დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო უფლებადამცველმა საზოგადოებამ საია იმისთვისაც ხომ არ დააჯილდოვა - თუ რა რუსული საქმე გააკეთა მან წლების წინ, რისთვისაც „დამსახურებულმა“ ჯილდომ იგი მხოლოდ დღეს იპოვა?
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
საია-ს ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის მამხილებელი პოსტი გამოაქვეყნა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში. როგორც ვრცელ პოსტშია აღნიშნული, ამის დასტური შესაძლოა ისიც იყოს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ეთნიკურად ოსმა პირებმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ათასობით საჩივარი შეიტანეს და ამაში მათ იურიდიულ დახმარებას სწორედ საია უწევდა.
„რუსებს აქვთ ასეთი გამონათქვამი: „Награда нашла своего героя“ - სწორედ ასეთი ჯილდო გადაეცა აგვისტოს ომის ანტიგმირ საია-ს, რომელსაც ზოგჯერ უფლებადამცველთა „ნობელის პრემიად“ მოიხსენიებენ. ახლა კი, დავსვათ ერთი უხერხული კითხვა, რომელსაც რატომღაც თითქმის არავინ სვამს: კონკრეტულად რისთვის მიიღო საია-მ ეს „ნობელის ალტერნატიული პრემია“? პრემიის მიმნიჭებელი Right Livelihood-ის ფორმალური ვერსია ცნობილია: ორგანიზაცია დაჯილდოვდა „ქართული დემოკრატიის მშენებლობისა და დაცვისთვის“ და „ავტოკრატიული რეპრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის“.
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, ჩვენთვის გაცილებით უფრო ცნობილი ისტორია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სწორედ საია წარმოადგენდა სტრასბურგში ოსური წარმოშობის განმცხადებლებს, რომლებიც საქართველოს „გენოციდში“ ადანაშაულებდნენ. მეტიც, თავად საია ოფიციალურად ადასტურებდა, რომ ომის შემდეგ იურიდიულ დახმარებას უწევდა მათ და თანამშრომლობდა რუსეთში დაფუძნებულ Russian Justice Initiative-თან. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ვერსია: საერთაშორისო უფლებადამცველმა საზოგადოებამ საია იმისთვისაც ხომ არ დააჯილდოვა, თუ რა რუსული საქმე გააკეთა მან წლების წინ, რისთვისაც „დამსახურებულმა“ ჯილდომ იგი მხოლოდ დღეს იპოვა? ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, მაგრამ ისეთი ჰიპოთეზა, რომლის ხელის ერთი მოსმით გვერდზე გადადებაც არც ისე მარტივია. მით უმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ თავის ანგარიშში ცალკე დააფიქსირა: აგვისტოს ომის შემდეგ ეთნიკურად ოსმა პირებმა საქართველოს წინააღმდეგ ათასობით საჩივარი შეიტანეს, რომლებშიც საია მონაწილეობდა მათი ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსით.
ორგანიზაციის მაშინდელი თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი თავად ადასტურებდა საჩივრის შეტანის ფაქტს და ამას „ადამიანის უფლებების დაცვის“ უნივერსალური პრინციპით ხსნიდა. ამავე ანგარიშში ცალკე ფიგურირებს ასევე ანა დოლიძე, რომელიც 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში რუსეთში დაფუძნებული Russian Justice Initiative-ის კონსულტანტად მუშაობდა და საქართველოს წინააღმდეგ მომზადებულ საჩივრებში მონაწილეობდა.
და აქ უკვე კიდევ ერთი სრულიად არასასიამოვნო ჰიპოთეზა ჩნდება: რა მოხდება, თუ დღევანდელი ჯილდო უბრალოდ უფლებადამცველი ორგანიზაციისთვის გადაცემული პრემია კი არ არის, არამედ ერთგვარი საერთაშორისო რეტროსპექტული ინდულგენციაა იმ საქმიანობისთვის, რომელიც 2008 წელს ეხმარებოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის საერთაშორისო სასამართლოებში გადატანას - ისეთი ფორმულირებებით, რომლებიც თავად საქართველოსთვის უკიდურესად მტკივნეული, მავნებლური და უსამართლო იყო? უკიდურესად მკაცრი პოლიტიკური ინტერპრეტაციით ამას შეიძლება ასე ვუწოდოთ: 2008 წლის ომთან დაკავშირებულმა რუსულმა სიუჟეტმა, თვრამეტი წლის შემდეგ, საბოლოოდ პოვა ახალი გმირი - უკვე არა ცხინვალში და არა მოსკოვში, არამედ სტოკჰოლმში, ფაქტობრივად ამ რუსული პრემიის გადაცემის დროს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ პრემია საია-ს სწორედ 2008 წლის საქმიანობისთვის გაიცა. მაგრამ მაშინ ჩნდება მარტივი კითხვა: რატომ იხსენებს საერთაშორისო აღიარების სისტემა საია-ს ბიოგრაფიის ერთ გვერდს ასეთი ენთუზიაზმით და მეორე გვერდს - სრულიად აიგნორებს?
განსაკუთრებით პიკანტურად გამოიყურება ეს ყველაფერი თავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილებების ფონზე. სასამართლომ არაერთგზის დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის შემდგომ მრავალ დარღვევაზე, მათ შორის - საქართველოს სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე, ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასა და ქართველი მოსახლეობის დაბრუნებისთვის ხელის შეშლაზე. ამიტომ საია-ს ისტორია 2008 წლის შემდეგ ვერ იქნება დაყვანილი შავ-თეთრ ფორმულამდე: „რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა“ ან „რუსეთის წინააღმდეგ მუშაობდა“. მაგრამ სწორედ ამიტომაც მოითხოვს დღევანდელი ჯილდო არა აღტაცებულ ტაშს, არამედ კითხვებს საერთაშორისო უფლებადამცველი საზოგადოების მეხსიერების მიმართ.
თუ საერთაშორისო პრემია დღეს საია-ს ქართული დემოკრატიის დაცვის „სიმბოლოდ" აქცევს, მაშინ რატომ ქრება ამ ლამაზი ლეგენდიდან თითქმის მთლიანად ის ფაქტი, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულ მომენტში ორგანიზაცია ოკუპანტი რუსეთის და სეპარატისტების მხარეზე მონაწილეობდა იმ სასამართლო პროცესებშიც, რომლებშიც საქართველოს წინააღმდეგ პრეტენზიებს ოსური მხარის წარმომადგენლები აყენებდნენ? და თუ ეს დავიწყება სისტემურია, მაშინ ჰიპოთეზა კიდევ უფრო საინტერესო ხდება: იქნებ ჩვენს წინაშე მართლაც არა ახალი საქართველოსთვის გადაცემული ახალი ჯილდოა, არამედ ძველი ომისთვის გადადებული რუსული ჯილდო - უბრალოდ, წლების შემდეგ და სრულიად სხვა დაფასებით გადმოცემული,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
30 სექტემბერი 2026, 12:04
მსოფლიო
მედია: დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი თვითმფრინავის საუდის არაბეთში ავარიული დაშვების მიზეზი პილოტებს შორის ჩხუბი გახდა
დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი ავიაკომპანია Fly Dubai-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის საუდის არაბეთში ავარიული დაშვების მიზეზი პილოტებს შორის ჩხუბი გახდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 12:03
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
30 სექტემბერი 2026, 12:02
საზოგადოება
რევაზ სოხაძემ საერთაშორისო საგზაო ფედერაციის ევროპის და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი გახსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისში საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) ევროპის და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 11:55
მსოფლიო
BBC: საფრანგეთის სკოლებში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციების გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა უმეტესობა არასრულწლოვანია
საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციების გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. ინფორმაციას BBC საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე ლორან ნიუნესზე დაყრდნობით ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 11:50
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, ამერიკამაც გააცნობიერა, რომ GRECO არ ემსახურება მის ინტერესებს, ვფიქრობ დადგა დრო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიაზრონ საკუთარი როლი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში
როგორც ჩანს ამერიკამაც გააცნობიერა, რომ GRECO (ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი) არ ემსახურება მის ინტერესებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შეერთებული შტატების მიერ GRECO-ს დატოვების საკითხზე საუბრისას. მახაშვილის თქმით, დადგა დრო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიაზრონ საკუთარი როლი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში.
30 სექტემბერი 2026, 11:43
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: „ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც ჩააცვეს-დაახურეს, აჭამეს-ასვეს, სწორედ ეს ადამიანები არიან გადაქცეული მათ ყველაზე დაუძინებელ მტრებად
სოციალურ ქსელებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ვაკვირდები ადამიანებს, რომლებსაც "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა, რომ იტყვიან, ჩააცვეს-დაახურეს, აჭამეს-ასვეს, და დღეს სწორედ ეს ადამიანები არიან გადაქცეული მათ ყველაზე დაუძინებელ მტრებად,- წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
30 სექტემბერი 2026, 11:32
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე „ნაცმოძრაობას“: მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი, თუ როგორ მიატოვა სააკაშვილი 1 ოქტომბერს სულ მარტოდ, როგორც „მეფე ლირი“, მისმა პარტიამ და დასაკავებლად გაწირა?
მინდა ვკითხო „ნაცმოძრაობას“ - მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი? როგორ შემოიპარა ქურდულად საქართველოში რევოლუციის მოსახდენად, როგორ გაფარჩაკდა და პირდაპირ ვირის აბანოში აღმოჩნდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
30 სექტემბერი 2026, 11:28
რეგიონი
კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნის 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
30 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნიდან - 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა და მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე. მაღალი და საშუალო ხარისხის 120 054 ტონა, ხოლო მკვახე და უხარისხო 946 ტონა ყურძენია.
30 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ბოლო პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რომ ევროსაბჭოსა და ევროკომისიაში აზრთა სხვადასხვაობა არის ქვეყნის ლიდერებს შორის და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაც სწორედ ამაზე მეტყველებს
ბოლო პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რომ ევროსაბჭოსა და ევროკომისიაში აზრთა სხვადასხვაობა არის ქვეყნის ლიდერებს შორის და შესაბამისად ეს ნაბიჯიც სწორედ ამაზე მეტყველებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაზე საუბრისას.
30 სექტემბერი 2026, 11:24
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს აცნობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში „კარდაკარის“ პრინციპით ადგილობრივებს საკარმიდამო ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მექანიკურ მეთოდებს აცნობენ.
30 სექტემბერი 2026, 11:17
პოლიტიკა
გეგმავს თუ არა IRI კვლევის გამოქვეყნებას, რომელიც ოპოზიციამ დამალა და რომელზეც ოპოზიცია ამბობს, რომ ყალბია - „ქრონიკა“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პასუხს ელოდება
გეგმავს თუ არა IRI კვლევის გამოქვეყნებას, რომელიც ოპოზიციამ დამალა და რომელზეც ოპოზიცია ამბობს რომ ყალბია, ამ კითხვით „ქრონიკამ“ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს მიმართა და პასუხს ელოდება.
30 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
Financial Times: ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის საკითხზე მრჩევლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით მრჩევლებთან საგანგებო მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 11:10
ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა აგვისტოშიც ფიქსირდება
საქსტატის წინასწარი შეფასებით, აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3 მეათედი პროცენტი შეადგინა.
30 სექტემბერი 2026, 11:10
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ღარიბაშვილთან ერთადერთი შეკითხვა გვაქვს, რომელსაც უკვე დიდი ხანია გაურბის. უშინაარსო წერილებისგან განსხვავებით, აღნიშნულ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი ნათელს მოჰფენდა, თუ საიდან დააგროვა მილიონობით ლარის ღირებულების პირადი ქონება, რომლის არაკანონიერი გზით დაგროვების შესახებაც, თავადვე აღიარა და პატიმრობაშიც წავიდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება და მის ქმედებებს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან აიგივებს.
30 სექტემბერი 2026, 11:07
მსოფლიო
მედია: თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა და განგაშის სიგნალი ჩართო, საუდის არაბეთში დაეშვა. ინციდენტის მიზეზად ჩხუბი სახელდება
დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი ავიაკომპანია Fly Dubai-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც ფრენისას საგანგებო სიგნალი ჩართო, საუდის არაბეთში, თაბუკის აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 11:05
სამართალი
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა
თბილისის პროკურატურაში ორმხრივ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ.
30 სექტემბერი 2026, 10:58
ეკონომიკა
მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ
საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
30 სექტემბერი 2026, 10:48
მსოფლიო
The Times of Israel: დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, გატაცების შესახებ განგაშის სიგნალი ჩართო - ჰაერში ისრაელის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ
დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა ავიაკომპანია Fly Dubai-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ცოტა ხნის წინ საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 10:27
პოლიტიკა
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭომ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და დარგობრივი რეგლამენტები მიიღო
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობდა, საბჭოს წევრი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.


