06 სექტემბერი 2026, 14:23 / სანდო წყარო

რობერტ ფიცო: დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს

რობერტ ფიცო

რობერტ ფიცო

დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

რობერტ ფიცოს თქმით, დასავლეთმა წარუმატებელი სტრატეგია აირჩია, როდესაც ჩათვალა, რომ კიევის სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა რუსეთს დაასუსტებდა.

„გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ უკრაინის სრული ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფით შეეძლოთ რუსეთის დაჩოქება. ეს სტრატეგია ჩავარდა, თუმცა, დასავლეთი შეცდომის აღიარებაზე უარს ამბობს. სიტუაცია სახიფათოა, რადგან უკრაინის შემდგომი მილიტარიზაცია დაძაბულობას და გლობალური კონფლიქტის რისკს გაზრდის“, - განაცხადა ფიცომ.

ყველა სიახლე

06 სექტემბერი 2026, 14:34

სპორტი

ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა. ქართველმა კიბერსპორტსმენებმა გიორგი გაბუნიამ და საბა პეტრიაშვილმა პორტუგალიის, ყაზახეთის, სერბეთის, ბოსნიის, საბერძნეთისა და თურქეთის წარმომადგენლები დაამარცხეს, ხორვატებთან კი ფრედ ითამაშეს.

06 სექტემბერი 2026, 14:34

მსოფლიო

პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ადგილზე სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

06 სექტემბერი 2026, 14:31

მსოფლიო

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი უსაფრთხოების ზონაში ისრაელელ სამხედროებზე თავდასხმისთვის. შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.

06 სექტემბერი 2026, 14:29

მსოფლიო

საბერძნეთში ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა

ფერმერების აქციები იანვარში შეწყდა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მათ მხარდაჭერა აღუთქვა. ფერმერები წარმოების ხარჯების შემცირებას, სუბსიდირების შენარჩუნებას, სადაზღვევო სისტემის რეფორმირებას და იმპორტის შეზღუდვას მოითხოვდნენ.

06 სექტემბერი 2026, 14:22

მსოფლიო

Axios: ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში მოსკოვში სანქციებზე პასუხისმგებელი ჯინ ლენგიც იმყოფებოდა

Axios-ის ცნობით, ლენგი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ, კირილ დმიტრევთან მოლაპარაკებებს ესწრებოდა, პუტინთან შეხვედრაში კი მონაწილეობა არ მიუღია. როგორც გამოცემა წერს, ამერიკულ დელეგაციაში ლენგის ყოფნა იმაზე მიანიშნებს, რომ ვიზიტისას შესაძლოა სანქციების საკითხი განხილულიყო. ცნობისათვის, უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში გუშინ იმყოფებოდნენ, დღეს კი ისინი შეხვედრებს კიევში გამართავენ.

გიორგი ვოლსკი

06 სექტემბერი 2026, 14:13

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ და ის ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს

ნიკა გვარამიას განცხადება, რომლითაც ის პარლამენტის ვიცე-სპიკერს დაემუქრა, შეფასებების თემაა „ქართულ ოცნებაში“. გიორგი ვოლსკი გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს იხსენებს.

06 სექტემბერი 2026, 14:08

საზოგადოება

„ექსპო ჯორჯიაში“ ყვავილების ფესტივალი გაიმართა

თბილისის მერიის მხარდაჭერილი ფესტივალის მიზანია, გახდეს პროფესიული და ბიზნესპლატფორმა, სადაც ქართველი მწარმოებლები, იმპორტიორები, ფლორისტები და სავაჭრო ქსელები დაამყარებენ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს, წარადგენენ საკუთარ პროდუქციას და ხელს შეუწყობენ საქართველოში ყვავილების ინდუსტრიის განვითარებას.

06 სექტემბერი 2026, 13:35

ტექნოლოგიები

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

შობადობის შემცირებამ და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ შრომისუნარიან და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის დემოგრაფიული ბალანსი შეცვალა. პროგნოზების თანახმად, 2060 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა 852 მილიონიდან (2025 წელი) 2 მილიარდამდე გაიზრდება. პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 10 მილიარდს გადააჭარბებს.

06 სექტემბერი 2026, 13:10

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს.

გლებ სმოლკინი და დიანა დევისი

06 სექტემბერი 2026, 13:10

სპორტი

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს⛸️

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ ცეკვებში მედლების კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს ნაკრების წევრმა წყვილმა - დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, 188.99 ქულით ტურნირში მოასპარეზე 12 წყვილს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

ანა წითლიძე

06 სექტემბერი 2026, 12:53

პოლიტიკა

ანა წითლიძე: ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე, აბსოლუტურად ყველანაირად, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები - ყველაზე გავლენიანი პირი თუ ვინმე იყო, არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ეგ იყო, „მთავარის“ დირექტორი რომ იყო

[ნიკა გვარამია] იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე. ყველანაირად საერთოდ, აბსოლუტურად ყველანაირად, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ ანა წითლიძემ პოდკასტში „მისმინე“ ნიკა გვარამიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობაზე საუბრისას.

06 სექტემბერი 2026, 12:16

საზოგადოება

„ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ“ - საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა

სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძესა და ნათია ფანჯიკიძეს შორის დაპირისპირება ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას მოჰყვა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა.

06 სექტემბერი 2026, 11:56

მსოფლიო

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

„ვხედავთ, როგორ აქტიურდებიან ევროპა და კანადა, და ამას პირდაპირი მნიშვნელობით აქ, ისლანდიაში ვადევნებთ თვალს“, - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავდაცვის დირექტორატის ხელმძღვანელმა, იონას ალანსონმა.

06 სექტემბერი 2026, 11:41

მსოფლიო

ვულკანის ამოფრქვევამ ინდონეზიაში ავიამიმოსვლა შეაფერხა

ვულკანმა ამოფრქვევა პარასკევს, გვიან ღამით დაიწყო, რასაც თან სდევდა უწყვეტი სეისმური აქტივობა და ლავის შადრევნები. ხელისუფლების ცნობით, კვირას დილით კიდევ ორი ამოფრქვევა მოხდა. რეისების შეჩერებამ, რომელიც 13:30 საათამდე გაგრძელდა, 22 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

06 სექტემბერი 2026, 11:23

მსოფლიო

ვუჩიჩი სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება „სერბეთის პროგრესული პარტიის“ საბჭომ პარტიულ ყრილობაზე მიიღო.

06 სექტემბერი 2026, 11:15

მსოფლიო

საბერძნეთში ავიაშოუს მიმდინარეობისას სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი

საბერძნეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. ინციდენტი ათენის სიახლოვეს, ტანაგრას ბაზაზე მოხდა, სადაც ავიაშოუ იმართებოდა.

06 სექტემბერი 2026, 11:13

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების პარალელურად, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე მიიტანეს იერიში. მათი სამიზნე დასახლებული რაიონები გახდა. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობა.

06 სექტემბერი 2026, 11:13

მსოფლიო

ამერიკულმა ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს

ამერიკულმა ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს. ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტანკერებზე დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამერიკის საზღვაო ძალების ორ სამხედრო გემს დაესხა თავს.

06 სექტემბერი 2026, 11:08

რეგიონი

ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებულ სასულიერო პირებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერტიფიკატები გადასცეს

ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებულ სასულიერო პირებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერტიფიკატები გადასცეს და შეაჯამეს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაო. მანამდე ფსიქოლოგმა ტრენინგი ჩაატარა.