შატილში ავარიის დროს დაშავებულ გოგოს ნაწილობრივი ამნეზია აქვს და ტრაგედიის დღეს ვერ იხსენებს - რას ჰყვება დაზარალებულის დედა
ლიკა სიმონიშვილი
ფოტო: IMEDI
6 თვე გავიდა ამ ტრაგედიიდან და ცოტა დაგვიანდა ის შედეგი, რაც აქამდე უნდა დამდგარიყო. ორი დღის წინ დააკავეს ის ადამიანები, რომლებიც აქამდე უნდა დაეკავებინათ. კმაყოფილი ვარ ამ შედეგით. იმედი მაქვს, მართლმსაჯულება და ჭეშმარიტება გაიმარჯვებს და დამნაშავე დაისჯება, - გადაცემა „იმედის დღეში“ ხევსურეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 25 წლის მედეა დევსურაშვილის დედამ, ლიკა სიმონიშვილმა ისაუბრა.
ქალი, რომელსაც შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი შვილი გარდაეცვალა, ერთი კი სასწაულებრივად გადაურჩა, აცხადებს, რომ ვინმეს დაპატიმრების ინტერესი არ აქვს, მაგრამ აუცილებელია დამნაშავეები დაისაჯონ, რათა იგივე ტრაგედია აღარ განმეორდეს.
„არ მაქვს იმის სურვილი, რომ ვინმეს მშობელი, ან შვილი, ან ძმა ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ ვალდებულები ვართ ხმა ამოვიღოთ, რადგან შესაძლოა იგივე განმეორდეს მომავალში, თუ ჩვენ დღეს გავჩუმდებით. ეს იქნებოდა დანაშაული ჩემი მხრიდან, რომ არაფერი მეთქვა. რადგან არ მინდა ის, რაც მე დამემართა, სხვასაც დაემართოს და სხვა ოჯახსაც შეეხოს ასე მწარედ. წინსვლას ვგრძნობ და კმაყოფილი ვართ იმ შედეგით, რაც ორი დღის წინ ვიხილეთ“, - განაცხადა ლიკა სიმონიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა, ავარიის დროს გადარჩენილი მეორე შვილის - ხატია დევსურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც და აღნიშნა, რომ გოგოს ნაწილობრივი ამნეზია აქვს და 23 აგვისტოს ვერ იხსენებს.
„ხატიას ამ მომენტისთვის აქვს ნაწილობრივი ამნეზია. არ ახსოვს 23 აგვისტო, სრულიად აღმოფხვრილია მისი გონებიდან. ჩემი აზრით და ამაში დამეთანხმებიან სპეციალისტებიც, ეს გამოწვეულია იმით, რომ მისმა თვალებმა დაინახეს ძალიან დიდი საშინელება, კოშმარი და გონებას მისი გადახარშვა უბრალოდ არ შეუძლია. არ იხსენებს გონება ამას, ცნობიერება არ აძლევს ამის საშუალებას. მთლიანად 23 აგვისტო ამოშლილია მისი გონებიდან. ფიზიკურად კოჭლობს და ცხვირი აქვს ხელახლა საოპერაციო“, - განაცხადა ლიკა სიმონიშვილმა.
23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარმა ტრაგედიამ 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით 2 ადამიანია დაკავებული.
ყველა სიახლე
06 სექტემბერი 2026, 14:44
პოლიტიკა
ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრაზე: არ ვიცი, ამ სირცხვილს, რასაც ტრამპისნაირი უროდის ორჯერ არჩევა ჰქვია, როდის ჩამოირეცხავს ეს ქვეყანა. აი, ამ მახინჯების ჯინაზე, ტრამპის დროს უნდა გადაჯეგოს უკრაინამ ღორეთი
ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის შეხვედრას დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლებთან - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან.
06 სექტემბერი 2026, 14:41
მსოფლიო
მედია: კუშნერი და უიტკოფი კიევში ჩავიდნენ
უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ. ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდნენ და ქვეყნის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავენ.
06 სექტემბერი 2026, 14:39
სპორტი
ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა
ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ერედივიზიონის მე-5 ტურში „ექსელსიორმა“ სტუმრად „ტილბურგი“ 3-0 დაამარცხა. გამარჯვებულებს შორის კი საუკეთესო ეგოიანი იყო, რომელმაც მე-8 წუთზე ასისტი შეასრულა, 85-ე წუთზე კი გოლი გაიტანა.
06 სექტემბერი 2026, 14:34
სპორტი
ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა. ქართველმა კიბერსპორტსმენებმა გიორგი გაბუნიამ და საბა პეტრიაშვილმა პორტუგალიის, ყაზახეთის, სერბეთის, ბოსნიის, საბერძნეთისა და თურქეთის წარმომადგენლები დაამარცხეს, ხორვატებთან კი ფრედ ითამაშეს.
06 სექტემბერი 2026, 14:34
მსოფლიო
პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ადგილზე სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
06 სექტემბერი 2026, 14:31
მსოფლიო
ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა
ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი უსაფრთხოების ზონაში ისრაელელ სამხედროებზე თავდასხმისთვის. შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.
06 სექტემბერი 2026, 14:29
მსოფლიო
საბერძნეთში ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა
ფერმერების აქციები იანვარში შეწყდა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მათ მხარდაჭერა აღუთქვა. ფერმერები წარმოების ხარჯების შემცირებას, სუბსიდირების შენარჩუნებას, სადაზღვევო სისტემის რეფორმირებას და იმპორტის შეზღუდვას მოითხოვდნენ.
06 სექტემბერი 2026, 14:23
მსოფლიო
რობერტ ფიცო: დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს
დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
06 სექტემბერი 2026, 14:22
მსოფლიო
Axios: ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში მოსკოვში სანქციებზე პასუხისმგებელი ჯინ ლენგიც იმყოფებოდა
Axios-ის ცნობით, ლენგი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ, კირილ დმიტრევთან მოლაპარაკებებს ესწრებოდა, პუტინთან შეხვედრაში კი მონაწილეობა არ მიუღია. როგორც გამოცემა წერს, ამერიკულ დელეგაციაში ლენგის ყოფნა იმაზე მიანიშნებს, რომ ვიზიტისას შესაძლოა სანქციების საკითხი განხილულიყო. ცნობისათვის, უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში გუშინ იმყოფებოდნენ, დღეს კი ისინი შეხვედრებს კიევში გამართავენ.
06 სექტემბერი 2026, 14:13
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ და ის ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს
ნიკა გვარამიას განცხადება, რომლითაც ის პარლამენტის ვიცე-სპიკერს დაემუქრა, შეფასებების თემაა „ქართულ ოცნებაში“. გიორგი ვოლსკი გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს იხსენებს.
06 სექტემბერი 2026, 14:08
საზოგადოება
„ექსპო ჯორჯიაში“ ყვავილების ფესტივალი გაიმართა
თბილისის მერიის მხარდაჭერილი ფესტივალის მიზანია, გახდეს პროფესიული და ბიზნესპლატფორმა, სადაც ქართველი მწარმოებლები, იმპორტიორები, ფლორისტები და სავაჭრო ქსელები დაამყარებენ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს, წარადგენენ საკუთარ პროდუქციას და ხელს შეუწყობენ საქართველოში ყვავილების ინდუსტრიის განვითარებას.
06 სექტემბერი 2026, 13:35
ტექნოლოგიები
მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა
შობადობის შემცირებამ და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ შრომისუნარიან და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის დემოგრაფიული ბალანსი შეცვალა. პროგნოზების თანახმად, 2060 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა 852 მილიონიდან (2025 წელი) 2 მილიარდამდე გაიზრდება. პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 10 მილიარდს გადააჭარბებს.
06 სექტემბერი 2026, 13:10
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს.
06 სექტემბერი 2026, 13:10
სპორტი
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს⛸️
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ ცეკვებში მედლების კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს ნაკრების წევრმა წყვილმა - დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, 188.99 ქულით ტურნირში მოასპარეზე 12 წყვილს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.
06 სექტემბერი 2026, 12:53
პოლიტიკა
ანა წითლიძე: ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე, აბსოლუტურად ყველანაირად, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები - ყველაზე გავლენიანი პირი თუ ვინმე იყო, არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ეგ იყო, „მთავარის“ დირექტორი რომ იყო
[ნიკა გვარამია] იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე. ყველანაირად საერთოდ, აბსოლუტურად ყველანაირად, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ ანა წითლიძემ პოდკასტში „მისმინე“ ნიკა გვარამიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობაზე საუბრისას.
06 სექტემბერი 2026, 12:16
საზოგადოება
„ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ“ - საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა
სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძესა და ნათია ფანჯიკიძეს შორის დაპირისპირება ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას მოჰყვა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა.
06 სექტემბერი 2026, 11:56
მსოფლიო
ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა
„ვხედავთ, როგორ აქტიურდებიან ევროპა და კანადა, და ამას პირდაპირი მნიშვნელობით აქ, ისლანდიაში ვადევნებთ თვალს“, - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავდაცვის დირექტორატის ხელმძღვანელმა, იონას ალანსონმა.
06 სექტემბერი 2026, 11:41
მსოფლიო
ვულკანის ამოფრქვევამ ინდონეზიაში ავიამიმოსვლა შეაფერხა
ვულკანმა ამოფრქვევა პარასკევს, გვიან ღამით დაიწყო, რასაც თან სდევდა უწყვეტი სეისმური აქტივობა და ლავის შადრევნები. ხელისუფლების ცნობით, კვირას დილით კიდევ ორი ამოფრქვევა მოხდა. რეისების შეჩერებამ, რომელიც 13:30 საათამდე გაგრძელდა, 22 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა.
06 სექტემბერი 2026, 11:23
მსოფლიო
ვუჩიჩი სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება „სერბეთის პროგრესული პარტიის“ საბჭომ პარტიულ ყრილობაზე მიიღო.
06 სექტემბერი 2026, 11:15
მსოფლიო
საბერძნეთში ავიაშოუს მიმდინარეობისას სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი
საბერძნეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. ინციდენტი ათენის სიახლოვეს, ტანაგრას ბაზაზე მოხდა, სადაც ავიაშოუ იმართებოდა.


