებების კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია მათ ეფექტურობას ერთიორად გაზრდის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
30 აპრილი 2026, 17:38
მსოფლიო
ანდრეი სიბიგას განცხადებით, მოპარული უკრაინული ხორბლით დატვირთული გემი ისრაელის პორტში აღარ დაიცლება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გემი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული ხორბლით იყო დატვირთული, ისრაელის პორტში აღარ შევა.
30 აპრილი 2026, 17:37
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ლაშა ბერიძისა და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ლაშა ბერიძისა და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.


