30 სექტემბერი 2026, 11:10 / სანდო წყარო

ირაკლი კირცხალია: ღარიბაშვილთან ერთადერთი შეკითხვა გვაქვს, რომელსაც უკვე დიდი ხანია გაურბის. უშინაარსო წერილებისგან განსხვავებით, აღნიშნულ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი ნათელს მოჰფენდა, თუ საიდან დააგროვა მილიონობით ლარის ღირებულების პირადი ქონება, რომლის არაკანონიერი გზით დაგროვების შესახებაც, თავადვე აღიარა და პატიმრობაშიც წავიდა

ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება და მის ქმედებებს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან აიგივებს.

კირცხალია ირაკლი ღარიბაშვილისგან მის მიერ არაკანონიერი გზით დაგროვებული ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით ითხოვს პასუხს, რომელიც მისი უშინაარსო წერილებისგან განსხვავებით ნათელს მოჰფენდა თუ საიდან შეძლო ღარიბაშვილმა ქონების დაგროვება.

„გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები მისთვის დაგებულ ვერაგულ, თუმცა, არარსებულ მახესა და მის პატიმრობაზე კეთდებოდა, ახალი წერილი თავიდან ბოლომდე ქვეყნის წინაშე მის დამსახურებას მიეძღვნა. ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” გუნდს მხოლოდ ფორმალურად ახსენებს და თითოეულ იმ წარმატებას, რომელსაც მისი მეორედ პრემიერ - მინისტრობის პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, მხოლოდ საკუთარ თავზე მიიწერს. რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკიდურესად სუბიექტურად ინტერპრეტირებულ ფაქტებთან დაკავშირებითაც შეიძლება განხილვაში შესვლა და მოვლენების ობიექტური ანალიზით მისი რეალური მნიშვნელობის უკეთ ჩვენება, თუმცა, ასეთი აბსურდული პოლემიკა საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა, ყველამ ყველაფერი კარგად იცის და, ბუნებრივია, ჩვენ აღნიშნულ განხილვაში შესვლას არ ვაპირებთ.

ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ისევე, როგორც მთელ ქართულ საზოგადოებას ირაკლი ღარიბაშვილთან ერთადერთი შეკითხვა გვაქვს, რომელსაც უკვე დიდი ხანია გაურბის. უშინაარსო წერილებისგან განსხვავებით, აღნიშნულ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მართლაც საინტერესო იქნებოდა და ბოლოს და ბოლოს ნათელს მოჰფენდა თუ საიდან დააგროვა მილიონობით ლარის ღირებულების პირადი ქონება, რომლის არაკანონიერი გზით დაგროვების შესახებაც, თავადვე აღიარა და პატიმრობაშიც წავიდა.

სწორედ ამიტომ, მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო: იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დანაშაული მოგენანიებინათ, რომელიც, კიდევ ერთხელ განვმეორდები, თავადვე აღიარეთ და დასმულ შეკითხვაზე პასუხი გაგეცათ, ქართველი ხალხის წინაშე, მკვეთრად გადაჭარბებულად შეფასებული თქვენი დამსახურებების წამოძახებით დაკავდით.სამწუხაროა, რომ წარსულში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ დონემდე დახვედით და კომიკურობამდე მისულ კიდევ ერთ პერსონას დაემსგავსეთ. დიახ, თქვენ სააკაშვილის გზით წახვედით, რომლის მიერ ჩადენილი უკანონობის უამრავი ფაქტი არსებობს, თუმცა მაინც უტიფრად გვიმტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ხალხის კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვას “პიჯაკების საქმედ” ნათლავს და ისე, როგორც თქვენ, მანაც დააგროვა მილიონობით ღირებულების ქონება, რომლის წარმომავლობაზე საუბარიც არ სურს. მეტიც, ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს, რომელიც გამუდმებით საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს და ფაქტობრივად, ახალი საქართველოს დაფუძნებას იჩემებს, მხოლოდ საკუთარ როლზე საუბრობს და ქართველს ხალხს განაწყენებული საყვედურობს, რომ მისი “ღვაწლის” დაფასების ნაცვლად, დღეს კუთვნილ და დამსახურებულ სასჯელს იხდის.

მინდა გულწრფელად გისურვოთ, რომ მომდევნო წერილში, რომელიც, ეჭვი მაქვს, თქვენი სახელით ძალიან მალე გამოქვეყნდება, ბოლოს და ბოლოს შეეშვათ საკუთარი მიღწევების გაზვიადებას და ტრაბახს, თითქოს, საქართველო თქვენ ააშენეთ. ერთადერთი მართლაც საინტერესო რამ შეგიძლიათ გააკეთოთ, თქვენ უნდა უპასუხოთ ყოფილს პოლიტიკურ გუნდსა და ქართველ ხალხს საიდან დააგროვეთ მილიონობით ღირებულების პირადი ქონება? თუმცა, თუ თქვენი განცხადებების ბოლოდროინდელ შინაარსსაა და განვითარების მიმართულებას გავითვალისწინებთ, ბევრად დიდი შანსია, “სააკაშვილის გზა” განაგრძოთ და ამჯერად, საკუთარი თავი უახლესი საქართველოს მამად წარმოგვიჩინოთ“, - წერს ირაკლი კირცხალია.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

30 სექტემბერი 2026, 11:50

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, ამერიკამაც გააცნობიერა, რომ GRECO არ ემსახურება მის ინტერესებს, ვფიქრობ დადგა დრო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიაზრონ საკუთარი როლი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში

როგორც ჩანს ამერიკამაც გააცნობიერა, რომ GRECO (ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი) არ ემსახურება მის ინტერესებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შეერთებული შტატების მიერ GRECO-ს დატოვების საკითხზე საუბრისას. მახაშვილის თქმით, დადგა დრო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიაზრონ საკუთარი როლი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში.

დავით ქართველიშვილი

30 სექტემბერი 2026, 11:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო უფლებადამცველმა საზოგადოებამ საია იმისთვისაც ხომ არ დააჯილდოვა - თუ რა რუსული საქმე გააკეთა მან წლების წინ, რისთვისაც „დამსახურებულმა“ ჯილდომ იგი მხოლოდ დღეს იპოვა?

საია-ს ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის მამხილებელი პოსტი გამოაქვეყნა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში. როგორც ვრცელ პოსტშია აღნიშნული, ამის დასტური შესაძლოა ისიც იყოს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ეთნიკურად ოსმა პირებმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ათასობით საჩივარი შეიტანეს და ამაში მათ იურიდიულ დახმარებას სწორედ საია უწევდა.

ზაალ ანჯაფარიძე

30 სექტემბერი 2026, 11:43

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: „ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც ჩააცვეს-დაახურეს, აჭამეს-ასვეს, სწორედ ეს ადამიანები არიან გადაქცეული მათ ყველაზე დაუძინებელ მტრებად

სოციალურ ქსელებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ვაკვირდები ადამიანებს, რომლებსაც "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა, რომ იტყვიან, ჩააცვეს-დაახურეს, აჭამეს-ასვეს, და დღეს სწორედ ეს ადამიანები არიან გადაქცეული მათ ყველაზე დაუძინებელ მტრებად,- წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

ზაალ ანჯაფარიძე

30 სექტემბერი 2026, 11:32

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე „ნაცმოძრაობას“: მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი, თუ როგორ მიატოვა სააკაშვილი 1 ოქტომბერს სულ მარტოდ, როგორც „მეფე ლირი“, მისმა პარტიამ და დასაკავებლად გაწირა?

მინდა ვკითხო „ნაცმოძრაობას“ - მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1 ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი? როგორ შემოიპარა ქურდულად საქართველოში რევოლუციის მოსახდენად, როგორ გაფარჩაკდა და პირდაპირ ვირის აბანოში აღმოჩნდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.

30 სექტემბერი 2026, 11:28

რეგიონი

კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნის 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

30 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნიდან - 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა და მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე. მაღალი და საშუალო ხარისხის 120 054 ტონა, ხოლო მკვახე და უხარისხო 946 ტონა ყურძენია.

ზვიად შალამბერიძე

30 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: ბოლო პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რომ ევროსაბჭოსა და ევროკომისიაში აზრთა სხვადასხვაობა არის ქვეყნის ლიდერებს შორის და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაც სწორედ ამაზე მეტყველებს

ბოლო პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ იმას, რომ ევროსაბჭოსა და ევროკომისიაში აზრთა სხვადასხვაობა არის ქვეყნის ლიდერებს შორის და შესაბამისად ეს ნაბიჯიც სწორედ ამაზე მეტყველებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაზე საუბრისას.

30 სექტემბერი 2026, 11:24

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს აცნობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში „კარდაკარის“ პრინციპით ადგილობრივებს საკარმიდამო ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მექანიკურ მეთოდებს აცნობენ.

30 სექტემბერი 2026, 11:13

მსოფლიო

Financial Times: ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის საკითხზე მრჩევლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით მრჩევლებთან საგანგებო მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 11:10

ეკონომიკა

საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა აგვისტოშიც ფიქსირდება

საქსტატის წინასწარი შეფასებით, აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3 მეათედი პროცენტი შეადგინა.

30 სექტემბერი 2026, 11:07

მსოფლიო

მედია: თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა და განგაშის სიგნალი ჩართო, საუდის არაბეთში დაეშვა. ინციდენტის მიზეზად ჩხუბი სახელდება

დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი ავიაკომპანია Fly Dubai-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც ფრენისას საგანგებო სიგნალი ჩართო, საუდის არაბეთში, თაბუკის აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 11:05

სამართალი

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა

თბილისის პროკურატურაში ორმხრივ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ.

30 სექტემბერი 2026, 10:58

ეკონომიკა

მცირე მარნები ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირების საფასურისგან გათავისუფლდნენ

საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

30 სექტემბერი 2026, 10:48

მსოფლიო

The Times of Israel: დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, გატაცების შესახებ განგაშის სიგნალი ჩართო - ჰაერში ისრაელის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ

დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა ავიაკომპანია Fly Dubai-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ცოტა ხნის წინ საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 10:27

პოლიტიკა

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭომ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და დარგობრივი რეგლამენტები მიიღო

საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობდა, საბჭოს წევრი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი ჰაკან ფიდანი

30 სექტემბერი 2026, 10:24

პოლიტიკა

Rapporteur: საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირი წინააღმდეგია

საქართველო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა თბილისის ინიციატივას ევროკავშირის მხარდაჭერა არ აქვს. ინფორმაციას Rapporteur-ი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2026, 10:24

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 გიორგი გვარაკიძე
როელ დონა

30 სექტემბერი 2026, 10:22

სამართალი

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ“.

30 სექტემბერი 2026, 10:21

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

30 სექტემბერი 2026, 10:19

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.