30 სექტემბერი 2026, 11:13 / სანდო წყარო

Financial Times: ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის საკითხზე მრჩევლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით მრჩევლებთან საგანგებო მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

საკითხთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, პრეზიდენტს წარუდგინეს სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის დიზელის საერთაშორისო გაყიდვების შეზღუდვა. ამასთან, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შესაძლო მიწოდების შეფერხების შესახებ ინფორმაცია უცხოელ მოკავშირეებს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, მიაწოდეს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი „მაგიდაზე არსებულ ყველა ვარიანტს განიხილავს“ ქვეყანაში საწვავის ფასების შესამცირებლად, თუმცა დიზელის ექსპორტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

აღნიშნულ საკითხზე ტრამპი „რესპუბლიკელ“ მოკავშირეებსა და ნავთობის ინდუსტრიის ხელმძღვანელებს შორის დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა. „რესპუბლიკელები“, რომლებიც დიზელის ფასების ზრდის, განსაკუთრებით ფერმერებსა და აშშ-ის ინდუსტრიის სხვა სექტორებზე მისი გავლენის გამო შეშფოთებულნი არიან, ექსპორტის შეზღუდვას მოითხოვენ. ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები კი მომგებიანი საექსპორტო ბაზრის შენარჩუნებას ცდილობენ, წერს გამოცემა.

„რესპუბლიკელთა“ ნაწილმა, აიოვას შტატის სენატორ ჩაკ გრასლის ხელმძღვანელობით, დიზელის ექსპორტის აკრძალვის მოთხოვნით ადმინისტრაციაზე ზეწოლა გააძლიერეს. ისინი შიშობენ, რომ საწვავის ფასების შემცირების გარეშე, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა უკმაყოფილებამ შესაძლოა „რესპუბლიკელებზე“ იმოქმედოს.

გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა დამოკიდებულება ტრამპის მიერ ეკონომიკის მართვის, ირანთან ომისა და ინფლაციის საკითხებზე გაუარესებულია.

„პოლიტიკური შედეგი ის არის, რომ „რესპუბლიკელებმა“ შესაძლოა უმრავლესობა დაკარგონ. ამას ჩვენ დაგვაბრალებენ, დავიმსახურებთ თუ არა ამას. ხელისუფლებაში ჩვენ ვართ და ამისგან თავის დაღწევა რთულია“, - განუცხადა გამოცემას ტენესის შტატის კონგრესმენმა ტიმ ბერჩეტმა.

ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენლის განცხადებით, რომელიც თეთრ სახლში მიმდინარე დისკუსიებს იცნობს, ექსპორტის აკრძალვის საკითხი გასულ კვირას „გადაწყვეტილების მიღებასთან ძალიან ახლოს“ მივიდა მას შემდეგ, რაც გრასლიმ და სასოფლო-სამეურნეო შტატებიდან არჩეულმა სხვა „რესპუბლიკელებმა“ ადმინისტრაციას მოუწოდეს, მდგომარეობის გაუარესება შეეჩერებინა.

Financial Times-ის ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ევროპელ მოკავშირეებთანაც დაიწყეს მუშაობა შესაძლო აკრძალვისთვის მოსამზადებლად. ევროპაში დიზელის ფასებმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია, რასაც ქუჩის საპროტესტო აქციებიც მოჰყვა.

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა ორშაბათს ბრიტანეთის ოფიციალურ პირებთან სატელეფონო საუბრები გამართა. ამასთან, აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ესაუბრა რობერტ ჯენრიკს, მემარჯვენე პარტია Reform UK-ის ერთ-ერთ ლიდერს, რომელმაც გასულ კვირას ბესენტს წერილით მიმართა და მოუწოდა, დიზელის ექსპორტის აკრძალვა არ დაეწესებინა ან გამონაკლისი დიდი ბრიტანეთისთვის დაეშვა.

ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლა გააძლიერა, რათა მათ საწვავის რეზერვებიდან დიზელის მარაგების ბაზარზე გამოტანა დაეწყოთ. აშშ-ის წარმომადგენლები ასევე განიხილავენ ჩინეთისთვის მიმართვის შესაძლებლობას, რათა პეკინმა დიზელის წარმოება საკუთარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გაზარდოს.

ყველა სიახლე

30 სექტემბერი 2026, 11:10

ეკონომიკა

საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა აგვისტოშიც ფიქსირდება

საქსტატის წინასწარი შეფასებით, აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3 მეათედი პროცენტი შეადგინა.

30 სექტემბერი 2026, 11:07

მსოფლიო

მედია: თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა და განგაშის სიგნალი ჩართო, საუდის არაბეთში დაეშვა. ინციდენტის მიზეზად ჩხუბი სახელდება

დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი ავიაკომპანია Fly Dubai-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც ფრენისას საგანგებო სიგნალი ჩართო, საუდის არაბეთში, თაბუკის აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 11:05

სამართალი

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა

თბილისის პროკურატურაში ორმხრივ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ.

30 სექტემბერი 2026, 10:58

ეკონომიკა

მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ

საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

30 სექტემბერი 2026, 10:48

მსოფლიო

The Times of Israel: დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, გატაცების შესახებ განგაშის სიგნალი ჩართო - ჰაერში ისრაელის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ

დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა ავიაკომპანია Fly Dubai-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ცოტა ხნის წინ საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 10:27

პოლიტიკა

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭომ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და დარგობრივი რეგლამენტები მიიღო

საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობდა, საბჭოს წევრი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი ჰაკან ფიდანი

30 სექტემბერი 2026, 10:24

პოლიტიკა

Rapporteur: საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირი წინააღმდეგია

საქართველო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა თბილისის ინიციატივას ევროკავშირის მხარდაჭერა არ აქვს. ინფორმაციას Rapporteur-ი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 10:24

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 გიორგი გვარაკიძე
როელ დონა

30 სექტემბერი 2026, 10:22

სამართალი

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ“.

30 სექტემბერი 2026, 10:21

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

30 სექტემბერი 2026, 10:19

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.

30 სექტემბერი 2026, 09:42

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

მინისტრმა მასწავლებლებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2026, 09:33

მსოფლიო

ტრამპმა ხელოვნურ ინტელექტს სახელი გადაარქვა და მას სუპერინტელექტი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ (AI) ტერმინით „სუპერინტელექტი“ (SI) უნდა ჩანაცვლდეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 09:31

პოლიტიკა

საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ხელი მოაწერა „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების პარტნიორობის“ ერთობლივ დეკლარაციას.

30 სექტემბერი 2026, 09:15

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა რუსეთის, ჩინეთის, ჰონგ-კონგისა და პაკისტანის კომპანიებს ირანთან კავშირების გამო სანქციები დაუწესა

აშშ-ის მთავრობამ ირანისთვის იარაღისა და მისი კომპონენტების შესყიდვაში დახმარების გამო 13 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 09:14

პოლიტიკა

ევროკომისია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებას გეგმავს, რაც წევრი ქვეყნებისთვის ვეტოს დადებისა და გადაწყვეტილებების დაბლოკვის უფლების გაუქმებას გულისხმობს

გეგმის თანახმად, ევროკავშირი გადავა კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის სისტემაზე, რაც ცალკეულ წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლების გამოყენებისა და გადაწყვეტილებების დაბლოკვის შესაძლებლობას ჩამოართმევს.

30 სექტემბერი 2026, 09:00

მსოფლიო

რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი

რუსეთმა გვიან ღამით კიევზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება უკრაინული მედია.

30 სექტემბერი 2026, 08:41

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 სექტემბერს საქართველოში

სიღნაღშიც წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

30 სექტემბერი 2026, 08:38

საზოგადოება

კლიმატის ცვლილების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოს მეორე ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშის (BTR2), გაერთიანებული მესამე ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშის (BTR3) და მეექვსე ეროვნული შეტყობინების (6NC) მომზადების პროცესს იწყებს.