გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული
გოგა გულორდავა
ფოტო: კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა, ბათუმში გამართულ მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეულზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა და მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, ასევე ComCom-ის მიღწევები და პროექტები მიმოიხილა, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
„მოგეხსენებათ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის მთავარი პრიორიტეტი და ამოსავალი მომხმარებლები - ჩვენი საზოგადოებაა. ამიტომ კომისიის ყველა პროექტი და გადაწყვეტილება მომხმარებლების ინტერესებზეა ორიენტირებული. როგორც სატელეკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელი სახელმწიფო უწყებისთვის, ჩვენი მთავარი ამოცანაა, აბონენტებს ჰქონდეთ ხელსაყრელი პირობები როგორც სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარების, ისე მათი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მედიის მიმართულებით კი ჩვენი მიზანია, საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ფაქტებზე და ჟურნალისტურ სტანდარტებზე დაფუძნებული ინფორმაცია“, - განაცხადა გოგა გულორდავამ.
თავის სიტყვაში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციების მნიშვნელოვანი ასპექტები შეაჯამა. კერძოდ, მისი თქმით, მობილური მომსახურებების აბონენტების რაოდენობა 2025 წლის ბოლო მონაცემებით 6.4 მილიონი იყო, საიდანაც „მაგთიკომს“ - 2.6, „სილქნეტს“ - 2.3, „სელფი მობაილს“ - 1.5 მილიონი აბონენტი ჰყავდათ. გოგა გულორდავამ აღნიშნა ისიც, რომ მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობამ 5.1 მილიონი შეადგინა, საიდანაც „მაგთიკომს“ - 1.95, „სილქნეტს“ - 1.80, ხოლო „სელფი მობაილს“ - 1.37 მილიონი აბონენტი ჰყავდათ. რაც შეეხება მობილური ინტერნეტის მოხმარებას საშუალოდ ერთ ადამიანზე თვეში, ComCom-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ მაჩვენებელმა თითქმის 16 GB შეადგინა და ყოველწლიურად მზარდია. ტენდენციების მიმოხილვისას, გოგა გულორდავამ ფიქსირებულ ინტერნეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით მას 1 208 000 აბონენტი ჰყავდა, ხოლო ჯამში ოჯახების 97% იყენებდა.
ღონისძიების ფარგლებში გოგა გულორდავამ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიის ინსტრუმენტებსა და პლატფორმებზეც გაამახვილა ყურადღება: „ComCom-მა შექმნა არაერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ აბონენტებმა გაიმარტივონ ინტერნეტის მოხმარება. კერძოდ, კომისიამ შექმნა პლატფორმები, რომლებიც მომხმარებელს 24-საათიან რეჟიმში აძლევს შესაძლებლობას შეამოწმოს ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს კომისიას, რომელიც კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას“, - აღნიშნა მან.
გოგა გულორდავამ სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტის დაწყების დღიდან, კომპანია „ოუფენ ნეტმა“ ComCom-ის მხარდაჭერით 3000 კილომეტრიანი ოპტიკური მაგისტრალი ააშენა, რაც 260 000 მოსახლეს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ინტერნეტიზაციის პროექტის მხარდასაჭერად კომისია „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს შერჩეული მუნიციპალიტეტებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული ცნობიერების ამაღლებას, მათთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლებისა და ციფრულ ეკონომიკაში ჩართულობის ხელშეწყობას. „პროექტის დაწყებიდან ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონსა და სოფელში 800-მდე სემინარი ჩატარდა და 10 000-ზე მეტი ბენეფიციარი სრულიად უფასოდ გადამზადდა,“ - განაცხადა გოგა გულორდავამ.
სიტყვით გამოსვლის ბოლოს გოგა გულორდავამ ტელემაუწყებლობის ნაწილში კომუნიკაციების კომისიის როლზე და მაყურებლის უფლებების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს მედია პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და 100-ზე მეტი ტელევიზია, საიდანაც 21 ეროვნული მაუწყებელია. მისივე თქმით, მედია მრავალფეროვნებამ და პლურალიზმმა ახალი გამოწვევები შექმნა, კერძოდ დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ფაქტის, მოსაზრების, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევა, რაც მაყურებელზე ნეგატიურად მოქმედებს:
„აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად ჩვენ უკვე გვაქვს სრულად ევროპული კანონმდებლობა. კომისიის მიზანია, რომ მედიამ დაიცვას კანონი და ჟურნალისტიკის ფუნდამენტური სტანდარტები, რომლებიც აკმაყოფილებენ სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ძირითად პრინციპებს, რათა ჩვენი მაყურებლის ინტერესები იყოს დაცული და მათ ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.
ღონისების ფარგლებში, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ მოდერაცია გაუწია პანელს, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლების ინტერესებისა და უფლებების დაცვის აღსრულების მექანიზმებისა და დანერგილი სტანდარტების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სემეკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისსა და რეგიონებში იმართება.
ყველა სიახლე
01 მაისი 2026, 00:35
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში “იმედი LIVE” ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პოზიტიური სიახლეები არსებობს.
01 მაისი 2026, 00:30
პოლიტიკა
კახა კალაძე: წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დასმულმა აგენტურამ.
01 მაისი 2026, 00:14
მსოფლიო
რობერტ ფიცო: როდესაც პრეზიდენტ ტრამპს კარგად სძინავს, ფასები ეცემა - როდესაც არ სძინავს და რაიმე განცხადებას აკეთებს, ნავთობის ფასი ავტომატურად იზრდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული არასტაბილურობა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გავლენა მკვეთრი განცხადებით შეაფასა.
01 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქუთაისში, მე-19 საუკუნის კათოლიკური ტაძარი მიიტაცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ - სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ეს უსამართლობა გამოასწოროს
„ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს ქუთაისში მდებარე მე-19 საუკუნის ტაძარზე, რომელიც, მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კათოლიკეებს არ დაბრუნებიათ, ვინაიდან, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიტაცა.
01 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
კახა კალაძე: ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად
ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
01 მაისი 2026, 00:04
პოლიტიკა
კახა კალაძე: ის, რომ 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსა და სომხეთში გაიმართება, ძალიან სასიხარულო ამბავია. ეს მოაქვს მშვიდობას, ეს მოაქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს
ის, რომ 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსა და სომხეთში გაიმართება, ძალიან სასიხარულო ამბავია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
01 მაისი 2026, 00:03
პოლიტიკა
კახა კალაძე: უახლოეს მომავალში ბაგებში, ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარედ, ვგეგმავთ მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გაკეთებას. პირველი პროექტი იქნება ღია საცურაო აუზით
უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბაგებში ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარედ მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გაკეთებას. პირველი პროექტი იქნება ღია საცურაო აუზით, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
01 მაისი 2026, 00:02
მსოფლიო
ტრამპმა მერცი გააკრიტიკა და მის საქმიანობას „საშინელი“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი მკაცრად გააკრიტიკა და მის საქმიანობას „საშინელი“ უწოდა.
30 აპრილი 2026, 23:53
მსოფლიო
ტრამპი: ბაიდენმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარი მისცა, რაც სრული სიგიჟე იყო - ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ომი ამდენ ხანს გაგრძელდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარების მასშტაბები არაგონივრული იყო.
30 აპრილი 2026, 23:53
პოლიტიკა
კახა კალაძე: ხვალ ვიწყებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ
ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
30 აპრილი 2026, 23:50
საზოგადოება
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ტენდერში გამარჯვებული უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი
ძალიან მძიმე მდგომარეობა არის რუსთაველის გამზირზე. მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, ხშირ შემთხვევაში საგზაო ნაწილს უდიდეს პრობლემას უქმნის, ასევე გამზირზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებული უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
30 აპრილი 2026, 23:45
პოლიტიკა
კახა კალაძე: ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით
ინფრასტრუქტურის მინისტრთან განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ კონკრეტულად რომელი გზა იქნება გამოსადეგი და მოგვცემს განტვირთვის შესაძლებლობას, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
30 აპრილი 2026, 23:44
მსოფლიო
ტრამპი იტალიიდან და ესპანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანას არ გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიიდან ამერიკული კონტინგენტის ნაწილის შესაძლო გაყვანის თემის კომენტირებისას არ გამორიცხა, რომ მსგავსი ნაბიჯი იტალიისა და ესპანეთის მიმართაც გადაიდგას.
30 აპრილი 2026, 23:43
პოლიტიკა
კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ
„როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რადიკალების მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
30 აპრილი 2026, 23:35
პოლიტიკა
კახა კალაძე: მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს
„სპეკულაციები სულ იქნება, მაგრამ მინდა მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს წარმატებები ვუსურვო. ამ უწყებების სწორი, გამართული, ეფექტური მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს“, - აღნიშნა კალაძემ.
30 აპრილი 2026, 23:34
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობებზე: არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი
არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე საუბრისას. მისივე თქმით, აუცილებელია რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
30 აპრილი 2026, 23:25
პოლიტიკა
კახა კალაძე: აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა
აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
30 აპრილი 2026, 23:24
პოლიტიკა
კახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები
ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
30 აპრილი 2026, 23:19
პოლიტიკა
კახა კალაძე ევროპულ ბიუროკრატიაზე: დღეს უკვე აბსოლუტურად ღიად უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს
ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის ნამდვილად აღარ არის სიახლე, რომ ევროპული ბიუროკრატია ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გარე შემოტევები ბოლო წლებში კიდევ უფრო აშკარა გახდა.
30 აპრილი 2026, 22:39
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხება „გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს“.


