გიგა ოჩხიკიძე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია, ქართველმა პარამძლეოსანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვიდეო
ფოტო: კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ქართველი პარასპორტსმენები ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში კვლავ ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოუტანა.
მან ბირთვის 9.66 მეტრზე კვრა შეძლო, სადებიუტო პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედალი მოიპოვა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს სადებიუტო პარალიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე.
ყველა სიახლე
30 სექტემბერი 2026, 13:20
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას
მსოფლიო ბანკი განახლებულ ანგარიშს „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ აქვეყნებს და მიუთითებს, რომ სტრატეგიულ ინვესტიციებს განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც „შუა დერეფნის“ სახელითაც არის ცნობილი, შეუძლიათ 2040 წლისთვის ამ მარშრუტის გასწვრივ ვაჭრობის მოცულობა სამჯერ და მეტად გაზარდონ, გაანახევრონ მგზავრობის დრო, 3,3%-ით აამაღლონ მშპ და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნან.
30 სექტემბერი 2026, 13:15
ეკონომიკა
დავით უტიაშვილი: სესხის მომსახურების კოეფიციენტის ეტაპობრივი ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას
ეროვნულის ბანკის მიერ სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილების მიზანია, მაღალი ხელფასებისა და ეკონომიკური ზრდის პირობებში შენარჩუნდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა და დაბალშემოსავლიანი მსესხებლებისთვის ვალის ტვირთი მდგრად დონეზე დარჩეს, - განაცხადა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა.
30 სექტემბერი 2026, 13:12
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მოადგილე ნური გორგაძესთან ერთად, სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალგაზრდებს შეხვდა
შეხვედრაზე მოსწავლეებმა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, წარმოადგინეს პრეზენტაცია განხორციელებული აქტივობების შესახებ და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ინიციატივების განვითარების მიმართულებით საკუთარი იდეები წარადგინეს.
30 სექტემბერი 2026, 13:10
მსოფლიო
CNN: აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უფლება მისცა განაახლოს მიგრანტების იმ ქვეყნებში დეპორტაცია, რომლებთანაც მათ კავშირი არ აქვთ და მათთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების გასაჩივრების შესაძლებლობის მიცემა სავალდებულო არ იქნება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 13:08
რეგიონი
ბექა ვაჭარაძე: ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, განსაკუთრებული მადლობა გვეთქვა ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენი ბავშვების განათლებასა და აღზრდაზე ზრუნავენ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ქალაქ ფოთის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ფოთის მუნიციპალიტეტის წარმატებული პედაგოგები და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღმზრდელები დააჯილდოვა.
30 სექტემბერი 2026, 12:47
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს
სამუშაოების ფარგლებში არჩევნებისთვის მომზადდა ხმის მიცემისა და ხმის დათვლის 8 ელექტრონული აპარატი, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის 9 აპარატი და 7 პლანშეტი, რომელთაგან 3 იმ უბნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.
30 სექტემბერი 2026, 12:47
მსოფლიო
მედია: დუბაი - თელ-ავივის რეისზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავს
ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა, ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხის ჟურნალისტი ამიტ სეგალი ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 12:36
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძეს და უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებს შეხვდა.
30 სექტემბერი 2026, 12:30
რეგიონი
არსენალის მთამდე მისასვლელი გზების მოსაწყობად საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
პროექტის მთავარი მიზანია არსენალის მთის ტერიტორიასთან თბილისის არსებულ საგზაო ქსელთან ეფექტიანი და უსაფრთხო დაკავშირება და ტერიტორიასთან რამდენიმე მიმართულებიდან მისასვლელი საგზაო კავშირების შექმნა. პროექტმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს სატრანსპორტო ნაკადების უკეთ განაწილებასა და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობის განტვირთვას.
30 სექტემბერი 2026, 12:27
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ნეთანიაჰუმ ავიაინციდენტის გამო კონსულტაციები გამართა და ვითარებას აკვირდება
ავიაკომპანია Fly Dubai-ს ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შესაბამის პირებთან კონსულტაციები გამართა და ვითარებას აკვირდება. ინფორმაციას ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 12:24
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: საფრანგეთმა, მოსწავლეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და მათი დაკავებით მსოფლიოს დემოკრატიის ახალი „სტანდარტი“ შესთავაზა - აღნიშნული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლება, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოსკენ თითი გამოიშვიროს და დემოკრატიის შესახებ ლექციები გვიკითხოს
საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 440 ადამიანი დააკავა, საგულისხმოა, რომ მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულთა დაახლოებით ორი მესამედი პოლიციის პატიმრობაში რჩება, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
30 სექტემბერი 2026, 12:11
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობის, არსებული მოწყვლადობებისა და პოტენციური რისკების კომპლექსურ შეფასებას მოიცავს
ანალიზი ძირითადად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული და ყურადღებას ამახვილებს როგორც ფინანსური სექტორის მდგომარეობაზე, ასევე ეკონომიკის იმ ძირითად ტენდენციებსა და ფაქტორებზე, რომლებიც ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.
30 სექტემბერი 2026, 12:11
ტაბლოიდი
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი ზაჰარა მათი მესამე შვილია, რომელმაც მამის გვარზე უარი ოფიციალურად თქვა
ორშაბათს, 28 სექტემბერს, გვარის შეცვლის შესახებ სასამართლო სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც 21 წლის ზაჰარა ახლა „ზაჰარა მარლი ჯოლი“ გახდა. ჟურნალ PEOPLE-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, კალიფორნიის მოსამართლემ სახელის ცვლილება დაამტკიცა და წინააღმდეგობა არ დაფიქსირებულა. ზაჰარა ჯოლისა და პიტის შვილებიდან მესამეა, ვინც მამის გვარზე უარი ოფიციალურად განაცხადა.
30 სექტემბერი 2026, 12:11
საზოგადოება
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 19-20 ნოემბერს გაიმართება
ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, ამ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.
30 სექტემბერი 2026, 12:04
მსოფლიო
მედია: დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი თვითმფრინავის საუდის არაბეთში ავარიული დაშვების მიზეზი რუს და უკრაინელ პილოტებს შორის ჩხუბი გახდა
დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი ავიაკომპანია Fly Dubai-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის საუდის არაბეთში ავარიული დაშვების მიზეზი პილოტებს შორის ჩხუბი გახდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 12:03
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
30 სექტემბერი 2026, 12:02
საზოგადოება
რევაზ სოხაძემ საერთაშორისო საგზაო ფედერაციის ევროპის და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი გახსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისში საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) ევროპის და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 11:55
მსოფლიო
BBC: საფრანგეთის სკოლებში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციების გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა უმეტესობა არასრულწლოვანია
საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციების გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. ინფორმაციას BBC საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე ლორან ნიუნესზე დაყრდნობით ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 11:50
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, ამერიკამაც გააცნობიერა, რომ GRECO არ ემსახურება მის ინტერესებს, ვფიქრობ დადგა დრო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიაზრონ საკუთარი როლი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში
როგორც ჩანს ამერიკამაც გააცნობიერა, რომ GRECO (ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი) არ ემსახურება მის ინტერესებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შეერთებული შტატების მიერ GRECO-ს დატოვების საკითხზე საუბრისას. მახაშვილის თქმით, დადგა დრო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიაზრონ საკუთარი როლი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში.
30 სექტემბერი 2026, 11:44
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო უფლებადამცველმა საზოგადოებამ საია იმისთვისაც ხომ არ დააჯილდოვა - თუ რა რუსული საქმე გააკეთა მან წლების წინ, რისთვისაც „დამსახურებულმა“ ჯილდომ იგი მხოლოდ დღეს იპოვა?
საია-ს ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის მამხილებელი პოსტი გამოაქვეყნა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში. როგორც ვრცელ პოსტშია აღნიშნული, ამის დასტური შესაძლოა ისიც იყოს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ეთნიკურად ოსმა პირებმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ათასობით საჩივარი შეიტანეს და ამაში მათ იურიდიულ დახმარებას სწორედ საია უწევდა.


